1. 1) ღობე, მესერი, ზღუდე; green fence ცოცხალი ღობე; picket fence მესერი; sunk fence = ha-ha²;
2) სამხ. მავთულის ღობე; დანაღმული ველის ღობე;
3) ერთგვარი დაბრკოლება (საცხენოსნო სპორტში);
2. 1) სპეც. დამცველი ღობე / ზღუდე;
2) ავ. აეროდინამიკური ტიხარი;
3) სამხ. საუბ. სარადიოლოკაციო გამოვლენის ზღუდე;
3. ფარიკაობა; master of fence ა) ფარიკაობის მასწავლებელი (აგრ. teacher of fence); ბ) დახელოვნებული მოფარიკავე; გ) დახელოვნებული, გაწაფული მოკამათე;
4. ქურდ. სლ. 1) ნაქურდლის დამფარავი
ან შემსყიდველი;
2) ნაქურდლის დასამალი ადგილი;
5. ტექ. მიმმართველი დეტალი;
⌇ fence stone ყორის ქვა;
◇ no fence against a flail / against ill fortune / მოძვ. ≅ ბედს ვერსად გაექცევი; to be on both sides of the fence ≅ ერთდროულად ორ ბანაკში ყოფნა, ʘ ორმაგ თამაშს ეწევა; to be on the other side of the fence საპირისპირო აზრის / პოზიციის ქონა; to be on the same side of the fence მსგავსი / იმავე აზრის / პოზიციის ქონა; to be on a person's side of the fence ʘ ვინმეს მხარეზეა, ვინმეს ემხრობა; to sit on the fence, to be / to ride / on the fence / ამერ. to straddle the fence / ორ განსხვავებულ აზრსა თუ გადაწყვეტილებას შორის მერყეობა; ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება; ʘ ლოდინის პოლიტიკას მისდევს; to come down on the right side of the fence გამარჯვებულის მხარის დაჭერა; to mend one's fences, to look after one's fences ამერ. პოლიტ. სლ. ა) საკუთარი პოლიტიკური პოზიციის განმტკიცება / გაძლიერება; ბ) ʘ კარგი / მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ცდილობს; to make a Virginia fence, to walk like a Virginia fence ამერ. მთვრალივით ბარბაცი, ბარბაცით სიარული; to rush one's fences ძალზე ნაჩქარევად მოქმედება; to stop to look at a fence ა) ბარიერთან შეჩერება (ითქმის ცხენის შესახებ დაბრკოლებებით რბოლაში); ბ) ʘ გადატ. დაბრკოლების წინაშე მერყეობს, სირთულის ეშინია.