(
hung, hanged [-d])
1. ჩამოკიდება (˂ჩამო˃კიდებს), დაკიდება; to hang one's hat [coat, dress] on a peg ქუდის [პალტოს, კაბის] საკიდარზე ჩამოკიდება;
2. 1) კიდება (კიდია); her portrait hangs in the library მისი პორტრეტი ბიბლიოთეკაში კიდია; her hair was hanging down her shoulders ქალს თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი; monkeys hang by the tail მაიმუნები კუდით ჩამოეკიდებიან ხოლმე;
2) დახრა (˂და˃ხრის), დაშვება; he hung his head in shame სირცხვილისაგან თავი ჩაქინდრა / დახარა;
3) ჩამოწოლა (ჩამოწვება); a cloud hanging over the mountain peaks მთის მწვერვალებზე ჩამოწოლილი ღრუბელი; a cloud hangs over his past მისი წარსული ბნელითაა მოცული; a silence hung over those present დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა; sleep hung on his eyelids მას ძილი მოერია / თვალები დაუმძიმდა;
4) დამუქრება (˂და˃ემუქრება); a great disaster is hung over him დიდი უბედურება / განსაცდელი ელის / ემუქრება;
5) თავისუფალ ნაკეცებად ჩამოშვება (˂ჩამო˃ეშვება); ʘ თავისუფლად ადგას ტანზე (ითქმის ტანსაცმლის შესახებ); his coat hangs loosely პალტო თავისუფლად ადგას ტანზე;
6) ჰაერში ლივლივი (ლივლივებს), კიდება (ითქმის ფრინველის და ა.შ. შესახებ); eagles hang in the air არწივები ჰაერში დალივლივებენ;
3. სურათების გამოფენა (გამოფენს) მუზეუმში, გამოფენაზე;
4. (hanged) 1) ჩამოხრჩობა (ჩამოახრჩობს); to hang smb. for murder მკვლელობისათვის ვისიმე ჩამოხრჩობა; to hang by the neck
იურ. ჩამოხრჩობა (
სიკვდილმისჯილისა); to hang oneself თავის ჩამოხრჩობა;
2) მოძვ. თავის ჩამოხრჩობა (ჩამოიხრჩობს);
5. 1) დამაგრება (˂და˃ამაგრებს), მიმაგრება; მორგება; რესორებზე, ზამბარებზე და ა.შ. დადგმა / ჩამოკიდება; to hang wallpaper შპალერის გაკვრა; to hang a door (on its hinges) (ანჯამებზე) კარის ჩამოკიდება;
2) ʘ დამაგრებულია, მიმაგრებულია; მორგებულია; the door is well hung კარი კარგადაა ჩამოკიდებული;
6. ჩამოკიდება (˂ჩამო˃კიდებს) გატყავებული და გამოშიგნული საქონლისა, რათა სისხლისგან დაიწრიტოს და საჭმელად ვარგისი გახდეს;
7. ციცაბოდ დაშვება (˂და˃ეშვება) ითქმის ფერდობის, დაღმართის შესახებ;
8. სლ. უმძიმეს მდგომარეობაში / დიდ გასაჭირში ყოფნა (არის) აგრ. სპორტ.;
9. მეტალ. ჩაკიდება (˂ჩა˃ეკიდება) ითქმის ბრძმედში ჩატვირთული კაზმის შესახებ;
▭ to hang about 1) გარშემოხვევა (გარს ˂შემო˃ეხვევა); the children hang about their mother ბავშვები დედას გარს ახვევიან;
2) საუბ. უსაქმოდ ხეტიალი (დაეხეტება), ყიალი; to hang about all day (doing nothing) მთელი დღე უსაქმოდ ხეტიალი;
3) ზოზინი (ზოზინებს), ზანტად / აუჩქარებლად მოძრაობა ან რისამე კეთება;
4) ჩამოწოლა (ჩამოწვება); there is thunder hanging about ჰაერში ჭექა-ქუხილის სუნი ტრიალებს; rain is hanging about სადაცაა იწვიმებს; my cold still hangs about me ვერა და ვერ მოვიცილე სურდო;
5) ცდა (იცდის, უცდის), ლოდინი; hang about, don't go away ერთი წუთით მომიცადე(თ), არ წახვიდე(თ);
