1. მძიმე; heavy load [stone, weight] მძიმე ტვირთი [ქვა, წონა]; heavy train რკ.-გზ. დიდწონიანი შედგენილობა; heavy purse ა) ფულით სავსე საფულე; ბ) გადატ. სიმდიდრე;
2. მსხვილი, სქელი; უხეში, დაუხვეწავი; heavy gauge ტექ. ა) დიდი ზომისა; ბ) დიდი კვეთის მქონე; გ) დიდი კალიბრისა; heavy canvas [paper] სქელი ტილო [ქაღალდი]; heavy woollens შალის სქელი საცვლები; heavy make-up გრიმის / კოსმეტიკის სქელი ფენა; heavy line სქელი ხაზი; heavy features სახის მსხვილი / უხეში ნაკვთები; heavy handwriting უშნო / ულამაზო ხელწერა; heavy type სქელი შრიფტი; heavy cut ტექ. მსხვილი ბურბუშელა;
3. 1) მძლავრი, მსხვილი; heavy motor მძლავრი ძრავა; heavy industry მძიმე მრეწველობა;
2) სამხ. მძიმე; heavy armament მძიმე შეიარაღება; მძიმე ტექნიკა / იარაღი; heavy artillery მძიმე არტილერია, მსხვილკალიბრიანი არტილერია [შდრ. აგრ. ◇]; heavy bomber [tank, pontoon] მძიმე ბომბდამშენი [ტანკი, პონტონი]; heavy arms / weapons / მძიმე შეიარაღება; მსხვილკალიბრიანი იარაღი; heavy machine gun მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი;
3) გაძლიერებული, მძლავრი; heavy service ფორსირებული / მძიმე მუშაობა (მანქანისა და ა.შ.); heavy charge სამხ. გაძლიერებული მუხტი;
4. მაღალი, დიდი; მძიმე, დამამძიმებელი; heavy debts [expenses] დიდი ვალები [ხარჯები]; heavy taxes მაღალი გადასახადები; heavy duty დიდი ბაჟი; heavy price მაღალი ფასი;
5. 1) ძლიერი, ინტენსიური; heavy fire სამხ. ძლიერი ცეცხლი; ინტენსიური სროლა; a heavy cold ძლიერი სურდო / გაცივება; heavy applause მქუხარე / ხანგრძლივი ტაში; heavy shower თავსხმა, კოკისპირული წვიმა; heavy storm ძლიერი ქარიშხალი; heavy frosts ძლიერი ყინვები; heavy blow ძლიერი / გამანადგურებელი დარტყმა; heavy sleep ღრმა ძილი; he is a heavy sleeper ღრმა ძილი იცის;
2) ესა თუ ის თვისება დიდად / უკიდურესად რომ აქვს გამოხატული / ახასიათებს; a heavy drinker ვინც სულ მთვრალია, ვინც გაბმით სვამს; heavy eater ჭამის მოყვარული / ღორმუცელა / მსუნაგი ადამიანი; heavy smoker ვინც ბევრს ეწევა; a heavy buyer ვინც სულ რაღაცას ყიდულობს;
3) მძიმე, შემაწუხებელი; heavy odour მძიმე სუნი;
4) მაგარი (ითქმის ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ); heavy wine [beer] მაგარი ღვინო [ლუდი];
6. 1) უხვი; დიდძალი; heavy crop უხვი / მდიდარი მოსავალი; heavy supper უხვი / ნოყიერი ვახშამი; a heavy fall of snow ძლიერი / დიდი თოვა; a heavy fall of rain კოკისპირული წვიმები; heavy traffic დიდძალი ტრანსპორტი, დიდი მოძრაობა; heavy bearing ს.-მ. უხვი მსხმოიარობა; heavy feeder ს.-მ. ნოყიერი საკვები კულტურა;
2) სქელი, ხშირი; heavy beard ხშირი წვერი; heavy foliage ხშირი ფოთლეული; heavy fog სქელი ნისლი;
7. (with) 1) რითიმე დამძიმებული (აგრ. გადატ.); heavy with booty ნადავლით დატვირთული; a tree heavy with fruit ნაყოფით დახუნძლული / ნაყოფის სიმძიმით მოხრილი ხე; heart heavy with sorrow დარდით / სევდით დამძიმებული გული; air heavy with scent სურნელით გაჟღენთილი ჰაერი;
2) ორსული, ფეხმძიმე; heavy with young მაკე;
3) დაღლილი; ძილმორეული, რომ ეძინება; heavy with exhaustion დაღლილობისაგან გასავათებული; heavy with sleep ძილმღვიძარი, ბურანში მყოფი, ნახევრად მძინარე; eyes heavy from prolonged study ხანგრძლივი მეცადინეობით დაღლილი / ძილმორეული თვალები; a tired heavy step დაღლილი / მძიმე ნაბიჯი;
8. 1) მძიმე, ძნელი; რთული; heavy work [task] ძნელი სამუშაო [ამოცანა]; heavy day მძიმე / დატვირთული დღე; heavy breathing მძიმე / გაძნელებული სუნთქვა; heavy wound მძიმე / საშიში ჭრილობა;
