1. 1) გარშემორტყმა (გარს ˂შემო˃არტყამს; გარს ˂შემო˃ერტყმის), გარშემოვლება; mountains encompassing the town მთები, ქალაქს გარს რომ ერტყმის; he was encompassed by his guard იგი თავისი პირადი მცველებით იყო გარშემორტყმული;
2) გადატ. გარემოცვა (გარემოიცავს); to encompass with care and attention ვისიმე მზრუნველობითა და ყურადღებით გარემოცვა; ≅ ცივ ნიავსაც არ აკარებს; he was encompassed with perils ხიფათით იყო გარემოცული, ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ელოდა;
2. ʘ შეიცავს, მოიცავს; the report encompasses a number of problems მოხსენება რიგ საკითხებს მოიცავს;
3. მოძვ. რისამე შემოვლა (˂შემო˃უვლის), რისამე გარშემო მოძრაობა; to encompass the globe დედამიწის გარშემო მოგზაურობა; the planets encompass the Sun პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ;