4. საუბ. მოტყუება (
˂მო
˃ატყუებს), გაცურება; I'm afraid you have been done ვშიშობ, რომ მოგატყუეს [
შდრ. აგრ. II ბ 3
და II ბ 5 1)]; he did me over that ამაში მომატყუა / გამაცურა;
II ა
1. 1) სარგებლობის და ა.შ. მოტანა (მოიტანს); to do good სარგებლობის მოტანა [იხ. აგრ. I 2 2)]; it will do you much good ძალიან მოგიხდებათ, თქვენთვის ძალზედ სასარგებლო იქნება; fresh air will do you good სუფთა ჰაერი ძალიან მოგიხდებათ; did the medicine do you any good? წამალი მოგიხდათ? try what kind words will do შეეცადეთ ტკბილი სიტყვით დაარწმუნოთ;
2) ზიანის და ა.შ. მიყენება (˂მი˃აყენებს); to do harm ზიანის / ზარალის მიყენება; what harm is he doing you? რას გიშავებს?
3) გაწევა (˂გა˃უწევს) სამსახურისა და ა.შ.; to do (smb.) a favour (ვინმესთვის) სამსახურის გაწევა; to do smb. a good [a bad] turn ვინმესთვის კარგის [ცუდის] გაკეთება; ვინმესთვის ხელის გამართვა [ხელის შეშლა]; to do honour პატივის დადება; will you do me the honour of dining with me this evening? დამდეთ პატივი და ამ საღამოს ერთად ვისადილოთ;
4) მიგება (მიაგებს), მიზღვა (ჯეროვნისა, კუთვნილისა); to do justice დამსახურებისამებრ დაფასება, ჯეროვნის მიზღვა; that photograph does not do you justice ცხოვრებაში უკეთესი ხართ, ვიდრე ამ სურათზე; to do him justice he is no fool სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ის სულაც არაა სულელი; to do smb. an injustice ვისიმე დაუმსახურებლად წყენინება;
5) : it does you credit ეს თქვენთვის სასახელოა, ეს თქვენს სასახელოდ მეტყველებს; we'll do you credit ჩვენ გასახელებთ;
2. 1) კეთება (აკეთებს), ʘ ეწევა, მისდევს (რაიმე მოღვაწეობას, საქმიანობას და ა.შ.); he does lecturing [painting, gardening] ლექციებს კითხულობს [ხატავს, მებაღეობას მისდევს]; I have done enough reading for today დღეს საკმარისად ვიკითხე; he did all the talking at lunch საუზმის დროს მხოლოდ ის ლაპარაკობდა; you'll let me do the thinking ნება მომეცით თავად ვიფიქრო (როგორ მოვიქცე და ა.შ.); to do one's correspondence მიწერ-მოწერის წარმოება;
2) შესწავლა (შეისწავლის), სწავლა (რაიმე დისციპლინისა); he is doing medicine მედიცინას სწავლობს; I can't do Latin ლათინურს ვერ ვსწავლობ; to do a book წიგნის დამუშავება ან რეცენზირება [იხ. აგრ. 3)];
3) წერა (წერს) სტატიებისა და მისთ.; to do articles for a magazine საჟურნალო სტატიების წერა; to do a book წიგნის დაწერა [იხ. აგრ. 2)];
4) ხატვა (ხატავს) პორტრეტისა და ა.შ.; he is doing my son's portrait ჩემი ვაჟიშვილის პორტრეტს ხატავს;
5) ამოხსნა (ამოხსნის), გადაწყვეტა (ამოცანისა და მისთ.); to do a sum / a problem / არითმეტიკული ამოცანის ამოხსნა;
3. 1) როლის, მუსიკალური ნაწარმოების და ა.შ. შესრულება (˂შე˃ასრულებს); to do a concerto კონცერტის შესრულება; he does Hamlet very well ჰამლეტის როლს ძალიან კარგად ასრულებს;
2) ამა თუ იმ მოვალეობის შესრულება (˂შე˃ასრულებს); who will do the interpreter? ვინ გასწევს თარჯიმნობას?
