(
heard)
1. 1) სმენა (ესმის), გაგონება; to hear noise ხმაურის გაგონება;
2) სმენა (ესმის), სმენის უნარის ქონა; she can't hear very well მას კარგად არ ესმის / სმენა დაქვეითებული აქვს;
2. 1) კონცერტის და ა.შ. მოსმენა (˂მო˃ისმენს), კონცერტზე და ა.შ. დასწრება; to hear a famous singer [violinist] ცნობილი მომღერლის [მევიოლინის] მოსმენა / კონცერტზე დასწრება;
2) ლექციის, ქადაგების და ა.შ. მოსმენა (˂მო˃ისმენს); to hear a course of lectures ლექციების კურსის მოსმენა; to hear a pupil his lesson მოსწავლისთვის გაკვეთილის გამოკითხვა;
3. 1) ოფიციალურად მოსმენა (˂მო˃ისმენს) მოწმისა და ა.შ.; to hear a deputation დელეგაციის მიღება / მოსმენა;
2) იურ. საქმის მოსმენა (˂მო˃ისმენს) / გარჩევა (სასამართლოს სხდომაზე); the case was heard last week ეს საქმე გასულ კვირას მოისმინეს / გაარჩიეს;
4. 1) გაგება (
˂გა
˃იგებს), შეტყობა; to hear the news [the truth] ახალი ამბის [სიმართლის] გაგება; I hear that you intend to go to the South შევიტყვე, რომ სამხრეთში აპირებთ გამგზავრებას; nobody let me hear of it ამის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს; to hear say / tell of /
საუბ. ვინმესგან რისამე გაგება / შეტყობა;
2) (from) წერილის, შეტყობინების და ა.შ. მიღება (˂მი˃იღებს); how often do you hear from your brother? ხშირად გწერთ / გირეკავთ თქვენი ძმა? we hear from our representative ოფიც. ჩვენი წარმომადგენელი გვატყობინებს; hoping to hear from you კანც. თქვენი წერილის / პასუხის მოლოდინში;
5. რაიმეზე დათანხმება (˂და˃თანხმდება); ვისიმე თხოვნის და ა.შ. შესმენა; he heard my entreaty მან შეისმინა ჩემი ვედრება; the Lord has heard my prayers უფალმა შეისმინა ჩემი ლოცვები; she will not hear of my going გაგონებაც არ უნდა ჩემი წასვლის შესახებ; he would not hear of it არაფრით არ თანხმდებოდა ამაზე, ამის გაგონებაც კი არ უნდოდა;
▭ to hear out ვინმეს ბოლომდე მოსმენა (˂მო˃უსმენს);
◇ hear! hear! სწორია! მართალია! მართალს ამბობს! (გამომსვლელისადმი / ორატორისადმი მიმართული შეძახილი უპირატ. პარლამენტში; ინტონაციის მიხედვით გამოხატავს მოწონებას, დათანხმებას, დაცინვას და ა.შ.); you will hear about / of / this later ეს მერე სანანებელი გაგიხდებათ; ამისათვის თქვენ გაგაკრიტიკებენ, დაგადანაშაულებენ, დაგსჯიან და ა.შ.; to hear the grass grow მძაფრი აღქმის უნარის ქონა.