4. (
pl ფორმაუცვ.) თავი / სული საქონელი; a thousand head of cattle ათასი თავი / სული საქონელი;
5. 1) ჯოგი; ფარა; ხროვა; ფრინველთა გუნდი; a large head of game გარეული ფრინველების დიდი გუნდი; a head of hungry wolves მშიერი მგლების ხროვა;
2) ს.-მ. სულადობა (საქონლისა);
6. საუბ. თავის ტკივილი (განსაკ. ნაბახუსევს); he has a head ნაბახუსევზე თავი სტკივა;
7. სლ. პირი; to keep one's head shut ენის გაჩერება, ხმის გაკმენდა;
8. ირმის რქები;
9. მოძვ. თმის ვარცხნილობა;
10. სლ. 1) ნარკომანი;
2) ჰიპი ან კონტრკულტურის სხვა წარმომადგენელი (განსაკ. რომელიც ნარკოტიკებს იღებს);
II
1. 1) რისამე ზედა ნაწილი; წვერი; the head of a mountain მთის წვერი / მწვერვალი; the head of the stairs კიბის ზედა ბაქანი;
2) მოძვ. ეტლის და ა.შ. გადასახსნელი ზედი;
3) ზღვ. ანძის წვერი;
2. ხის ვარჯი;
3. 1) თავაკი, თავი; the head of a flower ყვავილის თავაკი; a head of cabbage კომბოსტოს თავი;
2) თავთავი, საგველა (მარცვლოვანი მცენარეებისა);
4. 1) თავი (ქინძისთავისა, ხრახნისა და ა.შ.); ჭანჭიკის ცილინდრული თავი;
2) ლურსმნის თავი;
3) უროს საცემელი; ღოჯის შუბლი; ნაჯახის პირი, რკინის ნაწილი;
4) ხელჯოხის ბუნიკი;
5) ისრისპირი; შუბისპირი;
6) სამხ. ქობინი, საბრძოლო თავი (რაკეტისა, ტორპედოსი, ჭურვისა და სხვ.);
7) ტექ. ნაცმი, საცმი, რიგელი;
5. 1) მედ. ძირმაგარას დამწიფებული თავი; to come / to draw / to a head, to gather head დამწიფება, თავის გაკეთება (ითქმის ძირმაგარას და ა.შ. შესახებ) [იხ. აგრ. 2)];
2) გადატ. კულმინაციური / დაძაბულობის უმაღლესი წერტილი; კრიტიკული / გადამწყვეტი მომენტი; to come to a head კრიტიკულ მდგომარეობამდე მისვლა [იხ. აგრ. 1)]; things are coming / drawing / to a head დგება კრიტიკული / გადამწყვეტი მომენტი; to bring smth. to a head ა) რისამე გამწვავება; ბ) რისამე დასრულება / დაბოლოება;
6. სათაური; რუბრიკა; პარაგრაფი; პუნქტი; heads of chapters თავების სათაურები; a document arranged under five heads ხუთი პუნქტისაგან / ნაწილისაგან შემდგარი დოკუმენტი; under different heads სხვადასხვა რუბრიკით;
7. რისამე წინა ნაწილი / თავი; the head of a procession [of a column] პროცესიის [კოლონის] თავი; at the head of the page [of the list] გვერდის [სიის] თავში; at the head of the chapter თავის დასაწყისში; at the head of the table სუფრის თავში, საპატიო ადგილას; at the head of the bed საწოლის თავთან, სასთუმალთან; to be at the head of the field / pace / სპორტ. მორბენალთა, მრბოლთა და ა.შ. თავში ყოფნა;
8. ზღვ. გემის / ნავის წინა ნაწილი, ცხვირი; down by the head ა) იმგვარად, წინა ნაწილი / ცხვირი კიჩოზე უფრო ღრმად რომ აქვს წყალში ჩაშვებული (ითქმის გემის შესახებ); ბ) ხატოვნ. შეზარხოშებული; to be in the position "head to wind" ცხვირით ქარისკენ დადგომა (აფროსნობა);
9. მდინარის სათავე;
10. pl მონეტის წინა პირი; heads or tails? პირი თუ ზურგი? (მონეტის აგდებისას და ა.შ.);
11. 1) ქაფი (ლუდისა და ა.შ.);
2) ნაღები (რძისა);
12. მშენ. ზედა ძელი (ფანჯრის ან კარის ჩარჩოსი);
13. არქიტ. სვეტის კაპიტელი; თაღის საჭექი;
14. 1) აგრ. pl სამთ. მდიდარი კონცენტრატი;
2) pl ქიმ. სათავო ფრაქცია (გამოხდისას);
15. ჰიდრ. დონეთა სხვაობა; დაწნევა, წნევა (სითხის სვეტისა);
16. ტექ. ვეგი (ჩარხისა);
17. ტექ. მოძრავი შტამპი;
18. მეტალ. სასხმი; ნამატი;
19. გეოგრ. კონცხი (უპირატ. გეოგრაფიულ სახელებში);
20. იშვ. 1) კასრის ფსკერი, ძირი;
2) დოლზე გადაკრული ტყავი;
III
