1. 1) გამოშიგვნა (˂გამო˃შიგნავს), შიგნეულის / ნაწლავების გამოცლა;
2) რისამე დაცარიელება (˂და˃აცარიელებს), გამოცარიელება;
3) გაძარცვა (˂გა˃ძარცვავს), პირწმინდად გამოცარიელება (ბინისა და ა.შ.);
4) გაჩანაგება (˂გა˃აჩანაგებს); a house eviscerated by fire ხანძრისგან გაჩანაგებული სახლი;
5) იშვ. რაიმესათვის არსის გამოცლა (˂გამო˃აცლის); შინაარსისგან დაცლა, შინაარსის დაკარგვინება;
6) მოძვ. საიდუმლოს გამხელა (˂გა˃ამხელს), გამჟღავნება; to eviscerate oneself ვინმესთვის გულის გადაშლა;
2. მედ. 1) საოპერაციო ჭრილობიდან ამა თუ იმ შინაგანი ორგანოს გამოტანა (გამოიტანს) დასათვალიერებლად;
2) ამა თუ იმ შინაგანი ორგანოს ან მისი ნაწილის გამოვარდნა (˂გამო˃ვარდება).