4. ბინის და ა.შ. დალაგება (˂და˃ალაგებს); მოწესრიგება (თმისა, ტანისამოსისა და ა.შ.); to do the room ოთახის დალაგება; to do the beds საწოლების გასწორება; to do the windows ფანჯრის მინების გაწმენდა; to do the dishes ჭურჭლის გარეცხვა; to do one's hair თმის დავარცხნა;
5. კერძის მომზადება (˂მო˃ამზადებს), შეწვა, მოშუშვა და ა.შ.; I like my meat very well done კარგად შემწვარი ხორცი მიყვარს; is the meat done yet? ხორცი უკვე მზად არის? to do smth. brown დაბრაწვა, დაწითლება;
6. საუბ. ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება (˂და˃ათვალიერებს); to do a museum [a picture gallery, a town, (the) sights] მუზეუმის [სურათების გალერეის, ქალაქის, ღირსშესანიშნაობათა] დათვალიერება; you can't do Tbilisi in a day თბილისის ღირსშესანიშნაობებს ერთ დღეში ვერ დაათვალიერებ;
7. გარკვეული მანძილის გავლა (გაივლის), დაფარვა; we did the journey in five hours მთელი გზა ხუთ საათში გავიარეთ; he can do the distance in an hour მას შეუძლია მანძილის დაფარვა ერთ საათში; the car was doing 60 miles მანქანა საათში 60 მილის სიჩქარით მოძრაობდა;
8. ციხეში სასჯელის მოხდა (˂მო˃იხდის); he is doing a ten-year term ათწლიან სასჯელს იხდის ციხეში; he did ten years საუბ. ათი წელი იჯდა ციხეში;
9. კომერც. 1) გაყიდვა (˂გა˃ყიდის), მიწოდება (გარკვეულ ფასად); they can do you this at £5 a piece მათ შეუძლიათ მოგყიდონ ეს საქონელი ცალი ხუთ გირვანქა სტერლინგად;
2) გადახდა (˂გადა˃იხდის), განაღდება (თამასუქისა, ჩეკისა);
II ბ
1. to do / to be doing / well, etc საუბ. 1) აყვავება (აყვავდება), გახარება; წარმატების მიღწევა; he is doing well now ა) ახლა კარგად აქვს საქმე; ბ) ბევრ ფულს შოულობს; both sisters have done splendidly ორივე და მშვენივრად მოეწყო; vines do well on hillsides ვაზი ფერდობებზე კარგად ხარობს; flowers won't do in this soil ასეთ მიწაში ყვავილი ვერ გაიხარებს; the wheat is doing well ხორბალს კარგი პირი უჩანს;
2) მომჯობინება (მომჯობინდება); უკეთ გახდომა; the patient is doing well now ავადმყოფი ახლა უკეთაა / ახლა კარგად გრძნობს თავს; is the baby doing well? ბავშვი კარგად / ნორმალურად ვითარდება?
3) წარმატებით თავის გართმევა (˂გა˃ართმევს); the speaker did well მომხსენებელმა კარგად ილაპარაკა / კარგი შთაბეჭდილება მოახდინა; he did very well today ა) დღეს თავი გამოიჩინა; ბ) დღეს ძალიან კარგად გაართვა თავი საქმეს; he did brilliantly at his examination ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა;
2. to do smb. well (handsomely, etc) საუბ. კარგად მიღება (˂მი˃იღებს), გამასპინძლება, მომსახურება; he will certainly do you well ის, რა თქმა უნდა, კარგად გიმასპინძლებთ; they do you very well at that hotel ამ სასტუმროში ძალიან კარგი მომსახურებაა; to do smb. proud ვისიმე დიდებულად გამასპინძლება; he did himself well / proud / დიდად ისიამოვნა, არაფერი დაიკლო;
3. to be / to have / done (with) საუბ. დამთავრება (˂და˃ამთავრებს), დასრულება; we are done დავამთავრეთ, მოვრჩით [შდრ. აგრ. 5 1 1) და I 4]; one more point and I have / am / done კიდევ ერთი საკითხიც და ვამთავრებ; the day is done ეს დღეც ჩათავდა; I have done with my work მოვრჩი ჩემს საქმეს; that's all over and done with მორჩა და გათავდა; have done (with) crying! მორჩი ტირილს! will he never have done? ბოლოსდაბოლოს, აღარ მორჩება? აღარ დააყენებს საშველს? be done! have done! კმარა! შეწყვიტეთ! have you done supper? მორჩი(თ) ვახშამს?
