1. (ჩვეულ. at) რაიმესათვის სწრაფი / უეცარი მზერის ტყორცნა (სტყორცნის), სწრაფად / უეცრად შეხედვა; to glance one's eye / look / at / upon / smb. ვინმესთვის სწრაფი მზერის ტყორცნა / უეცრად შეხედვა; to glance triumphantly around (one) ʘ გამარჯვებულის იერით იხედება აქეთ-იქით; to glance quizzically at smb. ვინმესთვის დამცინავი მზერის ტყორცნა / დამცინავად შეხედვა;
2. სწრაფი / უეცარი მზერით დანახვა (დაინახავს), რაიმესათვის თვალის მოკვრა; to glance a passing bird ჩიტისათვის, გვერდით რომ ჩაიფრინა, თვალის მოკვრა;
3. ციმციმი (ციმციმებს); უეცრად / წამით გამოკრთომა / გამოჩენა;
4. სინათლის გაელვება (გაიელვებს); ბრწყინვა, ელვარება; the ice glancing in the sun მზეზე მოელვარე ყინული;
5. არეკვლა (არეკლავს; აირეკლება); the earthenware glanced back the flame of the lamp თიხის ჭურჭლის ზედაპირზე ლამპის შუქი ირეკლებოდა; the rays of the rising sun glanced in the windows of the house ამომავალი მზის სხივები სახლის ფანჯრებზე აირეკლა;
6. ერთი თემიდან მეორეზე გადახტომა (˂გადა˃ხტება) / გადასვლა; in our talk we glanced at contemporary politics საუბრისას თანამედროვე პოლიტიკასაც შევეხეთ;
7. რისამე ზედაპირიდან ასხლტომა (ასხლტება) / არეკვლა (ითქმის ცივი იარაღის, ტყვიის და ა.შ. შესახებ; ჩვეულ. to glance aside, to glance from, to glance off); the spear glanced off the heavy metal shield შუბი ლითონის მძიმე ფარიდან ასხლტა; the bullet glanced off the stone wall ტყვია ქვის კედლიდან რიკოშეტით აირეკლა;
8. მოხსენიება (˂მო˃იხსენიებს), ვინმეზე / რაიმეზე მინიშნება / სიტყვის გადაკვრა; this passage evidently glances upon Aristophanes ამ აბზაცში აშკარად არისტოფანეზეა ლაპარაკი;
▭ to glance down, to glance over სწრაფად / ზერელედ გადახედვა (გადახედავს) / თვალის გადავლება.