1. 1) ბოლო, დასასრული;
2) პროდუქტის, წამლის და ა.შ. ვარგისიანობის ვადის გასვლა; 
2. მოძვ. 1) აღსასრული, სიკვდილი;
2) იშვ. დანგრევა, განადგურება; 
3. იურ. კანონით, კონტრაქტით და ა.შ. გათვალისწინებული ვადის გასვლა; 
⌇ expiry date ა) დოკუმენტის, ხელშეკრულებისა და მისთ. მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი; ბ) პროდუქტის, წამლისა და მისთ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი; the expiry date on this yoghurt was 20 November ამ იოგურტის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი 20 ნოემბერი იყო, ეს იოგურტი 20 ნოემბრამდე იყო ვარგისი.