1. გაფართოება (˂გა˃აფართოებს; ˂გა˃ფართოვდება); გადიდება, გაზრდა; education expands the mind განათლება გონებრივ თვალსაწიერს აფართოებს; to expand cultural exchanges კულტურულ ურთიერთობათა მასშტაბების გაზრდა; to expand the volume of trade ვაჭრობის მოცულობის გაზრდა; milk production is expanding რძის წარმოება იზრდება; to expand a bridge-head სამხ. პლაცდარმის გაფართოება; metals expand when they are heated გახურებისას ლითონები ფართოვდება;
2. 1) გაშლა (˂გა˃შლის; ˂გა˃იშლება); იალქნის / აფრის და ა.შ. აშვება; the flag expanded in the breeze დროშა ქარში გაიშალა;
2) თვალწინ გადაშლა (˂გადა˃იშლება), მთლიანად გამოჩენა; we saw Sicily expanding like a map below ჩვენს ქვემოთ სიცილია რუკასავით გადაიშალა;
3) ფრთების გაშლა (˂გა˃შლის);
4) გაშლა (˂გა˃იშლება), გაფურჩქნა (აგრ. გადატ.); the tulips expand in the sun ტიტები მზეზე იშლება; his face expanded in a smile სახეზე ღიმილი მოეფინა;
3. განვრცობა (˂გან˃ავრცობს; ˂გან˃ივრცობა), რაიმეთი შევსება; the pocket-size dictionary was expanded into a full-sized one ჯიბის ფორმატის ლექსიკონი სრული ფორმატის ლექსიკონად იქცა; the river expanded into a lake მდინარე ტბად იქცა;
4. რისამე შინაარსის დაწვრილებით გადმოცემა (გადმოსცემს),
ამა თუ იმ თემაზე ვრცლად ლაპარაკი
ან წერა;
5. ʘ უფრო გულღია / გულითადი გახდა, ლაპარაკის ხასიათზე დადგა;
6. ტექ. გავალცვა (˂გა˃ვალცავს), გაგლინვა;
7. მათ. ფორმულის და ა.შ. განვრცობა (˂გან˃ავრცობს), გაშლა.