1. ფორმა, მოყვანილობა; კონფიგურაცია; without shape or form უფორმო; in any shape or form ნებისმიერი ფორმით; in the form of a cube კუბის ფორმით; to take form სათანადო ფორმის მიღება; to take the form of smth. რისამე ფორმის მიღება; the cloud was changing its form ღრუბელი ფორმას იცვლიდა;
2. 1) ფიგურა, ტანი, აღნაგობა (ადამიანისა); well-proportioned form პროპორციული აღნაგობა, კარგი ტანი; fair of face and form მშვენიერი სახის და აღნაგობისა; I saw a well-known form standing before me ჩემს წინ კარგად ნაცნობი ფიგურა დავინახე;
2) სახე, შესახედაობა, გარეგნობა; Proteus was able to appear in the form of any animal პროტევსს ნებისმიერი ცხოველის სახის მიღება შეეძლო;
3) არქ. სილამაზე;
4) ნაკვთი (ცხენისა);
3. ფორმა, სახე; literary [musical] form ლიტერატურული [მუსიკალური] ფორმა; in tabular form ცხრილის სახით; in the form of a sonnet სონეტის სახით; in the form of a drama დრამატული ფორმით; form and substance ფორმა და შინაარსი;
4. სახეობა, ნაირსახეობა; ტიპი; forms of animal and vegetable life ცხოველური და მცენარეული სიცოცხლის ფორმები; it's a form of influenza ეს გრიპის ერთ-ერთი ნაირსახეობაა / ფორმაა; a form of Government მმართველობის ფორმა; a form of activity მოღვაწეობის ფორმა;
5. სტილი, მანერა; his form in swimming is bad იგი ცუდად ცურავს, მას ცურვის ცუდი სტილი აქვს; bad [good] form ცუდი [კარგი] ტონი; ცუდი [კარგი] მანერები; the rules of good form კარგი ტონის / ქცევის წესები;
6. მდგომარეობა; ფორმა (ხშ. სპორტული); to be in (good) form ა) კარგ ფორმაში ყოფნა, ʘ კარგად გამოიყურება; ბ) კარგ სპორტულ ფორმაში ყოფნა; გ) ʘ თავის სტიქიაშია; to be in bad form, to be out of form ა) ცუდ ფორმაში ყოფნა, ʘ ცუდად გამოიყურება; ბ) ცუდ სპორტულ ფორმაში ყოფნა; გ) ʘ თავის სტიქიაში ვერ არის; to round into form სპორტ. სპორტულ ფორმაში ჩადგომა;
7. 1) ფორმალობა; პროფორმა; as a matter of form, for form's sake პროფორმისათვის, ფორმალურად; to attach importance to forms ფორმალური მხარისთვის მნიშვნელობის მინიჭება;
2) ცერემონია, წესი; in due form ყველა წესის დაცვით / გათვალისწინებით; found in good and due form დიპლ. სათანადო წესისა და შესაბამისი ფორმის მიხედვით გაფორმებულად მიჩნეული (ითქმის უფლებამოსილებათა შესახებ); form of action იურ. პროცესუალური ფორმა;
3) რისამე გამოთქმის მიღებული / დაწესებული ფორმა; სიტყვიერი ფორმულა; the form of greeting მისალმების სიტყვიერი ფორმულა;
8. კლასი (სკოლაში); upper [lower] forms ზედა / უფროსი [ქვედა / უმცროსი] კლასები; first form პირველი კლასი;
9. ფორმა, ბლანკი, ანკეტა; a form of application განცხადების ფორმა; to fill in / up / a form ბლანკის, ანკეტის და მისთ. შევსება;
10. გრძელი სკამი, მერხი;
11. სორო (უპირატ. კურდღლისა);
12. გრამ. სიტყვის ფორმა;
13. სპეც. 1) მანქანის შესრულების ფორმა;
2) მოდელი, ტიპი, ნიმუში; სორტი (ლითონისა და მისთ.);
14. ტექ. სამსხმელო ყალიბი;
15. პოლიგრ. საბეჭდი ფორმა;
16. მშენ. ფორმა; ყალიბი;
⌇ form removal მშენ. ყალიბის მოხსნა.