1. 1) სიცხე; სითბო; summer heat ზაფხულის სიცხე / პაპანაქება; the thermometer shows 30 degrees of heat თერმომეტრი ოცდაათ გრადუს სიცხეს უჩვენებს; the heat was stifling / suffocating / სულშემხუთველი / აუტანელი სიცხე იდგა;
2) ცხელი ამინდი, დიდი სიცხე, პაპანაქება;
2. სიცხე, მაღალი ტემპერატურა; fever heat სიცხე, ციებ-ცხელება; her face flushed with sudden heat უეცრად სახე აელეწა / ლოყები აუწითლდა;
3. ფიზ. სითბო; latent heat ფარული სითბო; radiating heat სხივური სითბო; specific heat კუთრი სითბოტევადობა;
4. ტექ. გახურება, ვარვარი; red [white] heat
მეტალ. წითელი [თეთრი] ვარვარი; to raise iron to a white heat რკინის თეთრ ვარვარამდე მიყვანა [
შდრ. აგრ. 6 1)];
5. მეტალ. 1) ჩანატვირთი;
2) აბაზანა;
3) დნობა; გამონადნობი;
6. 1) აგზნება, აგზნებულობა; გაცხარება; to speak with considerable heat ფიცხად / გაცხარებით ლაპარაკი; in the heat of passion ვნების ალში; I said it in the heat of the moment ეს ცხელ / გაცხარებულ გულზე ვთქვი; to get into a fearful state of heat გაშმაგება, გაცხარება, გაცეცხლება; to cool one's heat ბრაზის / სიცხარის დაოკება; at (a) white heat გაცეცხლებული, გაცოფებული [შდრ. აგრ. 4];
2) ყველაზე დაძაბული / კულმინაციური მომენტი; in the heat of the debate გაცხარებული კამათის დროს; in the heat of the battle შუა / გაცხარებულ ბრძოლაში;
7. 1) ერთბაშად / ერთ ჯერზე / ერთი ხელის მოსმით გაკეთებული რამ; at a heat ერთბაშად, ერთ ჯერზე, ერთი ხელის მოსმით;
2) სპორტ. რაუნდი (კრივი);
3) სპორტ. ჰიტი; გარბენი ან რბოლა გარკვეულ დისტანციაზე; final heat ფინალური გარბენი / რბოლა; preliminary heat შესარჩევი / წინასწარი გარბენი / რბოლა; dead heat რამდენიმე მონაწილის ერთდროული ფინიში;
8. ს.-მ. მძუვნობის / სქესობრივი ლტოლვის პერიოდი; to be on / in ან at / heat მძუვნობის პერიოდში ყოფნა;
9. სლ. პოლიცია; heat's on პოლიცია გვეძებს;
⌇ heat capacity ფიზ. სითბოტევადობა; heat value ფიზ. თბოუნარი; heat unit ფიზ. ა) კალორია; ბ) ბრიტანული სითბური ერთეული; heat carrier ტექ. თბოგადამტანი; თბოშემცველი; heat exchange სპეც. თბოგადაცემა; თბოგაცემა; heat rate ტექ. სითბური სიმძლავრე; heat transfer ფიზ. თბოგადაცემა; heat booster ტექ. შემთბობი; heat treatment ტექ. თერმული / სითბური დამუშავება;
◇ to turn on the heat ყოველი ღონის ხმარება რისამე მისაღწევად; იძულება, ზეწოლის მოხდენა.