1. 1) ვინმესთან პირისპირ / პირდაპირ დგომა (დგას) / ჯდომა; პირით რაიმესკენ დგომა / ჯდომა; they sat so as to face each other ისინი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ; the man now facing me ჩემს წინ რომ კაცია; stand facing the light პირით სინათლისკენ დადექით;
2) ʘ გადის, გადაჰყურებს; the house faces eastwards სახლის ფასადი აღმოსავლეთს უყურებს; my window faces the sea ჩემი ფანჯარა ზღვას გადაჰყურებს;
3) პირისპირ შეხვედრა (˂შე˃ხვდება), თვალის გასწორება; I can't face him now ახლა ვერ დავენახვები;
2. საფრთხის, მტრის, უსიამოვნების და ა.შ. ვაჟკაცურად დახვედრა (˂და˃ხვდება), საფრთხისათვის და ა.შ. თვალის გასწორება; to face the ordeal მკაცრი გამოცდის მამაცურად ატანა; to face the facts სინამდვილისათვის / ფაქტებისათვის თვალის გასწორება; to face danger საფრთხის ვაჟკაცურად დახვედრა; you'll have to face it yourself თავად მოგიხდებათ ამისათვის თავის გართმევა;
3. რისამე (ჩვეულ. რაიმე უსიამოვნოს) წინაშე აღმოჩენა (აღმოჩნდება); to be faced with a difficulty სიძნელის წინაშე აღმოჩენა; to be faced with bankruptcy გაკოტრების საშიშროების წინაშე დგომა; the problem now facing us პრობლემა, რომელიც ამჟამად დგას ჩვენს წინაშე; the king was faced with the loss of his throne მეფეს ტახტის დაკარგვა ემუქრებოდა;
4. კაბის და ა.შ. რითიმე გაწყობა (
˂გა
˃აწყობს);
5. სახის ამა თუ იმ მიმართულებით მიბრუნება (˂მი˃აბრუნებს), საითკენმე მიხედვა; she quickly faced to her right მან სწრაფად მიიხედა მარჯვნივ;
6. მოპირკეთება (˂მო˃აპირკეთებს); რისამე ფენით დაფარვა; to face a building with marble შენობის მარმარილოთი მოპირკეთება; to face a table with rose-wood veneering მაგიდაზე ვარდისფერი ხის ფენის გადაკვრა;
7. გაპრიალება (˂გა˃აპრიალებს), მოგლუვება;
8. გადმობრუნება (˂გადმო˃აბრუნებს) კარტისა და ა.შ.;
9. სამხ. მიბრუნების ბრძანების მიცემა (მისცემს); the captain faced company left კაპიტანმა თავის ასეულს მარცხნივ მიბრუნება უბრძანა; right face! მარჯვნისაკენ!
10. (ჩაის) შეფერვა (˂შე˃ფერავს);
▭ to face about სამხ. ზურგისაკენ მიბრუნება (˂მი˃ბრუნდება);
to face down მოპაექრისათვის, მოწინააღმდეგისათვის და ა.შ. საკადრისი პასუხის გაცემა (გასცემს); დაშინება, დაფრთხობა; he faced down the critics of his policy თავისი პოლიტიკის კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გასცა;
to face off შაიბის ჩაგდება (˂ჩა˃აგდებს) ორ მოწინააღმდეგეს შორის, თამაშის დაწყება ან განახლება (ჰოკეი);
to face up 1) გასწორება (˂გა˃ასწორებს), მოსწორება;
2) დადუღება (˂და˃ადუღებს) ფოლადით და ა.შ.;
to face up to რისამე გაბედულად დახვედრა (˂და˃ხვდება), რაიმესათვის თვალის გასწორება;
◇ to face the knocker კარდაკარ მათხოვრობა; to face the music ა) საფრთხის, უსიამოვნების და ა.შ. გაბედულად დახვედრა; საფრთხისათვის, უსიამოვნებისათვის და ა.შ. თვალის გასწორება; ბ) საკუთარი მოქმედების, ნათქვამის და ა.შ. შედეგებზე პასუხისგება.