1. 1) გაშლა (˂გა˃შლის), გაწვდენა; she extended both her hands to him ორივე ხელი მისკენ გაიწვდინა;
2) რისამე ბოლომდე გაშლა (˂გა˃შლის), გაჭიმვა, დაჭიმვა; to extend a rope ბაგირის / თოკის გაჭიმვა;
2. 1) გაფართოება (˂გა˃აფართოებს); დაგრძელება; გადიდება; to extend a school building სკოლის შენობის გადიდება; to extend the city boundaries ქალაქის საზღვრების გაფართოება;
2) გავრცელება (˂გა˃ავრცელებს), განვრცობა; to extend power [influence] ძალაუფლების [გავლენის] გავრცელება;
3. 1) ʘ ამა თუ იმ სივრცეზე / ფართობზე გადაჭიმულია, განფენილია; the city extends over a vast area ქალაქი დიდ სივრცეზეა გადაჭიმული; the road extends for miles and miles გზა მრავალ მილზეა გადაჭიმული; ≅ გზას ბოლო არ უჩანს;
2) ʘ ამა თუ იმ პუნქტამდე / ადგილამდე მიდის, ვრცელდება; the garden extends as far as the river ბაღი მდინარემდეა გადაჭიმული;
3) ʘ დროის გარკვეულ მომენტამდე გრძელდება (ითქმის დროის მონაკვეთის, ეპოქის და ა.შ. შესახებ);
4. 1)
ძალების / შესაძლებლობების ბოლომდე / მაქსიმალურად გამოყენება (
˂გამო
˃იყენებს); to extend oneself
საკუთარი ძალების მაქსიმალურად დაძაბვა;
2) ცხენის მთელი სისწრაფით გაჭენება (˂გა˃აჭენებს);
5. ვადის გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს); პროლონგირება; to extend a visit ვიზიტის გაგრძელება;
6. მიცემა (მისცემს); გაწევა, აღმოჩენა (დახმარებისა, სტუმართმოყვარეობისა და ა.შ.); to extend help დახმარების აღმოჩენა; to extend special privilege to smb. ვინმესთვის საგანგებო პრივილეგიის მინიჭება; to extend an invitation ვინმესთვის მოსაწვევი ბარათის გაგზავნა; ვისიმე მოწვევა; to extend a welcome ვისიმე გულთბილად დახვედრა ან მიპატიჟება; to extend good wishes კეთილი სურვილების გამოთქმა; to extend thanks მადლობის გამოხატვა; to extend greetings მისალმება;
7. არქ. გაზვიადება (˂გა˃აზვიადებს);
8. სამხ., სპორტ. გაჯრა (˂გა˃ჯრის; ˂გა˃იჯრება); to extend one's flank ფლანგის გაჯრა; extend! გაიჯარ! (ბრძანება მწყობრში მდგომთა ერთმანეთისგან დასაშორებლად);
◇ to extend shorthand notes სტენოგრამის გაშიფვრა.