1. 1) ხელმძღვანელი, უფროსი, მეთაური; the Head საუბ. უფროსი; the head of the family ოჯახის უფროსი; the head of a department განყოფილების უფროსი; Head of Government [of State] მთავრობის [სახელმწიფოს] მეთაური; the head of a party პარტიის ლიდერი; the Head of the Army მთავარსარდალი; გენერალური შტაბის უფროსი;
2) ბელადი; the head of a clan კლანის / ტომის ბელადი;
3) = Head Master;
2. ხელმძღვანელობა, უფროსობა;
3. წამყვანი / ხელმძღვანელი მდგომარეობა; at the head of the whole business მთელი წარმოების სათავეში; to be at [to rise to] the head of one's class კლასში პირველ / საუკეთესო მოწაფედ ყოფნა [გახდომა];
⌇ head nurse უფროსი მედდა; head waiter მეტრდოტელი / უფროსი ოფიციანტი; head electrician კინ. გამნათებლების ბრიგადირი; the head man of the tribe ტომის უხუცესი; head wind პირქარი;
◇ a head of hair გრძელი, ხშირი თმა; a good head of hair ხშირი / გრუზა თმა; raw head and bloody bones თავის ქალას და გადაჯვარედინებული ძვლების გამოსახულება; but though I wish to go in death's way as little as possible, I must not fear the raw head and bloody bones either თუმც საიქიოს გამგზავრებას ჯერ არ ვაპირებ, სიკვდილისაც არ მეშინია; scare head ამერ. დიდი სენსაციური სათაური (გაზეთში); by the head and ears ძალით, ძალდატანებით; an utterly irrelevant story, lugged in by the head and ears სრულიად უადგილო / ყურით მოთრეული ამბავი / ისტორია; over head and ears / head over ears / in love [in debt] თავდავიწყებით შეყვარებული [ყელამდე ვალებში ჩაფლული]; over smb.'s head ა) ვისიმე იგნორირებით, არად ჩაგდებით, უგულებელყოფით; ბ) იმგვარად, ვისიმე გონებრივ შესაძლებლობებს რომ აღემატება; an old head on young shoulders ≅ ასაკთან შედარებით / თავისი ასაკისათვის მეტისმეტად ჭკვიანი / საზრიანი; soft in the head ჭკუათხელი, ჭკუამოკლე, გონებაჩლუნგი; from head to foot / heel / თავიდან ფეხებამდე; თხემით ტერფამდე; to shake one's head at smth. თავის გაქნევა რაიმეში დაეჭვების / რისამე დაწუნების / გაკიცხვის ნიშნად [შდრ. აგრ. I 1 1)]; to hang / to have / one's head down თავის ჩაქინდვრა / ჩაკიდება (სირცხვილის / უხერხულობის / მწუხარების გამო); to stand with one's head down თავჩაქინდრული დგომა; to carry / hold / one's head up, to carry one's head high ʘ თავი მაღლა / ამაყად უჭირავს; I'll never be able to hold up my head in the presence of good people again წესიერ / პატიოსან ხალხს თვალს ვეღარ გავუსწორებ; heads up! ფრთხილად! საფრთხე ზევიდან! ჰაერზე თვალი გეჭიროთ! (გამაფრთხილებელი შეძახილი); to keep [to lose] one's head კრიტიკულ მდგომარეობაში სიმშვიდის შენარჩუნება / თავის დაჭერა [დაბნევა / თავგზის აბნევა]; to keep a cool head საღი აზროვნების უნარის შენარჩუნება [იხ. აგრ. I 3]; to be head and shoulders above others ʘ სხვებზე მთელი თავით მაღლა დგას; to put one's head in a noose ყულფში თავის საკუთარი ნებით გაყოფა; to make head წინსვლა, წინ წაწევა, დაწინაურება; to make head against ა) წინააღმდეგობის გაწევა; აჯანყება, ამბოხება; ბ) წინააღმდეგობის / დაბრკოლების მიუხედავად წარმატებით წინსვლა; they made head against the wind პირქარის მიუხედავად წინ მიიწევდნენ; to show one's head ხალხში / საზოგადოებაში გამოჩენა; they dared not show their heads there ისინი იქ გამოჩენას ვერ ბედავდნენ; to do smth. standing on one's head სლ. რისამე მეტისმეტად ადვილად