1. 1) თვალი; blue [brown, large, near-sighted] eyes ცისფერი [მუქი თაფლისფერი, დიდი, ახლომხედველი] თვალები; the whites of one's eyes თვალის თეთრი გარსი; naked eye შეუიარაღებელი თვალი; to see with one's own eyes რისამე საკუთარი თვალით ნახვა; the sun [the light] is in my eyes მზე [სინათლე] თვალებში მანათებს, თვალს მჭრის; to cast down one's eyes თვალების დახრა; to cock one's eye თვალის ჩაკვრა; to screw up one's eyes თვალების მოჭუტვა; to put one's eyes together თვალების დახუჭვა, დაძინება;
2) უპირატ. pl თვალი, მზერა; to set / to lay, to clap / eyes on smb., smth. ვინმესთვის, რაიმესთვის თვალის მოკვრა; I never set eyes on him იგი თვალითაც არ მინახავს; to run / to pass / one's eyes over / through / smth. რაიმესათვის თვალის გადავლება; eyes right [left]! სპორტ., სამხ. სწორება მარჯვნივ [მარცხნივ]!
2. გადატ. თვალსაზრისი, შეხედულება, აზრი; in the eye(s) of smb. ვისიმე თვალში, ვისიმე თვალსაზრისით; in the eye of the law კანონის თვალსაზრისით; I look upon the problem with a different eye მე ამ საკითხს სხვა თვალით / სხვაგვარად ვუყურებ;
3. ყუნწი (ნემსისა, ნემსკავისა);
4. 1)
დუგმის კავის გამოსადები მარყუჟი;
2) პატარა რგოლი (რისამე გამოსადებად);
5. ყველის ნასვრეტი, ფორი;
6. სლ. დეტექტივი, სამძებრო პოლიციის აგენტი; private eye კერძო დეტექტივი;
7. სლ. ტელევიზორის ეკრანი;
8. ტექ. ყუნწი, თოკსამართი; თვალაკი; კოუში;
9. ზღვ. რგოლსარჭი;
10. სამთ. შახტის პირი;
11. მეტეორ. : eye of the storm გრიგალის / ციკლონის თვალი; ტროპიკული ციკლონის ცენტრი; in the wind's eye ქარის საპირისპიროდ;
12. ს.-მ., ბოტ. კვირტი, თვალი (კარტოფილისა და ა.შ.);
13. = bull's eye;
⌇ eye disease თვალის დაავადება; eye training თვალის / მხედველობის ვარჯიში; eye specialist ოკულისტი, ოფთალმოლოგი; eye distance მანძილი თვალის გუგებს შორის; eye hospital / infirmary / თვალის კლინიკა; eye sketch სპეც. თვალზომითი აგეგმვა; eye work სპეც. თვალზომითი აგეგმვა; მანძილის თვალზომით განსაზღვრა;
◇ black eye იხ. black II ◇; camera eye იხ. camera
⌇ ; green eye იხ. green II 8; a jaundiced eye იხ. jaundiced 3; sheep's eye იხ. sheep ◇; (oh) my eye! ≅ დალახვროს ეშმაკმა! წარმოგიდგენია?! (გაოცების / წყენის / აღფრთოვანების გამომხატველი შორისდებული); that's all my eye სლ. რა სისულელეა! eye for eye ბიბლ. თვალი თვალის წილ; eyes and no eyes ≅ ა) ზოგს მახვილი თვალი აქვს, ზოგს კი არა; ბ) "დააკვირდით ბუნებას" (ზოგიერთი საბუნებისმეტყველო ჟურნალის ან წიგნის სათაური); under / before / one's eyes ვისიმე თვალწინ, ვისიმე თანდასწრებით; up to the eyes in work ≅ ყელამდე საქმე აქვს; the eye of day / of heaven / პოეტ. დღის მნათობი, მზე; the eye of Greece პოეტ. საბერძნეთის თვალი, ათენი; eyes of a ship ზღვ. გემის წინა ნაწილის დაბოლოება; to cry one's eyes out ა) მწარედ ტირილი; ბ) ტირილით გულის მოოხება; to have an eye to ʘ თვალი უჭირავს (რაიმეზე); მიზნად აქვს დასახული (რაიმე); with an eye to რაიმე მიზნით, განზრახვით; იმისთვის რომ ...; to marry smb. with an eye to her fortune ქალზე დაქორწინება მისი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით; he always has an eye to his own interest თავის ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე მაღლა აყენებს; by (the) eye თვალით, თვალზომით; to have an eye for smth. ʘ რაიმე კარგად ესმის / იცის; რაიმეში კარგად ერკვევა; to have an eye for beauty ʘ მშვენიერების დამფასებელია; to have an eye for a map ʘ რუკას კარგად კითხულობს; to have an eye for the ground ადგილზე ორიენტირების კარგი უნარის ქონა; to have a good eye for distances მანძილის თვალით განსაზღვრის კარგი