4. to have done (with) smb. საუბ. ʘ ვინმეს ბოლოს მოუღებს / გაუსწორდება; he has done with her კავშირი გაწყვიტა მასთან; I haven't done with him yet ჯერ არ გამისწორებია მასთან ანგარიში;
5. to be done (for) საუბ. 1) ʘ დაიღუპა, შავ დღეში ჩავარდა; we are done for! დავიღუპეთ, ჩვენი საქმე წასულია! [შდრ. აგრ. 3 და I 4];
2) ʘ გაფუჭებულია, გამოუსადეგარია; if such a thing is broken it is done for თუ ასეთი ნივთი გატყდა, ვეღარაფერში გამოიყენებ; these shoes are done for ეს ფეხსაცმელი აღარ შეკეთდება;
6. საუბ. 1) to do away with smb., smth. ვისიმე, რისამე თავიდან მოშორება (˂მო˃იშორებს); ვინმესთვის, რაიმესთვის ბოლოს მოღება; this practice has been done away with ამგვარ პრაქტიკას ბოლო მოეღო;
2) to do away with smth. რისამე გაუქმება (˂გა˃აუქმებს); the old museum was done away with ძველი მუზეუმი გააუქმეს;
7. to do smb. in სლ. ვისიმე მოკვლა (˂მო˃კლავს);
8. to do for smb. 1) ვინმეზე ზრუნვა (ზრუნავს); ვისიმე მოვლა; ვისიმე მეურნეობის, საოჯახო საქმეების გაძღოლა; ʘ მომსვლელი შინამოსამსახურეა; who does for you? საოჯახო საქმეებს ვინ აკეთებს თქვენ სახლში, სახლს ვინ გილაგებთ? she does for Mr. Brown ბ-ნი ბრაუნის მომსვლელი შინამოსამსახურეა; to do for oneself ʘ შინამოსამსახურე არ ჰყავს;
2) : to do for a rival მეტოქის / კონკურენტის განადგურება (˂გა˃ანადგურებს);
9. to do smth. over რისამე გადაკეთება (გადააკეთებს), რისამე ხელმეორედ გაკეთება;
10. to do smth. over with smth. რისამე შეღებვა (˂შე˃ღებავს), საღებავით და ა.შ. დაფარვა; the benches were done over with green paint სკამები მწვანედ იყო შეღებილი;
11. 1) to do smth. down მოძვ. რისამე დაბლა დაშვება (დაუშვებს), დადება;
2) to do smb. down საუბ. ვისიმე მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება; ჯობნა;
12. to do (a text, etc) into another language (ტექსტის და ა.შ.) თარგმნა (თარგმნის) სხვა ენაზე; to do an article into English სტატიის თარგმნა ინგლისურად; done in French შედგენილია ფრანგულ ენაზე (ითქმის ოფიციალური დოკუმენტის შესახებ);
13. : I could / can / do with a cup of tea უარს არ ვიტყოდი ფინჯან ჩაიზე; I could do with a good rest დასვენება არ მაწყენდა;
III ა
1. რიგ არსებით სახელებთან შესიტყვებებში გამოხატავს მათი მნიშვნელობის შესაბამის მოქმედებას: to do a battle ʘ იბრძვის; to do a beer ერთი კათხა ლუდის დალევა; to do a bust სადმე შევარდნა;
2. იხმ. 1) ზმნის მნიშვნელობის გასაძლიერებლად: I do believe you! ნამდვილად მჯერა თქვენი! you do play the piano well! თქვენ ნამდვილად კარგად უკრავთ პიანინოს! I do think you ought to go there ჩემის ღრმა რწმენით, თქვენ იქ უნდა წახვიდეთ; well do I remember it ეს კი ნამდვილად კარგად მახსოვს; do help me! ძალიან გთხოვ, დამეხმარე! do be quiet! გაჩუმდი, რა! do go! წადი, რა! do come! ძალიან გთხოვ, მოდი!
2) (ინვერსიულ) კონსტრუქციებში ტავტოლოგიური ქვემდებარით: he likes to find fault, does the doctor ძალიან კი უყვარს ამ ექიმს შარის მოდება! he needs to be taught manners, he does! ვინმემ ნამდვილად უნდა ასწავლოს ზრდილობიანი ქცევა!
3. იხმ. სხვა ზმნის ნაცვლად გამეორების თავიდან ასაცილებლად: he works as much as you do იგი იმდენსავე მუშაობს, რამდენსაც თქვენ; he likes bathing and so do I ჩემი არ იყოს, მასაც უყვარს ბანაობა; I (don't) like coffee, do you? (არ) მიყვარს ყავა, თქვენ? you didn't see him, nor did I ის არც თქვენ გინახავთ, და არც მე; I don't like being interrupted. – Who does? არ მიყვარს, როცა მაწყვეტინებენ. – აბა ვის უყვარს ეს? they travel a good deal. – Do they? ისინი ბევრს მოგზაურობენ. – მართლა?
