1. 1) პატიოსანი, სამართლიანი, მიუკერძოებელი;
2) პატიოსანი / კანონიერი გზით მოპოვებული, გაკეთებული და ა.შ.; fair means პატიოსანი / კანონიერი გზა რისამე მიღწევისა; by fair means or foul კანონიერი თუ უკანონო / პატიოსანი თუ უპატიოსნო გზით, ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხით; fair deal პატიოსანი გარიგება; Fair Deal ამერ. პოლიტ. "სამართლიანი კურსი" (პრეზიდენტ ტრუმენის პოლიტიკური დოქტრინა); fair play ა) თამაში წესების სრული დაცვით; ბ) პატიოსნება / სამართლიანობა / მიუკერძოებლობა ვინმესთან დამოკიდებულებაში, სახელმწიფო პოლიტიკაში, სასამართლო საქმეების წარმოებაში და ა.შ.; fair price რეალური / ადეკვატური ფასი; fair employment practices ამერ. სამუშაოზე მიღება დისკრიმინაციის გარეშე; strict but fair მკაცრი, მაგრამ სამართლიანი; fair game ა) მონად. ფრინველი / ნადირი, რომელზედაც ნადირობა ნებადართულია; ბ) გადატ. დევნის, დაცინვის და ა.შ. მუდმივი ობიექტი; it's all fair and above-board აქ არაფერია უპატიოსნო ან დამალული;
2. 1) საკმაოდ დიდი, საკმაოდ კარგი; ჩვეულებრივზე მეტი; in fair condition საკმაოდ კარგ მდგომარეობაში; a fair number of რისამე საკმაოდ დიდი რაოდენობა; house of fair size საკმაოდ დიდი სახლი; he has a fair amount of sense საკმაოდ ჭკვიანია, ჭკუა არ აკლია; a fair chance of success წარმატების მოპოვების საკმაოდ დიდი შანსი; to be in the fair way to smth. / to do smth. / რისამე მიღწევის / გაკეთების საკმაოდ დიდი შანსის ქონა;
2) საშუალო ხარისხისა, დონისა და ა.შ.; it's only a fair movie საშუალო დონის ფილმია; fair to middling საშუალო ხარისხისა, დონისა და ა.შ.;
3) მაამებლური; to put smb. off with fair speeches [promises] ტკბილი / მოთაფლული სიტყვებით [ლამაზი დაპირებებით] ვისიმე თავიდან მოცილება;
3. 1) ქერა, ოქროსფერი (ითქმის თმის შესახებ);
2) თეთრი, არამუქი (ითქმის კანის ფერის შესახებ);
3) ქერა, არაშავგვრემანი; fair man ქერა მამაკაცი; fair woman ქერა / პირთეთრი ქალი;
4. უმწიკვლო, შეუბღალავი; fair name უმწიკვლო / პატიოსანი სახელი; შეუბღალავი რეპუტაცია;
5. 1) ნათელი, მზიანი; უღრუბლო; fair weather მზიანი / უღრუბლო ამინდი; fair sky მოწმენდილი / უღრუბლო ცა; fair day / daylight / დღის სინათლე;
2) რაიმესათვის კარგი / სასიკეთო / ხელშემწყობი; fair wind ზურგის ქარი;
3) გარკვეული, ადვილად გასარჩევი (ითქმის ხელწერის შესახებ); fair writing / hand / გარკვეული / ადვილად გასარჩევი ხელწერა;
4) თეთრად / სუფთად გადაწერილი;
5) ჩასწორებული, საბოლოო (უპირატ. ითქმის დოკუმენტის, კანონპროექტის და ა.შ. საბოლოო რედაქციის შესახებ);
6. მოძვ., პოეტ. ლამაზი, მშვენიერი, თვალწარმტაცი; fair woman ლამაზი / პირმშვენიერი / მწყაზარი ქალი; fair one მშვენიერი ან ვინმესთვის საყვარელი / ძვირფასი ქალი; the fair sex მშვენიერი სქესი; (as) fair as a rose / lily / ≅ ახალგაშლილი ვარდის კოკორივით მშვენიერი; fair landscape თვალწარმტაცი პეიზაჟი;
7. არსებ. მნიშვნ. დამაკმაყოფილებელი ნიშანი;
◇ fair enough ა) სამართლიანია, სწორია, მართებულია (რაც მოხდა, ითქვა და ა.შ.); ბ) სწორი / მართალი ბრძანდებით, გეთანხმებით; გ) ძალიან კარგი! კეთილი (და პატიოსანი) ითქმის თანხმობის ნიშნად; fair wear and tear ტექ. ბუნებრივი ცვეთა; fair and square ა) პატიოსანი, სამართლიანი, სწორი; ბ) პირდაპირი, დაუფარავი, ცალსახა [იხ. აგრ. fair² III ◇]; to be fair and square with each other ʘ ერთმანეთს არაფერს უმალავენ; it's a fair swindle / do / წმინდა წყლის თაღლითობაა; all is fair in love and war ომში და სიყვარულში წარმატების მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია; fair without, false / fosul / within გარეგნულად მიმზიდველი, მაგრამ არსით უვარგისი რამ.