Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

feed¹ II verb
[fi:d]
Print
(fed)

1. 1) კვება (კვებავს), ჭმევა; the child refused to let anyone feed her ბავშვი არავის ანებებდა მისთვის ეჭმიათ; to feed a baby at the breast ბავშვისათვის ძუძუს წოვება; to feed plants with bone meal მცენარეების დამატებით კვება ძვლის ფხვნილით;

2) to feed oneself ʘ თავად / თავისით ჭამს; the invalid is too weak to feed himself ავადმყოფი იმდენად სუსტადაა, რომ სხვის დაუხმარებლად ჭამა არ შეუძლია; the baby can't feed itself yet ბავშვს თავისით ჭამა ჯერ კიდევ არ შეუძლია;

3) დაკმაყოფილება (˂და˃აკმაყოფილებს) ამა თუ იმ გრძნობისა, სურვილისა და ა.შ.; he fed his desire for revenge მან შურისძიების წყურვილი დაიკმაყოფილა, ვინმეზე შური იძია; the incident fed his vanity ამ შემთხვევამ მას პატივმოყვარეობა დაუკმაყოფილა;

4) გადატ. კვება (კვებავს); გაძლიერება; it fed his feelings of indignation ეს მას აღშფოთების გრძნობას უძლიერებდა; to feed smb. with hope(s) ვისიმე (ჩვეულ. ფუჭი) იმედით / იმედებით კვება; to feed the mind გონებისათვის ინტელექტუალური საზრდოს მიწოდება; to feed the flame of passion ხატოვნ. ვნების გაღვივება;

2. 1) რჩენა (არჩენს), შენახვა, ჭმევა; he has a family of 5 to feed მას ხუთკაციანი ოჯახი ჰყავს სარჩენი; children are very well fed in this camp ამ ბანაკში ბავშვებს ძალიან კარგად აჭმევენ; the land will feed a thousand head of cattle ამ მიწას ათასი სული საქონლის შენახვა / გამოკვება შეუძლია;

2) უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს), მომარაგება, კვება; this river is fed by two tributaries ეს მდინარე ორი შენაკადის წყლით იკვებება, ამ მდინარეში ორი შენაკადის წყალი ჩაედინება; one must feed coal to a stove to keep it going იმისთვის რომ ღუმელში ცეცხლი არ ჩაქრეს, ნახშირის განუწყვეტლივ მიწოდებაა საჭირო;

3) ამერ. საქონლისათვის საკვების მიცემა (მისცემს), დაყრა;

4) რისამე შეჭმევა (˂შე˃აჭმევს), საკვებად მიცემა (ცხოველისათვის, ფრინველისათვის და ა.შ.); mangel-wurzel is fed to the cows in winter ზამთრობით ძროხებს საკვებ ჭარხალს აჭმევენ ხოლმე; to feed grain to chickens წიწილებისათვის მარცვლეულის ჭმევა;

3. ძოვება (აძოვებს), მწყემსვა (საქონლისა);

feed¹ I feed²

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0164