1. 1) ჯოჯოხეთი; to make smb.'s life a hell ხატოვნ. ვისიმე ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევა; to suffer / to go / through hell ხატოვნ. ჯოჯოხეთის / ჯოჯოხეთური ტანჯვის გამოვლა;
2) ქვესკნელის სამეფო, შავეთი, საიქიო;
2. საუბ. 1) ბანქოს, რულეტის და ა.შ. სათამაშო სახლი;
2) იაფფასიანი ან საეჭვო რეპუტაციის მქონე რესტორანი, ბარი და ა.შ.;
3. 1) ყუთი, რომელშიაც მკერავი ქსოვილის ჩამონაჭრებს ყრის;
2) პოლიგრ. ყუთი, რომელშიაც გამტყდარ ან დაზიანებულ ლიტერებს ყრიან;
3) სპეც. ნარჩენების ჩასაყრელი კონტეინერი;
◇ a hell of a hell ა) ჯოჯოხეთური, საშინელი, აუტანელი; ძალიან ცუდი, დიდი, ხმამაღალი და ა.შ.; a hell of a noise ჯოჯოხეთური / აუტანელი ხმაური; a hell of a come-down საშინელი მარცხი / კრახი; a hell of a place წყეული / საზიზღარი ადგილი; at a hell of a speed საშინელი სიჩქარით; ბ) უჩვეულო, შესანიშნავი; a hell of a guy შესანიშნავი ბიჭი; like hell ა) ძალიან, ძლიერ, საშინლად; ძალიან ცუდად, სწრაფად და ა.შ.; it's raining like hell საშინლად / კოკისპირულად წვიმს; I'll miss you like hell საშინლად მომენატრები; he ran like hell იგი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა; to work like hell დაძაბულად / გამალებით მუშაობა; he looks like hell იგი საშინლად / ძალიან ცუდად გამოიყურება; ბ) ირონ. ≅ კი, როგორ არა! Will you see Mr. X.? hell Like hell I will! ნახავთ ბ-ნ X.-ს? hell ვერაფერსაც ვერ ვნახავ! აბა როგორ ვნახავ! I'm leaving tomorrow. - Like hell you're leaving! You're staying right here as long as I say! ხვალ მივემგზავრები. - მიემგზავრები, როგორ არა! სანამ მე არ გაგიშვებ, ვერსადაც ვერ წახვალ! as hell ძალიან, ძლიერ, საშინლად; (as) sure as hell უეჭველად, უდავოდ; what the hell are you doing here? აქ რა ჯანდაბას აკეთებ? what the hell do I care? მე რა მენაღვლება! what the hell do you want? რა ჯანდაბა გინდა? go to hell ! გასწი აქედან! მომწყდი თავიდან! ჯანდაბამდე გზა გქონია! (ხშ. შეურაცხმყოფელი შენიშვნის, მუქარის და ა.შ. პასუხად); oh hell! ეშმაკმა დალახვროს! to hell with him! მოწყდეს თავიდან! ჯანდაბამდე გზა ჰქონია! hell's fire! hell 's bells! ჯანდაბა! ეშმაკმა დალახვროს! to get / to catch / hell სასტიკი საყვედურის მიღება; ʘ შავი დღე აყარეს; to give smb. hell ვისიმე მკაცრად დატუქსვა; ვინმესთვის შავი დღის დაყრა; to raise hell აურზაურის ატეხა; სკანდალის მოწყობა; the hell of smth. რისამე არსი, უმთავრესი ან ყველაზე საყურადღებო თვისება; the hell of the plan is that it works ამ გეგმაში ყველაზე კარგი ისაა, რომ იგი რეალურია; the hell of it was that nobody could understand him მთავარი უბედურება ის იყო, რომ მისი არავის ესმოდა; hell for smth. რისამე თავგამოდებული მომხრე ან მოყვარული; she was hell for cleanliness იგი სისუფთავეს გადაჭარბებულად დიდ ყურადღებას აქცევდა / სისუფთავეზე იყო შეშლილი; just for the hell of it უმიზნოდ, გართობის გულისთვის; he broke all the windows just for the hell of it მან ისე, უბრალოდ / გართობის გულისთვის ჩაამსხვრია ყველა ფანჯარა; all hell broke loose ატყდა საშინელი ხმაური / აურზაური; to be hell on smb. ვისიმე უხეშად ან მეტისმეტად მკაცრად მოპყრობა; to be hell on smth. რისამე გაფუჭება; რაიმესთვის ვნების / ზიანის მოტანა; hell and / or / high water გასაჭირი, მძიმე განსაცდელი; სერიოზული დაბრკოლება; come hell or high water ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს; hell is paved with good intentions ჯოჯოხეთი კეთილი განზრახვებითაა მოკირწყლული; better to reign in hell than serve in heaven ანდ. სამოთხეში მოსამსახურედ ყოფნას ჯოჯოხეთში მეფობა სჯობიაო.