to hang around ამერ. იხ. to hang about;
to hang back 1) რისამე კეთების და ა.შ. სურვილის არქონა (არ აქვს);
2) შეყოვნება (˂შე˃აყოვნებს), შეჩერება;
3) სხვებს ჩამორჩენა (ჩამორჩება);
to hang behind იხ. to hang back 3);
to hang off 1) გაშვება (˂გა˃უშვებს);
2) საუბ. შეყოვნება (˂შე˃ყოვნდება), შეჩერება; ყოყმანი, მერყეობა;
to hang on 1) ხელის ჩაჭიდება (ჩასჭიდებს), ჩაბღაუჭება;
2) დაყრდნობა (˂და˃ეყრდნობა); she hung on his arm ქალი მას მკლავზე დაეყრდნო;
3) ʘ რაიმეზე დამოკიდებულია; everything hangs on his answer ყველაფერი მის პასუხზეა დამოკიდებული; election hangs on one vote არჩევნების ბედი ერთ ხმაზეა დამოკიდებული;
4) რისამე კეთების დაჟინებით / შეუპოვრად გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს); your task is difficult but you must hang on till it is done თქვენ ძნელი ამოცანა გაქვთ, მაგრამ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, უნდა შეასრულოთ იგი;
5) (at, to) ვინმეს / რაიმეს ჩაბღაუჭება (˂ჩა˃ებღაუჭება); ʘ გვერდიდან არ სცილდება; Charlotte is still hanging on at her mother შარლოტა კვლავ დედის კალთასაა ჩაფრენილი; he has hung on me all day მთელი დღე გვერდიდან არ მომშორებია;
6) საუბ. ცდა (იცდის, უცდის), ლოდინი (უპირატ. სატელეფონო საუბრისას); hang on a second! ერთი წამით დამელოდე(თ)!
7) სპორტ. საუბ. მოწინააღმდეგის ფეხდაფეხ დევნა (დასდევს), შევიწროება;
to hang out 1) გამოყოფა (გამოყოფს), გადმოგდება; the dog hung out its tongue ძაღლმა ენა გადმოაგდო;
2) მოძვ. ʘ გამოყოფილია, გადმოგდებულია;
3) სარეცხის გაფენა (˂გა˃ფენს);
4) დროშების და ა.შ. გამოფენა (˂გამო˃ფენს);
5) სლ. ცხოვრება (ცხოვრობს); where do you hang out სად ცხოვრობ?
6) სლ. მუდმივად სადმე უსაქმოდ ყოფნა (არის); they normally hang out in the pubs მთელ დღეებს პაბებში / ლუდხანებში ატარებენ;
to hang over 1) ʘ დაუმთავრებელი / განუხილველი დარჩა; the meeting adjourned and left their plans hanging over კრება გადაიდო და მათი გეგმები ჰაერში დარჩა გამოკიდებული;
2) შემორჩენა (შემორჩება); this custom hangs over from the old days ეს ჩვეულება ძველი დროიდან შემოგვრჩა;
3) ჩამოწოლა (ჩამოწვება) აგრ. გადატ.;
to hang round ამერ. იხ. to hang about; to hang round a girl ქალიშვილთან არშიყობა;
to hang together 1) ერთმანეთისათვის მხარის დაჭერა (მხარს ˂და˃უჭერს), ერთად დგომა;
2) კარგად მორგება (˂მო˃ერგება); the parts hang well together ნაწილები კარგად ერგება ერთმანეთს; facts that seem to hang well together ფაქტები, რომლებიც ერთმანეთს კარგად ერგება / ავსებს;
3) ʘ კარგად / ლოგიკურადაა აგებული (უპირატ. ითქმის მხატვრული ნაწარმოების შესახებ); the story hangs together well მოთხრობას კარგად აგებული სიუჟეტური ქარგა აქვს;
to hang up 1) რისამე ჩამოკიდება (˂ჩამო˃კიდებს) კაუჭზე, საკიდზე და ა.შ.;
2) ტელეფონის ყურმილის დაკიდება (˂და˃კიდებს);
to hang with 1) მორთვა (˂მო˃რთავს); to hang walls with pictures კედლების სურათებით მორთვა;