III ბ
როგორც მეშველი ზმნა 1) გამოიყენება აწმყო და ნამყო განუსაზღვრელი დროის კითხვითი და უარყოფითი ფორმების საწარმოებლად: do you speak English? – Yes, I do ლაპარაკობთ ინგლისურად? – დიახ; does he know it? – No, he doesn't იცის მან ამის შესახებ? – არა არ იცის;
2) იხმ. ბრძანებითი კილოს უარყოფითი ფორმის საწარმოებლად: don't do it! არ გააკეთო ეს! don't be afraid! ნუ გეშინია! do not speak! ნუ ლაპარაკობ! don't be silly! ნუ სულელობ!
▭ to do by მოპყრობა (˂მო˃ეპყრობა), მოქცევა; he complained that he has been hard done by ჩიოდა, ცუდად მომექცნენო; do as you would be done by სხვებს ისე მოექეცი, როგორც შენ გინდა მოგექცნენ;
to do out 1) დალაგება (˂და˃ალაგებს), დასუფთავება (ბინისა და სხვა);
2) მოძვ. ჩაქრობა (˂ჩა˃აქრობს);
to do to / unto / = to do by;
to do up 1) შეკეთება (˂შე˃აკეთებს); გარემონტება; to do the house up სახლის გარემონტება;
2) თავის მოწესრიგება (˂მო˃იწესრიგებს), გალამაზება; to do up one's face თავის გალამაზება (პუდრის წასმა, ტუჩებზე პომადის წაცხება, თვალების შეღებვა და ა.შ.); to do oneself up გამოწყობა, გამოპრანჭვა; done up to kill გამოპრანჭული, მორთულ-მოკაზმული (ეფექტის მოსახდენად);
3) რისამე მოწესრიგება (˂მო˃აწესრიგებს); to do up the laundry თეთრეულის გარეცხვა და დაუთოება;
4) : to do up food საჭმლის შეკაზმვა (˂შე˃კაზმავს); to do up fruit ხილის დაკონსერვება;
5) : to do up one's hair თმის ავარცხნა (აივარცხნის); თმის ზევით დამაგრება;
6) შეხვევა (˂შე˃ახვევს); to do up a baby ჩვილის შეხვევა;
7) შეკვრა (˂შე˃კრავს), შეფუთვა;
8) წერილის, კონვერტის დაწებება (˂და˃აწებებს), დაბეჭდვა;
9) შეკვრა (˂შე˃კრავს), შებნევა (ღილებისა, დუგმებისა და ა.შ.); a dress that does up at the back კაბა, რომელიც ზურგზე იკვრება;
10) შეკვრა (˂შე˃კრავს), განასკვა (ფეხსაცმლის თასმებისა);
11) ჩვეულ. p.p. საუბ. გადაქანცვა (გადაიქანცება), ძალზედ დაღლა; he is quite done up after his journey მოგზაურობამ გადაქანცა; I am / feel / done up დავიტანჯე, სიქა გამძვრა;
◇ to have nothing to do with smb. ʘ ვინმესთან არაფერი აქვს საერთო [შდრ. აგრ. I 1 3)]; to do the grand ʘ თავი მოაქვს; თავი რაღაც ჰგონია; to do the polite ʘ მეტისმეტად ზრდილობიანია; done (with you)! ეგრე იყოს! შევთანხმდით! do tell! ნუთუ მართლა? to do and / or / die ≅ გამარჯვება ან სიკვდილი; to do smb.'s business / the job / for smb. ვინმესთვის ბოლოს მოღება; ვისიმე მოკვლა; to do a dry თეატრ. სლ. პიესის ტექსტის დავიწყება; to do a guy სლ. სამსახურის გაცდენა; to do the trick ≅ სასურველი მიზნის მიღწევა, თავისის გატანა; to do dirt to smb., to do the dirty on smb. სლ. ʘ უსინდისოდ მოექცა, უმუხთლა; to do smb. to death ვისიმე მოკვლა; to do smth. to death მობეზრება, მოყირჭება (ითქმის ერთი და იმავე რამის კეთების და ა.შ. შესახებ); to do up brown, to do in the eye სლ. უსინდისოდ მოტყუება; გაფცქვნა, გაყვლეფა; done to the wide / to the world / დამარცხებული, განადგურებული; გაკოტრებული; well done! ყოჩაღ! ბარაქალა! well begun is half done ანდ. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო; what is done cannot be undone ≅ მომხდარს აღარაფერი ეშველება; when in Rome do as the Romans do ანდ. ≅ სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო.