1. დაცვა, დამცველი რაზმი; საყარაულო ქვედანაყოფი, ყარაული; ბადრაგი, შეიარაღებული რაზმი; guard of honour საპატიო ყარაული; to form a guard of honour საპატიო ყარაულის დაყენება; to be on guard ყარაულში ყოფნა / დგომა [შდრ. აგრ. 4]; to mount / to go on / guard ʘ ყარაულში დგება; to mount guard ყარაულის / დაცვის დაყენება; to relieve / to change / the guard ყარაულების შეცვლა; to come off guard ყარაულიდან შეცვლა, ყარაულის გადაბარება; to keep / to stand / guard საგუშაგოზე / ყარაულში დგომა; to mount guard over smb. ვისიმე დარაჯობა; to keep smb. under guard ვისიმე პატიმრობაში ყოლა; he was marched off under guard იგი ბადრაგით წაიყვანეს; to set a guard on a house სახლისათვის დაცვის დაყენება; to set a guard on a bridge ხიდზე დაცვის დაყენება;
2. გუშაგი, ყარაული; დარაჯი; მობადრაგე, შეიარაღებული მხლებელი; the guard at the door კართან მდგომი გუშაგი;
3. (the Guards) pl გვარდია; გვარდიული ნაწილები და ქვედანაყოფები;
4. სიფრთხილე, სიფხიზლე; მზადყოფნა (
მოულოდნელობისათვის, თავდასხმისათვის და ა.შ.); to be on (one's) guard
ʘ ფრთხილადაა, ფხიზლადაა [
შდრ. აგრ. 1]; to be on one's guard against smth. [smb.]
ʘ რაიმეს [ვინმეს] უფრთხის, რისამე [ვისიმე] შიში აქვს; to be off (one's) guard უდარდელობის გამოჩენა;
ʘ რაიმესათვის მოუმზადებელია,
რაიმესაგან დაუცველია; to catch smb. off his guard
ʘ ვინმეს მოუმზადებელს / დაუცველს მოუსწრო; the attack caught him completely off his guard დარტყმა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა; to put / to throw / smb. off his guard, to get past smb.'s guard ვისიმე ყურადღების მოდუნება; ვისიმე მოუმზადებლობით / დაუცველობით სარგებლობა; to put smb. on his guard ვისიმე გაფრთხილება;
5. 1) თავდაცვითი დგომი (კრივი, ფარიკაობა და ა.შ.); left-arm guard მარცხენა დგომი (კრივი); to take one's guard თავდაცვითი დგომის მიღება (კრივი); to learn all the guards თავდაცვის ყველა ილეთის დაუფლება; guard! თავი დაიცავი! (ფარიკაობა);
2) მცველი (ამერიკული ფეხბურთი, კალათბურთი და ა.შ.);
6. რკ.-გზ. გამყოლი;
7. 1) ესა თუ ის დამცავი სამარჯვი ან მოწყობილობა; დამცავი ბადე, გარსაცმი, ცხაურა და ა.შ.;
2) გარდი, ხელის დამცავი სამარჯვი (დაშნის ან ხმლის ეფესზე);
3) ძეწკვი (ჯიბის საათისა და ა.შ.);
4) სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დამცავი ჯავშანი ან დამცავი სამარჯვი; მსგავსი დამცავი სამოსი ან სამარჯვი; nose guard მუზარადის ნაწილი, რომელიც ცხვირს იცავს; shin guard საწვივე (ფეხბურთელისა და ა.შ.);
8. პოლიგრ. 1) ქაღალდის ან ქსოვილის ზოლი წიგნში ჩანართების, რუკების და ა.შ. ჩასაწებებლად;
2) კაპტალი;
⌇ guard company სამხ. საყარაულო ასეული; guard dog საყარაულო / საგუშაგო ძაღლი.