2) ხშ. pass : the trees are thickly hung with fruit ხეები ხილითაა დახუნძლული; the hillside was hung with trees ფერდობზე ხეები იყო შეფენილი;
◇ to hang by a thread, to hang by a (single) hair, to hang on by one's / the / eyelids დიდ საფრთხეში / განსაცდელში / კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა; his life hung by a thread მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა; to hang in doubt ეჭვებში ყოფნა, ყოყმანი; to hang on smb.'s sleeve ვისიმე ნებაზე სიარული; ʘ ვისიმე ყურმოჭრილი მონაა; to hang by the wall ʘ არავინ არ იყენებს / არ ხმარობს; to hang one's / the / head თავის ჩაქინდვრა / დახრა (უხერხულობის, გულგატეხილობის, დარცხვენის ან სინანულის გამო); to hang on like grim death რაიმესათვის ხელის მაგრად ჩაჭიდება, რაიმეზე ჩაბღაუჭება; to hang upon smb.'s lips / smb.'s words / ვინმესთვის აღფრთოვანებით / გაფაციცებით მოსმენა; ʘ ვისიმე ყოველ სიტყვას იჭერს; persuasion hangs upon her tongue ადამიანების დარწმუნების უნარი აქვს; fear hangs upon him იგი შიშითაა შეპყრობილი / მოცული; life hangs upon him ცხოვრება მძიმე ტვირთად აწევს; to hang up one's sword/ gun / ა) ამა თუ იმ საქმიანობის შეწყვეტა; ბ) ʘ რაიმე კედელზე ჩამოკიდა, რაიმეს აღარ იყენებს; to hang up one's hat ა) ვინმესთან საცხოვრებლად დიდხანს დარჩენა (უპირატ. ითქმის არასასურველი სტუმრის შესახებ); ბ) ჩასიძება; to hang heavy ა) ნელა გასვლა (ითქმის დროის შესახებ); time hung heavy on him დრო მისთვის უსასრულოდ გაიჭიმა; ბ) მძიმე ტვირთად დაწოლა; responsibility hangs heavy on him პასუხისმგებლობა მძიმე ტვირთად აწევს; to hang on by one's eyelashes / one's eyebrows / ა) ʘ დაჟინებით მოითხოვს რაიმეს; დაჟინებით ცდილობს რისამე მოპოვებას; ბ) დიდ საფრთხეში / განსაცდელში / კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა; to hang a jury ამერ. იურ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის ხელის შეშლა გადაწყვეტილების მიღებაში (ითქმის ერთი ან რამდენიმე ნაფიცი მსაჯულის შესახებ); to hang in the balance ა) გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა; ბ) დიდ საფრთხეში / განსაცდელში / კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა; to hang fire ა) სამხ. დაყოვნებული გასროლის მოხდენა; ბ) სამხ. მტყუნება (იარაღისა); გ) დაყოვნება, გადადება; დ) ზოზინი, ზლაზვნა; to hang a leg / the groin / ა) ზოზინი, ზლაზვნა; ბ) ყოყმანი, შეჩერება; გ) რისამე კეთების სურვილის არქონა; let it go hang! ≅ ეშმაკსაც წაუღია! if he doesn't like it he can go hang ! თუ არ მოსწონს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია! (oh) hang it! ეშმაკმა დალახვროს! I'm hanged if I know წყეულიმც ვიყო, თუ ვიცოდე; hang the fellow! ჯანდაბას მისი თავი! as well be hanged for a sheep as (for) a lamb ანდ. გინდა ცხვრისთვის ჩამოგახრჩონ, გინდა ბატკნისთვისო; ≅ გინდა მგელს შევუჭამივარ, გინდა მგლისფერ ძაღლსაო.