1. 1) გარეთა, გარე; გარეგანი; external angle მათ. გარე კუთხე; externals action გარე ზემოქმედება; for external use (only) ფარმაკ. (მხოლოდ) გარეგანი ხმარებისათვის (ითქმის წამლის შესახებ); external ear ანატ. გარეთა ყური; external cause მედ. ავადმყოფობის გარეგანი მიზეზი, ეგზოგენური ფაქტორი; external signs of a disease ავადმყოფობის გარეგანი სიმპტომები; external appearance გარეგნობა; ექსტერიერი; external crack გეოლ. ზედაპირული ნაპრალი; external dimensions სპეც. გაბარიტები;
2) (ხშ. to) გარეშე, გარეთ მდებარე; external force გარეშე ძალა; things external to our own sphere ის, რაც ჩვენს სფეროს სცილდება;
3) გარეშე, არაარსებითი; external considerations გარეშე მოსაზრებები;
2. საგარეო; უცხოური; external loan საგარეო სესხი (ამა თუ იმ სახელმწიფოსი); external trade საგარეო ვაჭრობა; external relations საგარეო ურთიერთობები; external affairs საგარეო საქმეები; Department for / კანად. of / External Affairs საგარეო საქმეთა სამინისტრო (ავსტრალიაში, კანადაში);
3. გარეგნული, მოჩვენებითი; external politeness გარეგნული / მოჩვენებითი თავაზიანობა;