1. 1) ევაკუაციის მოხდენა (˂მო˃ახდენს), ევაკუირება, გაყვანა (დაჭრილებისა, მოსახლეობისა და ა.შ.); to evacuate the civilians მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება;
2) საიდანმე ევაკუაციის მოხდენა (˂მო˃ახდენს), ევაკუირება, დატოვება (შენობისა, ქალაქისა და ა.შ.); the garrison evacuated the fort გარნიზონმა ფორტი დატოვა;
2. 1) შიგთავსისაგან დაცლა (˂და˃ცლის), დაცარიელება;
2) მედ. დაცლა (˂და˃ცლის), გაწმენდა, გამორეცხვა (ამა თუ იმ შინაგანი ორგანოსი, ნაწლავებისა და ა.შ.);
3) მედ. მოცილება (˂მო˃აცილებს), ამოღება, შეწოვა (ჩირქისა, ამა თუ იმ თხევადი შიგთავსისა);
3. ტექ. აირის, წყლის ამოტუმბვა (˂ამო˃ტუმ-ბავს), რაიმეში ვაკუუმის შექმნა; a highly evacuated glass tube მინის მილაკი, რომლიდანაც ჰაერი თითქმის მთლიანად ამოტუმბულია;