1. 1) წასვლა და ვისიმე მოყვანა (მოიყვანს) ან რისამე მოტანა; to (go and) fetch a doctor ექიმის მოყვანა; fetch me a glass of water მომიტანეთ ერთი ჭიქა წყალი; I shall fetch the children from school ბავშვებს მე მოვიყვან სკოლიდან;
2) მოტანა (მოიტანს); მოყვანა; the souvenirs he fetched back from Europe სუვენირები, რომლებიც მან ევროპიდან ჩამოიტანა; come and fetch along your family მოდი და ცოლ-შვილიც მოიყვანე;
3) წაღება (წაიღებს); წაყვანა; he had enough money to fetch him from New York to Boston მას საკმარისი ფული ჰქონდა ნიუ-იორკიდან ბოსტონში ჩასასვლელად; will you fetch me from the theatre? თეატრიდან წამომიყვანთ?
2. 1) ამა თუ იმ ქმედების და ა.შ. გამოწვევა (˂გამო˃იწვევს); to fetch a laugh from the audience დამსწრე საზოგადოებაში / დარბაზში სიცილის გამოწვევა; to fetch tears from the eyes ცრემლების გამოწვევა; the scamper of feet fetched me out of my berth and up on the deck ფეხების ბაკუნის ხმამ მაიძულა კაიუტიდან გემბანზე გავსულიყავი; to fetch the discussion to a close კამათის შეწყვეტა;
2) ხმის და ა.შ. გამოცემა (გამოსცემს); to fetch a deep sigh ღრმად ამოოხვრა; to fetch a dreadful groan ʘ საშინელი კვნესა / გმინვა აღმოხდა;
3) : to fetch one's breath მძიმედ სუნთქვა (სუნთქავს);
3. საუბ. დარტყმა (˂და˃არტყამს); to fetch smb. a blow on the head ვინმესთვის თავში ჩარტყმა;
4. საუბ. მოხიბვლა (
˂მო
˃ხიბლავს), მიზიდვა, ყურადღების მიქცევა / მიპყრობა; to fetch the audience აუდიტორიის დაპყრობა; that'll fetch him! იგი ამ ცდუნებას ვერ გაუძლებს! ამ ანკესზე ნამდვილად წამოეგება!
5. ამოგება (ამოიგებს), გაყიდულ ნივთში ფულის მიღება; to fetch a high price რისამე მაღალ ფასში გაყიდვა; this won't fetch much ამაში ბევრს არ მოგცემენ; how much did the picture fetch ? რამდენი მოგცეს ამ სურათში?
6. დიალ. ამა თუ იმ პუნქტამდე ჩასვლა (ჩავა) / მიღწევა; to fetch into port ზღვ. პორტში შესვლა;
7. დიალ. ქურდობა (ქურდობს), პარვა;
8. დიალ. ამა თუ იმ მოქმედების და ა.შ. შესრულება (˂შე˃ასრულებს); I'll fetch a turn about the garden ბაღში გავივლი; to fetch a walk გასეირნება;
9. ტექ. წყლის აღება (აიღებს) ითქმის ტუმბოს შესახებ;
▭ to fetch about 1) შემოსავლელი გზით წასვლა (წავა) / სიარული;
2) შემოვლითი / არაპირდაპირი გზით მოქმედება (მოქმედებს);
3) ხელის / იარაღის მოქნევა (˂მო˃იქნევს) დარტყმის წინ;
to fetch away = to fetch way [იხ. ◇];
to fetch down 1) ძირს დაცემა (დასცემს); to fetch down one's opponent ʘ მოწინააღმდეგე ძირს დასცა;
2) დაწევა (˂და˃სწევს), დაკლება; to fetch down prices ფასების დაწევა;
to fetch in 1) ʘ გარშემორტყმა (გარს ˂შემო˃არტყამს; გარს ˂შემო˃ერტყმის); მოცვა;
2) მოზგაურობის მარშრუტში ჩართვა (˂ჩა˃რთავს) ამა თუ იმ პუნქტისა;
3) მოძვ. მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება;
to fetch out გამოვლენა (˂გამო˃ავლენს), წარმოჩენა;
to fetch up 1) ღებინება (აღებინებს), ამოღებინება;
2) ანაზღაურება (აინაზღაურებს) გაცდენილი დროისა და ა.შ.;
3) ამაღლება (აამაღლებს), აწევა;
4) ამერ. დიალ. გაზრდა (˂გა˃ზრდის), აღზრდა; she fetched up three boys სამი ვაჟიშვილი აღზარდა;
5) გაჩერება (˂გა˃აჩერებს; ˂გა˃ჩერდება), შეჩერება; to fetch up all standing ზღვ. აფრების მოუხსნელად გაჩერება;
6) უპირატ. ამერ. დამთავრება (˂და˃მთავრდება), დასრულება; I wonder where all this is going to fetch up ნეტავ რით დამთავრდება ეს ყველაფერი?
7) დიალ. გამოჯანმრთელება (˂გამო˃ჯანმრთელდება), მომჯობინება; მოსულიერება;
8) ჩასვლა (ჩავა), მისვლა; to fetch up at port ზღვ. პორტში მისვლა;
9) გახსენება (˂გა˃იხსენებს), მოგონება;
◇ to fetch a circuit / a compass / მოძვ. შემოსავლელი გზით წასვლა, შორი გზით მოვლა; to fetch and carry ა) მოკლული ნადირის ან ფრინველის მოძებნა და მოტანა (ითქმის ძაღლის შესახებ); ბ) ხელზე მოსამსახურედ ყოფნა / მორბედობა; გ) გავრცელება (ახალი ამბებისა, ჭორებისა); to fetch way ა) ზღვ. გადაადგილება; ადგილიდან მოწყდომა / აწყვეტა / აშვება; ბ) ზღვ. მორყევა; გ) ამა თუ იმ ნივთის ადგილიდან დაძვრა / დაცურება.