1. 1) გრძნობა, შეგრძნება; a feeling of safety [of injury] უსაფრთხოების / ამა თუ იმ საფრთხისაგან დაცულობის [წყენის] გრძნობა; feeling of cold [of discomfort, of pain, of hunger] სიცივის [უხერხულობის, ტკივილის, შიმშილის] გრძნობა / შეგრძნება; the sudden blow made him lose all feeling მოულოდნელი დარტყმისაგან მან გრძნობა / გონება დაკარგა;
2) მგრძნობელობა, შეგრძნების უნარი; შეხების გრძნობა; I have no feeling in my arm [in my right leg] ხელი [მარჯვენა ფეხი] დამიბუჟდა; a sense of feeling შეხების გრძნობა;
2. 1) გრძნობა, ემოცია; a feeling of pride [joy, gratitude] სიამაყის [სიხარულის, მადლიერების] გრძნობა; a man of feeling სენტიმენტალური ან ზედმეტად მგრძნობიარე / ემოციური ადამიანი; to be dead / lost / to all feeling ʘ უგრძნობელია, გულქვაა, შეუბრალებელია; to speak with feeling გრძნობით / ემოციურად ლაპარაკი;
2) ჩვეულ. pl გრძნობები; ემოციები; one's better feelings ვისიმე სულის საუკეთესო ნაწილი; to appeal to the feelings rather than to the reason უფრო ვისიმე გრძნობებისადმი, ვიდრე გონებისადმი აპელირება; to have mixed feelings ≅ გაორებულ / ორგვარ გრძნობას განიცდის (სიხარულისა და უკმაყოფილებისა ერთდროულად და ა.შ.); to have strong feelings on smth. რისამე გულთან ახლოს მიტანა / სერიოზულად აღქმა; he has strong feelings on the subject ეს თემა მას ძლიერ აღელვებს; to hurt smb.'s feelings ვისიმე წყენინება, ვინმესთვის გულის ტკენა; take care not to hurt his feelings ეცადეთ არ აწყენინოთ / გული არ ატკინოთ; to relieve one's feelings ≅ გულის მოოხება, გრძნობებისათვის გამოსავლის მიცემა; the conversation helped her to relieve her feelings საუბრის შემდეგ მას გულზე მოეშვა; to control one's feelings თავის დაჭერა, თავის შეკავება, საკუთარი ემოციებისათვის კონტროლის გაწევა;
3) თანაგრძნობა, სიმპათია; not to show much feeling for the sufferings of other people ʘ სხვათა გასაჭირისადმი თანაგრძნობას არ ავლენს; to have no feeling for smb. ʘ ვინმეს არ თანაუგრძნობს, ვისიმე ბედი არ ანაღვლებს;
3. 1) მღელვარება, ვნებათაღელვა; feeling ran high at the proposal ამ წინადადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; the speech aroused strong feeling on all sides სიტყვამ ყველა იქ დამსწრე ძლიერ ააღელვა;
2) დაძაბულობა, დაძაბული / მტრული დამოკიდებულება; I have no feeling about his attack on me მისი მტრული გამოხდომის მიუხედავად, გულში ბოღმა არ ჩამიდვია; to entertain a feeling against smb. ვინმესადმი მტრული დამოკიდებულების ქონა;
4. აზრი, შეხედულება; he expressed his feelings about the latest discoveries მან თავისი აზრი გამოთქვა ბოლოდროინდელი აღმოჩენების თაობაზე; what is the general feeling on this question? როგორია საერთო აზრი ამ საკითხის თაობაზე?
5. აღქმა, გაგება (ხელოვნებისა, სილამაზისა და ა.შ.); to have a deep feeling for beauty მშვენიერების აღქმის გამძაფრებული გრძნობის ქონა; she has a fine feeling for language იგი ენის გამახვილებული გრძნობით / გამახვილებული ენობრივი ალღოთი გამოირჩევა;
6. ემოციური ატმოსფერო; საერთო სულისკვეთება / განწყობილება; the place had the feeling of a haunted house აქ მოჩვენებებით სავსე სახლის ატმოსფერო სუფევდა; his new picture is full of feeling მისი ახალი ნახატი თავისებური განწყობილებითაა აღსავსე; a baroque feeling in architecture ბაროკოსეული სულისკვეთება არქიტექტურაში;
7. წინათგრძნობა; to have a feeling წინათგრძნობის ქონა; he had a feeling that something was going to happen იგი გრძნობდა / მას გული უგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო; I had a feeling of danger მოახლოებული საფრთხის გრძნობა მქონდა;
◇ good feeling კეთილგანწყობილება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება; ill feeling მტრული განწყობილება / დამოკიდებულება; to bear good [ill] feeling კეთილგანწყობილი [მტრული] გრძნობების ქონა.