4. 1) ხელმძღვანელობა, მართვა; ზედამხედველობა; to act with a heavy hand სასტიკად / ულმობლად მოქმედება; to put down a revolt with a heavy hand აჯანყების სასტიკად / ულმობლად ჩახშობა; to rule with a firm hand მკაცრად / მტკიცე ხელით მართვა; believers in the strong hand მკაცრი ზომების გატარების / მტკიცე ხელით მართვის მომხრეები; to keep a strict hand over smb. ვისიმე მკაცრად მოპყრობა, ვინმესთვის გასაქანის არმიცემა;
2) ჩვეულ. pl მფლობელობა; განკარგულება; to change hands სხვის ხელში გადასვლა; the hotel has changed hands სასტუმროს ახალი მეპატრონე ჰყავს; my fate is in your hands ჩემი ბედი თქვენს ხელთაა;
3) pl ზრუნვა; მზრუნველობა; he has a family on his hands ოჯახი აწევს კისერზე; to be in good hands ʘ კარგ ხელშია, კარგად ექცევიან;
5. 1) თანხმობა, დაპირება; here's my hand on it! სიტყვას გაძლევთ! თანახმა ვარ!
2) თანხმობა ქორწინებაზე; to ask smb.'s hand ვისიმე ხელის თხოვნა; to win a lady's hand ქალის ქორწინებაზე დათანხმება;
6. 1) დახმარება; to give / to lend / a hand დახმარება, დახმარების გაწევა; lend me a hand with my coat მომეხმარე(თ) პალტოს ჩაცმაში; a helping hand ა) დახმარება; ბ) დამხმარე;
2) მონაწილეობა; to have a hand in smth. რაიმეში მონაწილეობის მიღება; he had no hand in the affair იგი ამაში / ამ საქმეში არ მონაწილეობდა;
7. ბანქ. 1) კარტი, რომელიც ერთ მოთამაშეს აქვს ხელში; to have a good hand კარგი კარტის ქონა; I'm holding my hand! მე პასი! ჩემს სვლას ვტოვებ!
2) მოთამაშე;
3) პარტია, ხელი; to win the hand პარტიის / ხელის მოგება; let's have a hand at bridge მოდით ერთი ხელი ბრიჯი ვითამაშოთ; even hands თანაბარი ანგარიში რამდენიმე ნათამაშები პარტიის შემდეგ;
II
1. ხშ. pl მუშა, მუშაკი; hands wanted! გვესაჭიროება მუშახელი! factory hand ფაბრიკის / ქარხნის მუშა;
2. 1) მეზღვაური;
2) pl ზღვ. გემის ეკიპაჟი; all hands on deck! ყველანი ზევით! (ბრძანება); all hands to quarters! ყველანი ადგილებზე!
3. შემსრულებელი; ავტორი; a book written by various hands რამდენიმე ავტორის მიერ დაწერილი წიგნი; a picture by the same hand იმავე მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი;
4. pl ჯგუფი, კომპანია; all hands joined in the game თამაშში ყველანი ჩაებნენ;
5. 1) რაიმეში დახელოვნებული / გაწაფული ადამიანი, ოსტატი; he is quite a hand with the violin ჩინებულად უკრავს ვიოლინოზე; he is a fine hand at cooking მშვენიერი მზარეულია;
2) იშვ. ხელოვანი; paintings by the most celebrated hands ყველაზე სახელგანთქმული მხატვრების ტილოები;
6. დახელოვნებულობა, გაწაფულობა, ოსტატობა; to be in hand with smth. რისამე მარჯვედ / ოსტატურად კეთება; his hand is in ეს / ეს საქმე მას კარგად გამოსდის; a pianist has to practise every day to keep his hand in პიანისტმა ყოველდღე უნდა ივარჯიშოს, რათა თითების სისწრაფე / ტექნიკა შეინარჩუნოს; his hand is out ა) იგი დაიღალა; ბ) რაიმეს გადაეჩვია; his hand had been out at tennis for so long that he could not get it in again ჩოგბურთი იმდენ ხანს არ ეთამაშნა, რომ თამაშს სრულიად გადაჩვეულიყო; it does not lie to his hand ეს მას მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის;
7. 1) ხელწერა; to write a very legible hand ძალიან გარკვევით წერა; he has a beautiful hand ლამაზი ხელწერა აქვს;
2) არქ. ხელმოწერა; a note of hand ხელწერილი; under the hand of ვისიმე მიერ ხელმოწერილი; under hand and seal იურ. ვისიმე მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
8. თეატრ. საუბ. აპლოდისმენტი, ტაში; to give smb. a big hand ვინმესთვის დიდი ოვაციის გამართვა;
9. წყარო (ცნობებისა, ინფორმაციისა და ა.შ.);
III
1. ისარი (საათისა, ბარომეტრისა და ა.შ.);
2. მაჩვენებელი ნიშანი (ხელის მტევნის სახით, რომელსაც საჩვენებელი თითი წინ აქვს გაშვერილი);
3. სემაფორის ფრთა;
4. კომერც. შეკვრა, კონა; a hand of tobacco ფოთლოვანი თამბაქოს დასტა; a hand of bananas ბანანების მტევანი;
5. ხელისგული (როგორც სიგრძის საზომი ერთეული = 4 დუიმს); a horse 16 hands high სამოცდაოთხი დუიმის სიმაღლის ცხენი;
6. კულინ. ღორის წინა ფეხი და მხრის ნაჭერი;
7. აღვირით ცხენის მარჯვედ მართვა (საცხენოსნო სპორტი);
◇ the hand of God ღვთაებრივი განგება, ღვთის ნება; at / ამერ. on / hand ა) ახლოს; ბ) მალე; Christmas was (close) at hand შობა ახლოვდებოდა; dawn is at hand სადაცაა გათენდება; at / on, upon / any hand ყოველ / ნებისმიერ შემთხვევაში; at no hand არანაირ / არც ერთ შემთხვევაში; to hand ა) ხელმისაწვდომად, ახლოს; ბ) ვისიმე მფლობელობაში / საკუთრებაში; ვისიმე ხელში; your letter is to hand თქვენი წერილი მიღებულია; to come to hand ა) ʘ მიიღეს, მიღებულია (უპირატ. ითქმის წერილის შესახებ); ბ) ხელში მოხვედრა; she has been reading aimlessly anything that came to her hand განურჩევლად კითხულობდა ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდა; the first excuse to hand პირველი, რაც გამახსენდა თავის გასამართლებლად; to come cap in hand to smb. ვინმესთვის თხოვნით მიმართვა; ვისიმე წინაშე თავის დამცირება; at the hand of ხელით; he died at the hand of a murderer მკვლელის ხელით მოკვდა; by hand ხელით; to send a letter by hand შიკრიკის ხელით წერილის გაგზავნა; to bite the hand that feeds you კეთილისმყოფლის მიმართ საშინელი უმადურობის გამოჩენა; to bring up / to feed / a child by hand ბავშვის ხელოვნური საკვებით გამოზრდა; to bring up to one's hand ვისიმე საკუთარ ჭკუაზე / ყაიდაზე აღზრდა / გამოზრდა; to drink hand to fist გაბმით სმა, ლოთობა; to fall into (someone's) hands (ვისიმე) ხელში ჩავარდნა; to fall into the enemy's hand მტრის ხელში ჩავარდნა; hand in hand ა) ხელიხელჩაკიდებულად; ბ) ერთად, ერთობლივად; შეთანხმებულად; in hand ა) განკარგულებაში, მფლობელობაში; he still has some money in hand ფული კიდევ აქვს შემორჩენილი; ბ) ხელში, კონტროლქვეშ; to bear smb. in hand ʘ ხელში უჭირავს, საკუთარ ჭკუაზე ატარებს; გ) სამუშაო მდგომარეობაში; to keep a car well in hand მანქანის კარგად მოვლა; დ) განხილვის პროცესში; off hand იხ. out of hand ა); out of hand ა) დაუყოვნებლივ, მყისვე; ბ) მოუმზადებლად, ექსპრომტად; to do smth. out of hand რისამე დაუყოვნებლივ გაკეთება; რისამე ექსპრომტად გაკეთება; გ) დაქვემდებარებიდან, კონტროლიდან; he let his temper get out of hand წონასწორობა დაკარგა, თავი ვეღარ მოთოკა; დ) ხელიდან წასული; ე) დასრულებული, დამთავრებული; on hand განკარგულებაში, მფლობელობაში; to have an hour on one's hands განკარგულებაში ერთი საათის ქონა; to have too many