Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

get II verb
[get]
Print
(got; ამერ., არქ. p.p. აგრ. gotten)

I

1. 1) შოვნა (იშოვის), მოპოვება; to get tickets [money] ბილეთების [ფულის] შოვნა; to get coal ქვანახშირის მოპოვება; to get fish თევზის ჭერა, თევზაობა; the thing is not to be got ამის / ამ ნივთის შოვნა შეუძლებელია; get me some ink მომიტანე(თ) მელანი;

2) მიღწევა (˂მი˃აღწევს), მოპოვება; მიღება; to get fame ʘ სახელი გაითქვა, ცნობილი პიროვნება გახდა; to get credit კარგი სახელის / რეპუტაციის მოპოვება / მოხვეჭა; to get the victory გამარჯვების მოპოვება; to get an / the / advantage / the start / of / over / smb. ვინმეზე უპირატესობის მოპოვება; you'll get nothing by it ეს თქვენ არაფერს მოგცემთ [შდრ. აგრ. 3)]; to get permission from smb. to do smth., to get leave of / from / smb. to do smth. ვინმესგან რისამე გაკეთების ნებართვის მიღება / მოპოვება; to get admission to სადმე შეშვების / დაშვების / შესვლის უფლების მიღება / მოპოვება; to get an answer from smb. ვინმესგან პასუხის მიღება [შდრ. აგრ. 4)]; to get the prize პრიზის / ჯილდოს / პრემიის მიღება / მოპოვება; to get leave შვებულების აღება; to get promotion ʘ დააწინაურეს; to get one's wish საკუთარი სურვილის ასრულება; to get a place სპორტ. შეჯიბრებაში ერთ-ერთი პირველი ადგილის დაკავება;

3) გამომუშავება (გამოიმუშავებს), შოვნა; მიღება; to get (good) wages ʘ (კარგი) ხელფასი აქვს; to get a / one's / living თავის რჩენა; to get £ 600 a year ʘ წელიწადში ექვსას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს / იღებს; he gets quite a lot მას საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს; how much do you get? რამდენს გიხდიან? რამდენია თქვენი ხელფასი? to get profit მოგების მიღება; you'll get nothing by / out of / it ამით ვერაფერს გამოიმუშავებ, მოგებას ვერ ნახავ [შდრ. აგრ. 2)];

4) მიღება (˂მი˃იღებს); to get a letter [a postcard] წერილის [ღია ბარათის] მიღება; to get good [bad] news კარგი [ცუდი] ამბის გაგება / შეტყობა; to get the word ბრძანების მიღება; I got his answer this morning მისგან პასუხი ამ დილით მივიღე [შდრ. აგრ. 2)]; I never got your telegram თქვენი დეპეშა არ მიმიღია; to get smth. from abroad საზღვარგარეთიდან რისამე მიღება [შდრ. აგრ. 5)]; this room gets no sun ამ ოთახში მზის სხივები ვერ აღწევს;

5) შეძენა (˂შე˃იძენს), შოვნა, ყიდვა; to get a book წიგნის შეძენა / ყიდვა; to get a new coat [hat, suit] ახალი პალტოს [ქუდის, კოსტიუმის] ყიდვა; to get commodities from abroad საქონლის საზღვარგარეთ ყიდვა / შეძენა [შდრ. აგრ. 4)]; to get smth. very cheap რისამე ძალიან იაფად ყიდვა / შოვნა;

2. 1) დაჭერა (˂და˃იჭერს), დაკავება; to get the thief ქურდის დაჭერა / დაკავება; we'll get them yet! ჩაგვივარდებიან კიდევ ხელში! ვაჩვენებთ სეირს! got you! გაები მახეში! that's got him! აი, ჩავარდა კიდეც! [იხ. აგრ. 4];

2) გატაცება (გაიტაცებს), ძლიერ დაინტერესება; აღელვება; the play got me პიესამ ძლიერ გამიტაცა; her tears got me მისმა ცრემლებმა ამაღელვა;

3. 1) საუბ. გაგება (˂გა˃იგებს), მიხვედრა; to get it / smth. / right რისამე სწორად გაგება; to get smb. wrong ʘ ვინმეს არასწორად გაუგო; to get the hint / the cue / გადაკრული სიტყვის / ქარაგმის გაგება; I don't get your meaning არ მესმის, რისი თქმა გსურთ; did you get it? got me? გამიგეთ? გასაგებია? she's got it ა) მან ეს გაიგო; ბ) მას ეს გამოუვიდა [იხ. აგრ. II ა 5];

2) შემჩნევა (˂შე˃ამჩნევს), შენიშვნა; did you get the look on his face? შეამჩნიეთ მისი სახის გამომეტყველება?

get I geta აგრ. getas

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0408