1. 1) ოჯახი; a man of family ოჯახის პატრონი, ოჯახის კაცი [იხ. აგრ. 2)]; how are all your family? თქვენები როგორ არიან? ოჯახში / სახლში როგორ ხართ?
2) გვარი, ჩამომავლობა; a man of family დიდგვაროვანი / წარჩინებული შთამომავლობის კაცი [იხ. აგრ. 1)]; a man of good family კარგი ოჯახიშვილი; a man of no family უთვისტომო ადამიანი; to run in the family ʘ ვისიმე საგვარეულოს / შთამომავლობის დამახასიათებელი თვისებაა; disease that runs in the family მემკვიდრეობითი დაავადება;
3) შვილები (ერთი ოჯახისა); wife and family ცოლი და შვილები, ცოლ-შვილი; my wife and I want a large family მე და ჩემს ცოლს გვინდა ბევრი შვილი გვყავდეს;
2. სპეც. ოჯახი; cat family ზოოლ. კატისებრთა ოჯახი; rose family ბოტ. ვარდისებრთა ოჯახი; family of languages ლინგვ. ენათა ოჯახი; family of curves მათ. წირთა ოჯახი; chlorine family ქიმ. ქლორის ჯგუფი; radium family ქიმ. რადიუმის ოჯახი; the Jupiter family ასტრ. იუპიტერის სისტემა;
3. 1) მსგავსი ფილოსოფიური, პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ. შეხედულებების მქონე ადამიანთა ჯგუფი;
2) ქვეყნების თანამეგობრობა;
4. მაფიოზური კლანი (
ჩვეულ. ერთ რომელიმე რაიონში მოქმედი ერთი ოჯახის წევრებისაგან შემდგარი განგსტერული ჯგუფი);
⌇ family circle ა) ოჯახური / შინაურული წრე; ბ) ამერ. თეატრ. ზედა იარუსი, ბალკონი; family friend ოჯახის მეგობარი; family man ა) ოჯახის კაცი, ცოლშვილიანი კაცი; we don't see much of him now that he has become a family man რაც დაოჯახდა, თითქმის ვეღარც კი ვხედავთ; ბ) ოჯახის / ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ადამიანი; ვისაც სახლში / ოჯახში ყოფნა უყვარს; family name ა) გვარი; ბ) ტრადიციული სახელი ოჯახში; John and Mary are our family names ჯონი და მერი ჩვენს ოჯახში ტრადიციული სახელებია; family estate საგვარეულო მამული; family likeness between the two cousins შთამომავლობითი მსგავსება დეიდაშვილებს / ბიძაშვილებს / მამიდაშვილებს შორის; family trait ხასიათის შთამომავლობითი თვისება; family Bible საოჯახო ბიბლია (რომლის სუფთა ფურცლებზეც იწერება უმნიშვნელოვანესი თარიღები ოჯახის ისტორიიდან); family jewels [silver] საგვარეულო ძვირფასეულობა [ვერცხლი]; family tree საგვარეულო / გვარტომობის ნუსხა; გენეალოგიური / გვარტომობის ხე; family planning ოჯახის დაგეგმვა, შობადობის შიდაოჯახობრივი რეგულირება [იხ. აგრ. planning 1];
◇ first families ამერ. ა) პირველი ახალმოსახლენი, კოლონისტები; ბ) დამცრ. არისტოკრატია; the President's (official) family ამერ. მინისტრთა კაბინეტის წევრები; The Holy Family ხელოვნ. ყრმა იესოს, ღვთისმშობლისა და იოსების გამოსახულება; happy family ა) ირონ. "ბედნიერი ოჯახი"; ბ) ერთ გალიაში მცხოვრები სხვადასხვა ჯიშის ფრინველები ან ცხოველები, რომლებიც კარგად ეგუებიან ერთმანეთს; in a family way ა) მოურიდებლად, უცერემონიოდ; ბ) შინაურულად, ახლობლურად; in the family way ევფ. ფეხმძიმედ; to start a family პირველი შვილის გაჩენა; when do you hope to start a family? როდის ელოდებით ბავშვს?