1. 1) ფაქტორი, ამა თუ იმ მოვლენის განმსაზღვრელი ან პროცესის მამოძრავებელი ძალა; the main factor in this process ამ პროცესის ძირითადი მამოძრავებელი ძალა; water is an important factor წყალი მეტად მნიშვნელოვანი / არსებითი ფაქტორია;
2) რისამე შემადგენელი ელემენტი;
2. აგენტი; წარმომადგენელი;
3. 1) კომისიონერი, შუამავალი;
2) იშვ. რწმუნებული; ნდობით აღჭურვილი პირი;
4. შოტლ. მამულის მმართველი, მოურავი;
5. ამერ. იურ. პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით კონფისკებული ან ყადაღადადებული მამულის მოვლა ეკისრება;
6. ისტ. წვრილი მოხელე (ოსტ-ინდოეთის კომპანიაში);
7. მათ. მამრავლი; factor of proportionality პროპორციულობის მამრავლი;
8. სპეც. კოეფიციენტი, ფაქტორი; feedback factor უკუკავშირის კოეფიციენტი; factor of safety უსაფრთხოების კოეფიციენტი; სიმტკიცის მარაგი;
9. ბიოლ. იშვ. გენი;
10. ბიოლ. ამა თუ იმ ფიზიოლოგიური პროცესის ხელშემწყობი ნივთიერება (ვიტამინი, ჰორმონი და ა.შ.).