უნარის ქონა; to have an eye in one's head ა) ʘ დაკვირვებულია, არაფერი გამოეპარება; ბ) ʘ ფხიზლადაა; to have eyes at the back of one's head ʘ ყველაფერს ამჩნევს / ხედავს, ვერაფერს გამოაპარებ; to have all one's eyes about one ფხიზლად ყოფნა, ასი თვალის გამობმა; with open eyes შეგნებულად, განზრახ; ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინებით; to open smb.'s eyes to smth. ვინმესთვის რაიმეზე თვალის ახელა; I have had my eyes opened თვალი ამიხილეს (რაიმეზე); to make smb. open his eyes ვისიმე გაკვირვება / განცვიფრება; to keep one's / both / eyes open / wide open, peeled, skinned / ფხიზლად ყოფნა, ასი თვალის გამობმა; to close one's eyes თვალების სამუდამოდ დახუჭვა, გარდაცვალება; to close / shut / one's eyes to smth. რაიმეზე თვალის დახუჭვა; one cannot shut one's eyes to the fact that ... არ შეიძლება თვალის დახუჭვა იმ ფაქტზე, რომ ...; to give an eye to smb., smth. ვინმესადმი, რაიმესადმი ყურადღებით მოკიდება, ვინმესთვის, რაიმესთვის ყურადღების მიქცევა; give an eye to the child! მიხედეთ / ყურადღება მიაქციეთ ბავშვს! to throw / to cast / one's eye on smth. რაიმესათვის თვალის შევლება / შეხედვა; to keep an eye on ა) თვალყურის დევნება; ʘ თვალს არ აშორებს, უთვალთვალებს; keep your eye on him! თვალი არ მოაშოროთ! ბ) მიხედვა; keep an eye on my house while I am on holiday თვალი გეჭიროთ ჩემს სახლზე, სანამ მე შვებულებაში ვიქნები; he could not take / keep / his eyes off it თვალს ვერ აშორებდა / არ აცილებდა რაიმეს; to keep an eye out for smth. ამერ. ა) ʘ თვალყურს ადევნებს რაიმეს; ბ) ʘ რისამე გამოჩენას / მოსვლას ელოდება; keep an eye out for the bus ყურადღებით იყავი, ავტობუსი არ გამოგვეპაროს; to keep one's eyes on the ball ამერ. ა) თამაშისას ბურთისათვის თვალყურის დევნება; ბ) ფხიზლად ყოფნა; to be in the public eye ʘ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, ცნობილი პიროვნებაა, ხშირად ფიგურირებს საინფორმაციო საშუალებებში; to be all eyes ა) გაფაციცებით თვალყურის დევნება; ბ) ʘ მოუთმენლად ელის (რაიმეს); to make eyes at smb. ვინმესთვის მაცდურად ან გამომწვევად შეხედვა / ცქერა; to wipe smb.'s eyes ა) ვინმესთვის ცრემლის შეშრობა, ვისიმე ნუგეშისცემა; ბ) სლ. ვისიმე ჯობნა; to meet smb.'s eye ა) ʘ თვალში მოხვდა, თვალში ეცა; ბ) ʘ თვალებში შეხედა ვისმე; more than meets the eye უფრო საინტერესო, მნიშვნელოვანი და ა.შ., ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს; to catch smb.'s eye ა) ʘ ცდილობს თვალში მოხვდეს, ცდილობს ვისიმე ყურადღება მიიპყროს; ბ) ʘ თვალში ეცა, მისი ყურადღება მიიპყრო; გ) პარლამენტში და ა.შ. სიტყვით გამოსვლის უფლების მიღება; to catch the Speaker's eye თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის უფლების მიღება; to feast one's eyes ʘ რისამე ხილვით ტკბება; აღტაცებით შესცქერის (რაიმეს); to burst upon the eye ა) ʘ თვალში მოხვდა, თვალში ეცა; ბ) ვისიმე თვალწინ გამოჩენა; it strikes the eye, it leaps to the eye ეს თვალში საცემია; to do smb. in the eye მდაბ. ვისიმე ურცხვად მოტყუება; ≅ თვალში ბეწვს ამოგაცლიან; to give smb. the fishy / beady / eye სლ. ვინმესთვის ალმაცერად / კუშტად შეხედვა; to see eye to eye ა) ბიბლ. ʘ თვალდათვალ ხედავს; ბ) ʘ რაიმეს ერთი თვალით უყურებენ, რაიმეზე ერთნაირი აზრი აქვთ; she does not see eye to eye with me ჩემი და მისი შეხედულებანი რისამე თაობაზე ერთმანეთს არ ემთხვევა; no eye like the eye of the master ≅ პატრონის თვალი ყველგან საჭიროა; to see with half an eye თვალის ერთი შევლებით რისამე დანახვა / აღქმა; mind your eye! ფრთხილად! ყურადღებით! damn your eyes! ვულგ. დაგწყევლოთ ღმერთმა!