1. 1) მარცვალი; wheat grain ხორბლის / პურის მარცვალი; ripe [germinating] grain მწიფე [გაღივებული] მარცვალი; a ship with a cargo of grain მარცვლით დატვირთული გემი;
2) პურეული მარცვლოვანები; to cut / to reap / grain პურის მკა, პურის მოსავლის აღება;
3) ბურღული; coarse-broken grain უხეშად ნაფქვავი მარცვალი;
2. pl ბუყი, ლუდის ან არყის გამოხდის ნარჩენები;
3. 1) მარცვალი, ნამცეცი; grains of gold [sand] ოქროს [ქვიშის] მარცვლები; a grain of salt მარილის კვნიტი; a grain of dust მტვრის ნამცეცი;
2) გადატ. რისამე უმცირესი ნაწილაკი; ნასახი, ნატამალი; there is not a grain of truth in it ამაში სიმართლის ნასახიც არ არის; there is not a grain of pity in him მას ერთი ბეწო სიბრალულიც კი არა აქვს;
4. გრანი (
წონის საზომი ერთეული = 0,065 გრ.);
5. ენტ. გრენი, აბრეშუმის ჭიის კვერცხები;
6. 1) აღნაგობა, სტრუქტურა (ხისა და ა.შ.);
2) გადატ. მიდრეკილება; ტენდენცია; ბუნება, ხასიათი; brothers similar in grain ერთნაირი ხასიათის ძმები;
7. ბოჭკო, ფიბრა (ხისა და ა.შ.); against the grain ხის ბოჭკოების განლაგების საწინააღმდეგო მიმართულებით [იხ. აგრ. ◇];
8. მარცვლოვნების ხარისხი (სახეხი ქარგოლისა და ა.შ.);
9. ფეიქრ. კვანძი, ნასკვი (ქსოვილში);
10. გეოლ. ნაპრალის ან ძარღვის მიმართულება;
11. ტყავ. ტყავის პირი (მხარე, რომელზედაც ბეწვი იზრდებოდა);
12. არქ., პოეტ. ფერი, საღებავი; ბუჟღენდი, ჭიაფერი (საღებავი); to dye in grain გამძლე საღებავით შეღებვა;
⌇ grain composition გრანულომეტრიული შედგენილობა;
◇ against the grain სურვილის, ნების საწინააღმდეგოდ; მიდრეკილების ან საერთო ტენდენციის საწინააღმდეგოდ [იხ. აგრ. 7]; in grain ა) ღრმად ფესვგადგმული, ძვალ-რბილში გამჯდარი; ბ) ნამდვილი, ჭეშმარიტი, აშკარა; პირწავარდნილი; knave / rogue / in grain ნამდვილი / პირწავარდნილი არამზადა; ass / fool / in grain ნამდვილი სულელი / შტერი; to take smth. with a grain of salt რისამე მიმართ უნდობლობის / სკეპტიციზმის გამოჩენა, რისამე სკეპტიკურად / კრიტიკულად აღქმა; a grain of wheat in a bushel of chaff "ხორბლის მარცვალი ერთ ბუშელ ბზეში", დიდი ძალისხმევის უმნიშვნელო შედეგი.