1. დაარსება, დაფუძნება; შექმნა; დამკვიდრება, შემოღება; the establishment of a new state ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება; the establishment of Christianity ქრისტიანობის შემოღება;
2. სახელმწიფო, კერძო, სამხედრო და ა.შ. დაწესებულება; military establishment სამხედრო დაწესებულება / ორგანიზაცია;
3. 1) მყარი მდგომარეობა საზოგადოებაში ან ბიზნესში;
2) არქ. მუდმივი შემოსავალი; he has in view an establishment for his daughter უნდა, რომ ქალიშვილი კარგად დააბინაოს / კარგად გაათხოვოს;
4. 1) კანონი; წესი; დეკრეტი;
2) კანონთა კრებული, კოდექსი;
5. ოჯახი (სახლით, ეზოთი, ავეჯით, მობინადრეებით და ა.შ.); to keep a splendid establishment შეძლებულად / ხელგაშლილად ცხოვრება;
6. (the Establishment) ოფიციალური / სახელმწიფო ეკლესია;
7. კიცხვ. 1) მმართველი პრივილეგირებული ჯგუფები; ხელისუფლებისა და მმართველობის მთელი სისტემა;
2) გავლენიანი პირები (მეცნიერების ამა თუ იმ დარგში და ა.შ.), მესვეურნი; health establishment ა) გავლენიანი სამედიცინო წრეები; ბ) მედიკოსთა ორგანიზებული დაჯგუფებანი (კავშირები და ა.შ.); artistic establishment ხელოვნების სამყაროს მესვეურნი;
8. მცენარის ან იშვ. ცხოველის მოშენება, ნატურალიზაცია;
9. 1) საშტატო განრიგი;
2) სამხ. პირადი შემადგენლობის შტატი; peace [war] establishment მშვიდობიანი [ომიანობის] დროის შტატები.