გაკეთება; he has a cold in the head სურდო აქვს, გაცივებულია; to talk smb.'s head off ვინმესთვის ლაპარაკით თავის მობეზრება / ტვინის წაღება / ტვინის გახვრეტა; to snap smb.'s head off უხეშად, უკმეხად, გაღიზიანებით ლაპარაკი / პასუხი; ლაპარაკის უხეშად შეწყვეტინება; to eat one's head off ʘ მასზე გაწეულ ხარჯებს ვერ ანაზღაურებს; წამგებიანია, ზარალიანია; off one's head ჭკუიდან გადასული, შეშლილი; to be weak / touched / in the head ʘ ცოტა აკლია, თავში უქრის, გონებაჩლუნგია; to go off / out of / one's head ჭკუიდან გადასვლა / შეშლა, გაგიჟება; out of one's own head ვისიმე გამოგონილი / შეთხზული; to turn smb.'s head ა) ვინმესთვის თავბრუს დახვევა; his head won't be turned by his success წარმატება თავბრუს ვერ დაახვევს; ბ) ვინმესთვის თავგზის აბნევა; ვისიმე ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედება; to break one's head over smth. რაიმეზე თავის მტვრევა / ტვინის ჭყლეტა; to bury / hide / one's head in the sand სიმართლეზე თვალის დახუჭვა, ფაქტების იგნორირება; to fling / throw / oneself at smb.'s head ვინმესთვის მოსვენების / გასაქანის არმიცემა; to get a swelled head, to go about with one's head in the air მედიდურობა, ქედმაღლობა, ყოყოჩობა; ≅ ცხვირის აბზეკა; to take the head ა) თავის აწყვეტა, გაჭენება (ითქმის ცხენის შესახებ); ბ) თავის აშვება, თავაშვებული ცხოვრების დაწყება; to give a horse the head, to let him have his head ა) ცხენის ნებაზე მიშვება / სადავეების მიშვება; ბ) ცხენის გაჭენება; to give smb. his head ვისიმე ნებაზე მიშვება, ვინმესთვის თავისუფალი / შეუზღუდავი მოქმედების უფლების მიცემა; to give one's head for the washing წინააღმდეგობის გარეშე დანებება / დამორჩილება; to go to the head ა) თავში ავარდნა, დათრობა (ითქმის ალკოჰოლის შესახებ); the whisky has gone to his head ვისკი მოეკიდა; ბ) ვინმესთვის თავბრუს დახვევა (ქება-დიდებით, კეკლუცობით და ა.შ.); his successes have gone to his head წარმატებებმა თავბრუ დაახვია; გ) მთელი ყურადღების რაიმეზე გადატანა; head over heels ა) თავდაყირა, ყირამალა; ბ) კოტრიალით; გ) ძლიერ, ღრმად, საფუძვლიანად; head over heels in love [in debt, in work] თავდავიწყებით შეყვარებული [ყელამდე ვალებში ჩაფლული, თავით ფეხებამდე სამუშაოში / საქმეში ჩაფლული]; to hold / to keep / one's head above water თავის გაჭირვებით გატანა; ბრძოლა რთული ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; to keep one's head above ground გადარჩენა; to knock smth. on the head რაიმესათვის ბოლოს მოღება; არგუმენტაციის, თეორიის და ა.შ. გაცამტვერება; to knock smb.'s heads together გადამწყვეტი ზომების მიღება ვისიმე შესარიგებლად; to lay / to put / heads together მოლაპარაკება; თათბირი, მსჯელობა; to make head or tail of smth. რაიმეში გარკვევა, რისამე გაგება; not to / to be unable to / make head or tail of smth. ʘ რაიმეს ვერ იგებს / თავს და ბოლოს ვერ უგებს; on one's own head ვისიმე პასუხისმგებლობით; ვისიმე სინდისზე; on your head be it! ამაზე პასუხს თქვენ აგებთ! ეს თქვენს სინდისზე იყოს! to hit the nail on the head მიზანში მოხვედრება, გამოცნობა; two heads are better than one ანდ. ორი თავი ერთს სჯობიაო; ერთი ჭკუა კარგია, ორი უკეთესიაო; better be the head of a dog, than the tail of a lion ანდ. ჯობს ძაღლის თავი იყო, ვიდრე ლომის კუდიო; ≅ ჯობს სოფელში იყო პირველი, ვიდრე ქალაქში უკანასკნელიო.