1. ციფრი, ერთნიშნა რიცხვი; double [three, four] figures ორნიშნა [სამნიშნა, ოთხნიშნა] რიცხვები; target / control, key / figures საკონტროლო რიცხვები; round figures მრგვალი / დამრგვალებული რიცხვები;
2. pl საუბ. არითმეტიკული გამოანგარიშება / გამოთვლა; to be smart [quick] at figures ʘ კარგი [სწრაფი] ანგარიშის უნარი აქვს; to be a poor hand at figures ʘ ანგარიში არ ეხერხება, სუსტია არითმეტიკაში;
3. დიაგრამა, სქემა; ნახატი, ნახაზი (წიგნში);
4. 1) ფიგურა, ტანი, აღნაგობა; he was a fine figure of a man
იგი მშვენიერი აღნაგობის კაცი იყო; the girl had a nice slender figure გოგონას მოხდენილი / ლამაზი ტანი ჰქონდა; a garment adjusted to the figure ტანზე კარგად მორგებული ტანსაცმელი; to keep one's figure კარგი აღნაგობის შენარჩუნებაზე ზრუნვა,
ʘ ცდილობს წონაში არ მოიმატოს;
2) სილუეტი; a figure moving slowly in the dusk სილუეტი, ბინდბუნდში ნელა რომ მოძრაობს;
5. ფიგურა, თვალსაჩინო / მნიშვნელოვანი პიროვნება; he was one of the greatest figures of his age იგი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო; public figure საზოგადო მოღვაწე; a person of figure თვალსაჩინო პიროვნება;
6. 1) ადამიანის, ცხოველის და ა.შ. გამოსახულება ფერწერაში, სკულპტურაში და ა.შ.; lay figure მანეკენი [იხ. აგრ. ◇]; the walls were decorated with figures of beasts, birds, flowers კედლები ცხოველების, ფრინველებისა და ყვავილების გამოსახულებებით იყო მოხატული; a figure of a deer stood on the mantelpiece ბუხრის თაროზე ირმის მომცრო ფიგურა იდგა;
2) ხელოვნ. შიშველი სხეულის გამოსახულება, ნიუ;
7. რიტორიკული ფიგურა, ტროპი (აგრ. figure of speech);
8. ფიგურა (ცეკვებში, ფიგურულ სრიალში, პილოტაჟში);
9. ორნამენტი, სახე, მოხატულობა (ქსოვილზე, ქაღალდზე და ა.შ.);
10. მათ. ფიგურა, ნაკვთი;
11. საუბ. ფასი, ღირებულება; to buy at a high [at a low] figure რისამე ძვირად / დიდ ფასად [იაფად / მცირე ფასად] ყიდვა; what's the figure? რამდენი მმართებს თქვენი? რა ღირს?
12. ჰოროსკოპი; to cast figure ჰოროსკოპის შედგენა;
◇ a figure of fun სასაცილო, უცნაური ადამიანი; to cut / to make / a conspicuous / good, great / figure ʘ მნიშვნელოვან როლს თამაშობს; to cut / to make / a little [poor, ridiculous] figure ʘ უმნიშვნელო [უბადრუკ, სასაცილო] როლს თამაშობს; to cut / to make / a figure ʘ მნიშვნელოვან როლს თამაშობს; დიდი თანამდებობა უჭირავს; დიდი პიროვნებაა; to cut no figure უპირატ. ამერ. ʘ არაფერს არ წარმოადგენს; არავითარ შთაბეჭდილებას არ ტოვებს; lay figure ა) უსიცოცხლო, დამაჯერებლობას მოკლებული პერსონაჟი; ბ) არარაობა / ადამიანი, რომელსაც არაფრად აგდებენ [იხ. აგრ. 6 1)]; to do things on the big figure ამერ. რისამე დიდი / ფართო მასშტაბით კეთება; to miss a / one's / figure ამერ. უხეში შეცდომის დაშვება; ʘ ჭკუაში წააგო, არასწორად განსაზღვრა / გათვალა რაიმე.