4. 1) მიზიდვა (
˂მი
˃იზიდავს),
ყურადღების მიპყრობა; to d
raw an audience აუდიტორიის შეკრება, მსმენელთა / მაყურებელთა მოზიდვა; the accident drew a great crowd შემთხვევის ადგილას დიდძალი ხალხი შეიყარა; the play is d
rawing well წარმოდგენას მაყურებელი არ ელევა; her shouts drew the attention of the police მისმა ყვირილმა პოლიციელების ყურადღება მიიპყრო; to d
raw smb.'s attention (to smth.) ვისიმე ყურადღების მიპყრობა (რაიმესთვის); I felt d
rawn to him გულმა მისკენ გამიწია; the play continues to d
raw პიესა კვლავაც იზიდავს მაყურებელს; to d
raw the enemy's fire
სამხ. მოწინააღმდეგის ცეცხლის გამოძახება;
2) (აგრ. in, off) სპორტ. ტაქტიკური მოსაზრებით მოწინააღმდეგის გატყუება (გაიტყუებს), გაყვანა;
5. 1) ამოძრობა (ამოაძრობს); ამოღება; to draw a nail ლურსმნის ამოძრობა; to draw a bolt ურდულის გაწევა; to draw a cork ბოთლიდან საცობის ამოძრობა, ბოთლის გახსნა; to draw a tooth კბილის ამოღება; to draw bread from the oven გამომცხვარი პურის გამოღება ღუმლიდან; to draw a root from the ground ფესვის ამოთხრა / ამოძრობა მიწიდან; to draw a card from the pack კარტის ამოღება დასტიდან; to draw a parachute პარაშუტის გახსნა;
2) მოპოვება (მოიპოვებს), ამოღება; to draw stone from a quarry ქვის ამოღება-დამუშავება (ქვისსამტეხლოში); to draw water from a well ჭიდან წყლის ამოღება / ამოტუმბვა;
6. ვისიმე ალაპარაკება (აალაპარაკებს), ამოქმედება და ა.შ.; ვისიმე წონასწორობიდან გამოყვანა; the last taunt drew him უკანასკნელმა გესლიანმა შენიშვნამ წონასწორობიდან გამოიყვანა; he is not to be drawn ა) მას წონასწორობიდან ვერ გამოიყვან; ბ) სიტყვას ვერ დააცდენინებ;
7. შერჩევა (˂შე˃არჩევს); გამორჩევა, არჩევა; to draw a jury ნაფიც მსაჯულთა არჩევა; to draw a sample სპეც. სინჯის შერჩევა / აღება;
8. (on, upon) სპორტ. დაწევა (˂და˃ეწევა); to draw upon smb. ვისიმე დაწევა; to draw level with smb. ვისიმე წამოწევა, ვინმესთან გასწორება;
9. სპორტ. თამაშის ფრედ / ყაიმით დამთავრება (˂და˃ამთავრებს) აგრ. გადატ; to draw the game თამაშის დამთავრება ფრედ / ყაიმით; he didn't play to draw მოგებაზე თამაშობდა;
10. ზღვ. ქარში გაბერვა (˂გა˃იბერება) ითქმის აფრის შესახებ;
11. მოძვ. მოხსნა (მოხსნის), ჩამოხსნა;
II ა
1. ფარდის და ა.შ. გადაწევა (გადასწევს) ან ჩამოფარება; to draw the window curtains ფარდების გადაწევა / ჩამოფარება; to draw the blinds შტორების აწევა ან დაწევა; to draw the curtain თეატრ. ა) ფარდის გახსნა ან დახურვა; ბ) წარმოდგენის დაწყება ან დამთავრება;
2. 1) მიღება (მიიღებს) პასუხისა, დასტურისა; to draw no reply უპასუხოდ დარჩენა; ʘ პასუხი ვერ მიიღო; to draw confirmation from smb. ვინმესაგან დასტურის მიღება;