2) მძიმე, მტანჯველი; heavy loss [fate] მძიმე დანაკარგი [ბედი / ხვედრი]; heavy grief [calamity] დიდი დარდი / მწუხარება [უბედურება]; heavy news მძიმე / სამწუხარო ამბავი; heavy silence მტანჯველი / დამთრგუნველი სიჩუმე; with a heavy heart დარდით და ა.შ. დამძიმებული გულით; heavy sin [fault] მძიმე ცოდვა [დანაშაული]; heavy disappointment საშინელი / მწარე იმედგაცრუება;
3) მკაცრი, სასტიკი; heavy look მკაცრი გამოხედვა; heavy charge მძიმე ბრალდება; heavy punishment მკაცრი სასჯელი;
9. 1) ტლანქი, მოუქნელი, მძიმე; heavy gait მძიმე სიარული; heavy mind ა) გონებაჩლუნგობა; ბ) გონებაჩლუნგი ადამიანი; heavy type of wit ტლანქი გონებამახვილობა; heavy of thought ნელა / მძიმედ მოაზროვნე; heavy of speech ნელა და მოსაწყენად მოლაპარაკე / მოსაუბრე;
2) ერთფეროვანი, მონოტონური, მოსაწყენი, მძიმე; heavy author [writer, book] მოსაწყენი ავტორი [მწერალი, წიგნი]; this book is heavy reading ეს წიგნი ძნელად იკითხება; heavy style მძიმე სტილი;
10. 1) მძიმე / ძნელად მოსანელებელი (ითქმის საჭმლის შესახებ); heavy food მძიმე საჭმელი;
2) გამოუმცხვარი; heavy bread გამოუმცხვარი / ცომი პური;
3) თიხოვანი, თიხიანი; ფეხს, ბორბალს და ა.შ. რომ ეწებება / მოძრაობას რომ აფერხებს (ითქმის ნიადაგის, გზის და ა.შ. შესახებ);
4) ქიმ. მძიმე, ძნელად აქროლადი; heavy fuel მძიმე სათბობი / ნავთობი; heavy ends გამოხდის მძიმე ფრაქციები / ნახადები;
11. ციცაბო (ითქმის გზის, აღმართის და ა.შ. შესახებ); heavy gradient გზ. ციცაბო ქანობი;
12. მოქუფრული; a heavy sky საწვიმრად / სათოვრად მოქუფრული ცა;
13. სერიოზული, სერიოზული მკითხველისათვის გამიზნული (ითქმის გაზეთის, ჟურნალის და ა.შ. შესახებ);
14. არსებ. მნიშვნ. 1) (the Heavies) სამხ. საუბ. მძიმე საბრძოლო ტექნიკა;
2) ბოროტმოქმედი, სისხლის სამართლის დამნაშავე;
3) თეატრ. სერიოზული / რთული / ტრაგიკული როლი ან სცენა;
4) დიდი მნიშვნელობის / გავლენის მქონე ვინმე ან რამე;
◇ heavy repair კაპიტალური რემონტი; heavy sea აბობოქრებული ზღვა; heavy parts თეატრ. სერიოზული / რთული / ტრაგიკული როლები; the heavy villain თეატრ. საშინელი ბოროტმოქმედი; heavy father თეატრ. ხუმრ. მკაცრი მამა; კეთილშობილი, ჭკუის დამრიგებელი მშობელი; to come the heavy father ვინმესთვის ჭკუის დარიგება, ჭკუის სწავლება; მედიდური იერით რჩევების მიცემა; heavy stuff ა) მაღალფარდოვანი / ბრტყელ-ბრტყელი დამრიგებლური ლაპარაკი; ბ) მძიმე ჭურვები; heavy swell ა) მედიდური, თავმომწონე პიროვნება; ბ) ხაზგასმით მოდურად ან მდიდრულად ჩაცმული ადამიანი; to do / to come, to play / the heavy (swell) ʘ დიდ ვინმედ მოაქვს თავი, ყოყოჩობს, იბღინძება; to make heavy weather of ფორიაქი, წრიალი (წვრილმანი, უმნიშვნელო რამის გამო); heavy metal ა) უაღრესად ჭკვიანი / გონიერი ადამიანი; ბ) ღირსეული / სერიოზული / სახიფათო მოწინააღმდეგე [იხ. აგრ. heavy metal]; heavy artillery / guns / უცილობელი / უდავო ფაქტები / საბუთები [შდრ. აგრ. 3 2)]; to have a heavy hand ა) ʘ ტლანქია, მოუქნელია, უგერგილოა, უნიათოა; ბ) ʘ მკაცრია, უწყალოა, სასტიკია; to be heavy in hand ʘ ძნელად სამართავია, ზანტია (ითქმის ცხენის შესახებ); to be heavy on hand ა) ʘ ნელა გადის, მიიზლაზნება (ითქმის დროის შესახებ); ბ) ʘ მოსაწყენი მოსაუბრეა; to rule with a heavy hand ≅ მტკიცედ / მტკიცე ხელით მართვა; heavy odds were against him მას წარმატების მცირე შანსი ჰქონდა; heavy sugar ამერ. სლ. დიდძალი ფული.