1. ვისიმე ან რისამე რწმენა / იმედი / ნდობა; to have faith in smth. ʘ რისამე რწმენა აქვს, რაიმე სწამს / სჯერა; to pin one's faith on / upon, to / smb., smth. მთელი იმედების ვინმეზე ან რაიმეზე დამყარება; to place / to put / one's faith in smth. ʘ ბრმად სწამს რაიმე, ბრმად ენდობა რაიმეს; to shake smb.'s faith ვისიმე რწმენის შერყევა; to shatter smb.'s faith ვინმესთვის რწმენის დაკარგვინება, ვინმეში რწმენის ჩაკვლა; a man is justified by faith რწმენით მართლდება კაცი; to take smth. on faith რისამე დაჯერება / სარწმუნოდ მიჩნევა; 
2. რწმენა, სარწმუნოება, აღმსარებლობა; the Christian faith ქრისტიანული სარწმუნოება, ქრისტიანობა; the Mohammedan faith მაჰმადიანობა; the Reformed faith პროტესტანტიზმი; 
3. მრწამსი, კრედო, მსოფლმხედველობა; political faith პოლიტიკური მრწამსი / კრედო; to keep one's faith ʘ საკუთარი მრწამსის ერთგულია, საკუთარ მრწამსს არ ღალატობს; to break one's faith საკუთარი მრწამსის ღალატი [იხ. აგრ. 5]; 
4. ერთგულება; პატიოსნება; ლოიალურობა; to bear faith 
მოძვ. ʘ ვისიმე ერთგულია, 
ვისიმე ერთგულად რჩება; good faith ა) პატიოსნება, კეთილსინდისიერება; ბ) პატიოსანი განზრახვა; გ) ერთგულება; in good faith ა) პატიოსნად, კეთილსინდისიერად; I told you that in all good faith მე თქვენ ეს სრულიად გულწრფელად გითხარით; ბ) პატიოსანი / კარგი განზრახვით, კეთილი გულით; გ) კეთილგანწყობილად, კეთილი ნების სულისკვეთებით; to negotiate in good faith მოლაპარაკებათა კეთილგანწყობილების / კეთილმოსურნეობის ატმოსფეროში წარმოება; bad faith ა) უპატიოსნობა; არაკეთილსინდისიერება; ბ) ავი / უპატიოსნო განზრახვა; გ) უნდობლობა; there was a lot of bad faith between them ისინი ერთმანეთისადმი უნდობლობას იჩენდნენ; in bad faith ა) უპატიოსნოდ; არაკეთილსინდისიერად; ბ) ავი / ბოროტი განზრახვით, გ) ვერაგულად, მოღალატურად; 
5. ვინმესთვის მიცემული სიტყვა / პირობა / გარანტია; to give / to pledge, to plight / one's faith ვინმესთვის სიტყვის / პირობის / გარანტიის მიცემა; to keep one's faith სიტყვის / პირობის შესრულება; to break / to violate / (one's) faith სიტყვის გატეხა, პირობის დარღვევა [იხ. აგრ. 3]; breach of faith ა) სიტყვის გატეხა, პირობის დარღვევა; ბ) უპატიოსნო საქციელი; 
6. : in faith whereof ოფიც. რის დასადასტურებლადაც ...; in faith whereof the plenipotentiaries have signed the treaty რის დასადასტურებლადაც რწმუნებულებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას; on the faith of your advice თქვენი რჩევით; 
◇ Punic / იშვ. Carthaginian / faith "პუნიკური / კართაგენული პატიოსნება", ≅ ღალატი, ვერაგობა, მუხანათობა; upon / by / my faith! in faith! სინდისს / პატიოსნებას გეფიცებით!