2) მოპოვება (მოიპოვებს) ცნობებისა, ინფორმაციისა; to draw information from a number of sources ინფორმაციის მიღება რამდენიმე წყაროდან;
3) : to draw inspiration from smth. ʘ რითიმე შთაგონებულია; რაიმე მისი შთაგონების წყაროა;
4) დასკვნის და ა.შ. გამოტანა (გამოიტანს); to draw conclusions დასკვნების გამოტანა; to draw a lesson from smth. რაიმესგან გაკვეთილის მიღება / ჭკუის სწავლა;
3. 1) წილისყრა (წილს ყრის); to draw lots / მოძვ. cuts / წილისყრა; to draw for partners [for places] პარტნიორების [ადგილების] წილისყრით შერჩევა;
2) : to draw a prize პრიზის მოგება (˂მო˃იგებს) მაგ. ლატარიაში;
4. ბანქ. გამოტყუება (გამოსტყუებს), დაცინცვლა (კოზირისა და ა.შ.);
5. მიღება (˂მი˃იღებს) ხელფასისა, პროცენტისა და სხვა; to draw one's income from writing ლიტერატურული მოღვაწეობით თავის რჩენა; to draw one's wages every Friday ხელფასის პარასკეობით მიღება;
6. მოხსნა (მოხსნის), გამოტანა (ფულისა ანგარიშიდან და ა.შ.); to draw money from a bank ბანკიდან ფულის გამოტანა;
7. 1) გამოწვევა (˂გამო˃იწვევს) აღფრთოვანებისა, ცრემლისა და ა.შ.; to draw tears ცრემლის მოგვრა; to draw applause ʘ ტაში დაიმსახურა;
2) (აგრ. on, down) რისამე დამართება (˂და˃მართებს), შემთხვევა; to draw one's own ruin upon oneself ʘ თავი დაიღუპა, თვითონვე გაიუბედურა საკუთარი თავი; to draw troubles upon oneself ʘ უსიამოვნებაში გაება, ხიფათში ჩაიგდო თავი;
8. 1) (აგრ. in) შესუნთქვა (˂შე˃ისუნთქავს), ჩასუნთქვა; to draw in a (deep) breath (ღრმად) ჩასუნთქვა; to draw breath სულის მოთქმა, სულის მობრუნება;
2) წევის ქონა (აქვს); the chimney draws well საკვამურს კარგი წევა აქვს;
3) ტექ. შეწოვა (˂შე˃იწოვს), შესრუტვა (ითქმის ჰაერსაბერისა და მისთ. შესახებ);
9. 1) ცეცხლის გაჩაღება (˂გა˃ჩაღდება);
2) სიგარის მოკიდება (˂მო˃ეკიდება);
10. 1) : to draw near / close / მიახლოება (˂მი˃უახლოებს; ˂მი˃უახლოვდება), დაახლოება [შდრ. აგრ. I 2 2)]; grief drew them closer მწუხარებამ დააახლოვა ისინი; to draw to a close / to an end / დამთავრება, დასასრულს მიახლოება;
2) : to draw apart დაშორება (˂და˃შორდება), დაცილება; გამოცალკევება;
11. მიზიდვა (˂მი˃იზიდავს) ითქმის მაგნიტის შესახებ;
12. 1) არინება (აარინებს) წყლისა და ა.შ.;
2) ჭაობის და ა.შ. დაშრობა (˂და˃აშრობს; ˂და˃შრება); to draw a pond გუბურის დაშრობა;
13. 1) (აგრ. off) ლუდის და მისთ. ჩამოსხმა (˂ჩამო˃ასხამს), ჩამოწრეტა, ჩამოწურვა; to draw beer from a cask კასრიდან ლუდის ჩამოსხმა;
2) ჭურჭლის ავსება (აავსებს); to draw a bath აბაზანის ავსება;
3) ჭურჭლის, სასმისის დაცლა (დაცლის);
14. 1) ნიადაგის გამოფიტვა (˂გამო˃ფიტავს);
2) : to draw a cow ძუძუს წოვა (წოვს) ითქმის ხბოს შესახებ;
15. 1) სისხლის გამოშვება (˂გამო˃უშვებს);
2) სისხლის აღება (აიღებს) ანალიზისთვის;
3) ჩირქის და ა.შ. გამოტანა (გამოიტანს); this will help draw the poison ეს ხელს შეუწყობს შხამის ორგანიზმიდან გამოტანას / გამოდევნას;
16. 1) ჩაის დაყენება (˂და˃აყენებს), ბალახეულის ნაყენის დამზადება;
2) ფერის გამოცემა (გამოსცემს) ითქმის ჩაის შესახებ;
17. 1) თევზის დაჭერა (˂და˃იჭერს) მოსასმელი ბადით;
2) გარეული ფრინველის / ნადირის დაჭერა (˂და˃იჭერს); მთელი ტყის მოვლა ნადირის ან ფრინველის ძებნაში (ნადირობისას);
18. ფრინველის გამოშიგვნა (˂გამო˃შიგნავს);
19. მარცვლეულის გარჩევა (˂გა˃არჩევს), ჩენჩოს გაცლა;
20. (ჩვეულ. after, on) მონად. სუნის აღება (აიღებს), ყნოსვით გარეული ფრინველის ან ნადირის კვალის მიგნება (ითქმის ძაღლის შესახებ);
21. მონად. მელიის, მაჩვის სოროდან გამოდევნა (გამოდევნის);
22. სპორტ. 1) დარტყმა (˂და˃არტყამს), ამა თუ იმ მიმართულებით გაგზავნა (ბურთისა და ა.შ.);
2) ბურთის უკან დატრიალებით დარტყმა (˂და˃არტყამს), მოჭრილი დარტყმის შესრულება (ბილიარდი);
23. ზღვ. ამა თუ იმ წყალშიგის ქონა (აქვს); the ship draws 20 feet გემის წყალშიგი 20 ფუტია;
24. მეტალ. 1) ადიდაში გატარება (˂გა˃ატარებს), ადიდვა;
2) გაბრტყელება (˂გა˃აბრტყელებს); ჭედვა;
25. მეტალ. ფოლადის მოშვება (˂მო˃უშვებს);
26. მოძვ. გაყვანა (გაიყვანს) არხისა, ხაზისა და ა.შ.;
II ბ
1. to draw smb. to do smth. ვინმესთვის რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს); her behaviour drew him to say the truth ქალის საქციელმა სიმართლე ათქმევინა მას;
2. to draw smb. into smth. / into doing smth. / ვისიმე ჩათრევა (˂ჩა˃ითრევს) რაიმე საქმეში; he refused to be drawn into the business მან არ მოისურვა ამ საქმეში მონაწილეობის მიღება;
3. to draw smth. out of / from / smb. 1) თქმევინება (ათქმევინებს), დაცდენინება; it was very difficult to draw the facts from the witness ძალზედ ძნელი იყო მოწმისთვის რაიმეს დაცდენინება;
2) რისამე გამოტყუება (გამოსტყუებს), დაცინცვლა; you will never draw a compliment from her მისგან შექებას ვერ ეღირსები;
4. to draw on smth. ʘ რაიმეს იყენებს, მიმართავს; he draws on his childhood memories for most of his stories უმეტეს მოთხრობებში იგი ბავშვობის მოგონებებს იყენებს / მიმართავს; to draw on one's imagination ʘ მდიდარ ფანტაზიას იყენებს (რისამე მოყოლისას და ა.შ.);
5. to draw smb. on smth. ვინმესთვის რაიმე ინფორმაციის / ცნობების დაცდენინება (დააცდენინებს);
6. to draw smb. over (to one's side) ვისიმე გადაბირება (˂გადა˃იბირებს);
7. to draw up with smb. ვისიმე დაწევა (დაეწევა), წამოწევა;
8. to draw round smth. რისამე გარშემო / ირგვლივ შეკრება (˂შე˃იკრიბება), თავის მოყრა; the whole family drew round the table სუფრაზე მთელმა ოჯახმა მოიყარა თავი;
9. to draw smth. into example მოძვ. რისამე მაგალითად მოყვანა (მოიყვანს);
▭ to draw aside გვერდზე გაყვანა (გაიყვანს) / გახმობა (სასაუბროდ);
to draw away 1) წაყვანა (წაიყვანს);
2) (from) მოცდენა (˂მო˃აცდენს); to draw smb. away from his work ʘ მუშაობას / საქმეს მოაცდინეს;
3) (from) სპორტ. გასწრება (˂გა˃უსწრებს); მოწინააღმდეგის უკან მოტოვება;
to draw back 1) გაწევა (გასწევს), გადაწევა (ფარდისა და ა.შ.);
2) იძულებით ვისიმე უკან დაწევა (დასწევს);
3) ჯარის უკან დახევა (დახევს; დაიხევს); the army drew back ჯარმა უკან დაიხია / უკუიქცა;
4) საქმიდან, თამაშიდან და ა.შ. გამოსვლა (გამოვა);
5) სიტყვის, დაპირების გატეხა (გატეხს), უკან წაღება;
6) კომერც. ბაჟის დაბრუნება (˂და˃აბრუნებს);
to draw down 1) ჩამოშვება (ჩამოუშვებს) ფარდისა, შტორისა; to draw down the curtain ა) ფარდის დაშვება / ჩამოშვება; ბ) წარმოდგენის დამთავრება; გ) გადატ. რაიმე საქმის მოთავება;
2) გამოწვევა (გამოიწვევს); to draw down smb.'s anger to oneself ʘ მისი რისხვა დაიტეხა თავს;
to draw in 1) შეწევა (შესწევს); შესუნთქვა; to draw in one's breath შესუნთქვა; the snail drew in its horns ლოკოკინამ რქები შემალა [შდრ. აგრ. ◇];
2) ჩათრევა (˂ჩა˃ითრევს), გაბმა;
3) შემცირება (˂შე˃ამცირებს), შეკვეცა; to draw in one's expenditure ხარჯების შემცირება; we'll have to draw in უფრო მომჭირნედ მოგვიწევს ცხოვრება;
4) შემცირება (˂შე˃მცირდება), დაპატარავება; the evenings are drawing in ადრე ღამდება;
5) მიწურვა (˂მი˃იწურება), მილევა; დამთავრება, დასრულება; the day drew in დღე მიიწურა;
6) სესხის და ა.შ. დაბრუნების მოთხოვნა (˂მო˃ითხოვს);
7) სადავის მოზიდვა (მოზიდავს), მოჭიმვა, დაჭიმვა;
to draw off 1) გახდა (˂გა˃იხდის), გაძრობა (ხელთათმანებისა, ჩექმებისა და ა.შ.);
2) ჯარის უკან დახევა (დახევს);
3) პოზიციის დათმობა (˂და˃თმობს), უკან დახევა, უკუქცევა (ჯარისა);
4) ვისიმე ყურადღების გადატანა (გადაიტანს) სხვა რამეზე;
5) წყლის, სითხის მოცილება (˂მო˃აცილებს), გადაწურვა;
6) წყლის არინება (აარინებს), სხვა მიმართულებით მიშვება ან ამოტუმბვა;
7) ჰაერის გამოწოვა (გამოწოვს);
8) ჩამოშვება (˂ჩამო˃უშვებს) გაჭუჭყიანებული ზეთისა;
9) ლითონის გამოშვება (˂გამო˃უშვებს); 10) წიდის მოხდა (მოხდის);
to draw on 1) ჩაცმა (˂ჩა˃იცვამს), მოსხმა (ხელთათმანებისა, ლაბადისა და მისთ.);
2) მოახლოება (ახლოვდება), კარს მოდგომა; autumn is drawing on შემოდგომა ახლოვდება / კარს მოგვადგა;
3) მიზიდვა (˂მი˃იზიდავს), მოხიბვლა; his promises drew me on მისმა დაპირებებმა ძალზედ მომხიბლა;
to draw out 1) დაგრძელება (˂და˃აგრძელებს; ˂და˃გრძელდება); გაჭიმვა;
2) ʘ მატულობს, გრძელდება (ითქმის დღის შესახებ);
3) მეტისმეტად გაგრძელება (˂გა˃გრძელდება), გაჭიანურება (მოხსენებისა, წარმოდგენისა);
4) დამწკრივება (˂და˃ამწკრივებს), დაწყობა (ჯარისა);
5) ამოღება (˂ამო˃იღებს), ამოძრობა;
6) საუბარში ჩათრევა (˂ჩა˃ითრევს); ალაპარაკება; I can't draw her out ვერ ავალაპარაკე (მორცხვობის ან თავშეკავებულობის გამო);
7) გამომჟღავნება (˂გამო˃ამჟღავნებს), წარმოჩენა, გამოჩენა; the situation drew out his latent talents გარემოებამ ბოლომდე გამოავლინა მისი ფარული ნიჭი;
8) ჯარის გამოყვანა (გამოიყვანს);
9) სპორტ. მოწინააღმდეგის, მეტოქის უკან მოტოვება (მოიტოვებს); გასწრება;
to draw over ტექ. გამოხდა (˂გამო˃ხდის), დისტილირება;
to draw up 1) აწევა (ასწევს) ფარდისა, შტორისა;
2) ჯარის დამწკრივება (˂და˃ამწკრივებს), დაწყობა;
3) გაჩერება (˂გა˃აჩერებს; ˂გა˃ჩერდება);
to draw upon = to draw on;
◇ to draw to a head ა) მომწიფება, დაჩირქება (ითქმის ძირმაგარას შესახებ); ბ) მომწიფება, უმაღლესი წერტილის მიღწევა (ითქმის კრიზისის და მისთ. შესახებ); to draw a knife დანის დაძრობა, დანით დამუქრება; to draw the sword ამაღლ. ხმლის ამოღება; გადატ. ხმლის შიშვლება, ბრძოლაში ჩაბმა; to draw a blank ა) უიღბლო ბილეთის ამოღება (ლატარიაში); ბ) ʘ არაფერი გამოუვიდა; ვერ იპოვა, ვერ მიაგნო და ა.შ. (რასაც ეძებდა); to draw a winner იღბლიანი ბილეთის ამოღება; მოგება; to draw the cloth მოძვ. სუფრის ალაგება; to draw first blood გადატ. პირველი დარტყმის მიყენება; მტრული მოქმედების დაწყება; to draw a bow at a venture რისამე ალალბედზე თქმით მიზანში მოხვედრება; ზუსტად მიხვედრა; to draw the long bow რისამე გაზვიადება; ტყუილების / ზღაპრების მოყოლა; to draw the first [one's last] breath იხ. breath ◇; to draw smb.'s teeth ʘ ვინმეს უვნებელყოფს, ვინმესთვის ზიანის მიყენების საშუალებას ართმევს; to draw the curtain on / over / smth. იხ. curtain I ◇; to draw a veil over smth. საიდუმლოდ შენახვა (განსაკ. რაიმე სამარცხვინოსი); დამალვა, მიჩქმალვა; to draw one's pen / one's quill / against smb. პრესაში ვისიმე წინააღმდეგ გამოსვლა; to draw in one's horns თავის შეკავება ზედმეტი ხარჯისგან, მომჭირნედ ცხოვრება [შდრ. აგრ. to draw in 1); იხ. ▭]; to draw it fine რისამე ზუსტად / დაკვირვებით კეთება [შდრ. აგრ. draw² ◇]; to draw and quarter ისტ. წამება და ხელ-ფეხისა და თავის მოკვეთით სიკვდილით დასჯა.