goods on hand მეტისმეტად ბევრი საქონლის ქონა; from hand to hand ხელიდან ხელში; hand over hand, hand over fist სწრაფად, ადვილად, ძალდაუტანებლად; under hand ფარულად, მალულად; hand to hand ხელდახელ, ხელჩართულად (უპირატ. ითქმის ბრძოლის შესახებ); at someone's hands ვინმესგან, ვინმეს გამო, ვისიმე მიზეზით; I suffered at his hands მის გამო ვიტანჯებოდი; to be hand in / and / glove (with) ა) ʘ ახლო / გულითადი მეგობრები არიან; ბ) ʘ ერთად მოქმედებენ, შეკრულები არიან; the producer works hand in glove with the writer პროდიუსერი მჭიდროდ თანამშრომლობს მწერალთან; heart and hand იხ. heart¹ ◇; to be heart and hand for smth. რაიმესთვის მთელი სულითა და გულით მხარის დაჭერა; hand and foot ა) ხელფეხშეკრული (იშვ. აგრ. გადატ.); ბ) გულმოდგინედ, მონდომებით; to serve hand and foot ʘ ვინმეს ერთგულად ემსახურება; to win (with) hands down გამარჯვების ადვილად / იოლად მოპოვება; to have clean hands ʘ სუფთა ხელები აქვს, მოუსყიდველია, მიუკერძოებელია; do not let your left hand know what your right hand is doing ბიბლ. დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა; to live from hand to mouth ა) გაჭირვებით თავის გატანა; ბ) დღევანდელი დღით ცხოვრება; to make a hand წარმატების მოპოვება; სარგებლის ნახვა; to make a (good) hand of smth. რაიმეში სარგებლის ნახვა; to get the better hand უპირატესობის მოპოვება; to get / to have / the upper hand უპირატესობის მოპოვება; დაძლევა; ʘ მდგომარეობის ბატონ-პატრონია; for one's own hand საკუთარი ინტერესებისათვის, საკუთარი სარგებლისათვის; he fought for his own hand საკუთარ ინტერესებს იცავდა; on the one hand, on the other hand ერთი მხრივ, მეორე მხრივ; to be on / upon / the mending hand გამოჯანმრთელება, გამომჯობინება; to keep oneself well in hand გრძნობების / ემოციების დაოკება; თავის შეკავება; to shake hands with smb. ვინმესთვის ხელის ჩამორთმევა (მისალმებისას ან დამშვიდობებისას); he has shaken hands with all honesty ხატოვნ. უპატიოსნო გზას დაადგა; to kiss one's hand to smb. ვინმესთვის კოცნის გაგზავნა; a light hand სიმარჯვე, გაწაფულობა; she has a light hand at pastry ნამცხვრებს, ტორტებს და ა.შ. კარგად აცხობს; don't be flippant with your hands! ხელები გააჩერე! ხელები დაიმოკლე! to spend money with both hands ფულის ფლანგვა; to put the last hand to smth. რისამე დასრულება / დამთავრება / დაბოლოება; to have one's hands full ≅ ძალიან დაკავებულია, საქმე ყელამდე აქვს; to lay / to put / one's hands to smth. რაიმესათვის ხელის მოკიდება, რისამე დაწყება; I don't know what to put my hands to first არ ვიცი, რით დავიწყო; to lay violent hands on oneself წიგნ. თავის მოკვლა; a man of quick hands მარჯვე, მარდი, მოხერხებული ადამიანი; in the turning of a hand მოძვ. უმალვე, მყისვე; Satan finds mischief for idle hands to do ≅ სატანა უსაქმურს უკეთურობას ჩაადენინებს; უსაქმურობა კარგს არაფერს მოიტანს; not to move hand or foot ≅ თითიც არ გაუნძრევია, თავი არ შეუწუხებია; a bird in the hand is worth two in the bush იხ. bird I ◇; to raise one's hand to / against / someone ვინმეზე ხელის აღმართვა; to wash one's hands of რაიმეზე ხელის დაბანა, პასუხისმგებლობის თავიდან მოხსნა.