Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

grow verb
[grəʊ]
Print
(grew; grown)

I

1. 1) ˂გა˃ზრდა (˂გა˃იზრდება), გადიდება; გაძლიერება; to grow to a large size დიდ ზომამდე გაზრდა, დიდი ზომის მიღწევა; to grow in size ʘ ზომაში ˂გა˃იზრდება, ზომა ˂მო˃ემატება; to grow in price ʘ ფასი ˂მო˃ემატება; to grow in experience ʘ გამოცდილებას იძენს, უფრო გამოცდილი ხდება; to grow in importance [in beauty] ʘ უფრო მნიშვნელოვანი [ლამაზი] ხდება; to stop growing ზრდის შეწყვეტა; she has decided to let her hair grow მან თმის მოზრდა გადაწყვიტა; the crowd grew ბრბო იზრდებოდა; his fortune has grown მისი ქონება გაიზარდა; his influence [astonishment] grew მისი გავლენა [გაოცება] იზრდებოდა; the pain [the noise] is growing ტკივილი [ხმაური] მატულობს; the rumour was growing ჭორი სულ უფრო ვრცელდებოდა; my troubles [difficulties] are growing ა) მე სულ უფრო მეტი უსიამოვნებები [სირთულეები] მაქვს; ბ) ჩემი უსიამოვნებები [სირთულეები] სულ უფრო სერიოზული ხდება;

2) გაზრდა (˂გა˃იზრდება); children grow so quickly! ბავშვები ისე სწრაფად იზრდებიან! you've grown since I saw you last გაზრდილხარ მას შემდეგ, რაც უკანასკნელად გნახე;

2. 1) ʘ იზრდება, ხარობს; the olive grows in Italy ზეთისხილი იტალიაში იზრდება / ხარობს; roses growing in the garden ვარდები, რომლებიც ბაღში იზრდება; to grow quickly ʘ სწრაფად იზრდება; to grow prolifically / rankly / ძლიერ გაზრდა / გაფოთვლა / გაფურჩქნა (ითქმის მცენარეთა, ბოსტნეულის და ა.შ. შესახებ);

2) გაზრდა (˂გა˃ზრდის), გახარება; მოყვანა, მოშენება, კულტივირება; to grow corn [wheat, melons] სიმინდის [ხორბლის, ნესვის] მოყვანა / მოშენება; to grow roses ʘ ვარდებს აშენებს / ახარებს; this soil will not grow fruit-trees ამ ნიადაგზე ხეხილი ვერ ხარობს;

II ა

1. მოზრდა (˂მო˃იზრდის), მოშვება (თმისა, წვერისა და ა.შ.); to grow a moustache ულვაშის მოზრდა / მოშვება; the stag grows fresh antlers every year ირემს ყოველ წელს ახალი რქები ეზრდება;

2. ზღვ. ʘ გემიდან ამა თუ იმ მხარეს არის მიმართული / ორიენტირებული (ითქმის ღუზის ბაგირის ან ჯაჭვის შესახებ);

II ბ

1. to grow into smth. 1) რაიმეში ჩაზრდა (˂ჩა˃იზრდება); to grow into the soil ნიადაგში ჩაზრდა; ფესვის გადგმა;

2) რაიმედ ქცევა (იქცევა) / გარდაქმნა; to grow into a man დაკაცება; to grow into a beautiful woman ʘ მშვენიერ ქალად იქცა, მშვენიერი ქალი დადგა; to grow into a big business დიდ საწარმოდ ქცევა;

3) ხმარებაში და ა.შ. შე˂მო˃სვლა (შე˂მო˃ვა); to grow into fashion მოდაში შე˂მო˃სვლა, მოდად ქცევა; to grow into a proverb ანდაზად ქცევა; with him boasting has grown into a habit ტრაბახი ჩვევად ექცა;

4) შეჩვევა (˂შე˃ეჩვევა), გაჩვევა, შეგუება (ახალ სიტუაციასთან და ა.შ.);

5) : the coat is too long, but she'll soon grow into it გოგონას პალტო გრძელი აქვს, მაგრამ ცოტას რომ წამოიზრდება, კარგად ექნება;

2. to grow out of smth. 1) რაიმესაგან წარმოქმნა (წარმოიქმნება) / წარმოშობა / აღმოცენება; this state grew out of a few small towns ეს სახელმწიფო რამდენიმე პატარა ქალაქის ზრდის შედეგად წარმოიქმნა; his troubles grew out of his bad temper მისი უსიამოვნებების მიზეზი მისივე ცუდი ხასიათია;

2) ʘ რისამე საზღვრებში, ფარგლებში და ა.შ. ვეღარ ეტევა; to grow out of one's clothes ʘ ტანსაცმელში ვეღარ ეტევა, ტანსაცმელი დაუპატარავდა 3) ხმარებიდან და ა.შ. გა˂მო˃სვლა (გა˂მო˃ვა); to grow out of use [out of fashion] ხმარებიდან [მოდიდან] გასვლა;

4) ასაკის მატებასთან ერთად ან დროთა განმავლობაში რაიმეს გადაჩვევა (გადაეჩვევა); to grow out of a bad habit ცუდი ჩვეულების მოშლა, ცუდი ჩვეულებისათვის თავის დანებება; he is mischievous but he will grow out of it ცელქია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მას გაუვლის / როცა გაიზრდება, ცელქობას მოიშლის;

3. to grow (over) with smth. რაიმეთი დაფარვა (˂და˃იფარება); the garden was all grown (over) with weeds მთელი ბაღი სარეველა მცენარეებით იყო დაფარული, ბაღს სარეველა მოსდებოდა;

grovy grower

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0306