1. შენიღბვა (˂შე˃ნიღბავს); გარეგნობის შეცვლა; გადაცმა, ვინმესავით გამოწყობა, ჩაცმა (შენიღბვის მიზნით); to disguise oneself in a woman's dress ქალის ტანსაცმლის ჩაცმა, ქალივით გამოწყობა; to disguise oneself as a monk ბერად გადაცმა, ბერივით ჩაცმა; to disguise oneself with a false beard ხელოვნური წვერის მიწებებით საკუთარი გარეგნობის შეცვლა; a door disguised as a bookcase წიგნის კარადის ფორმის / წიგნის კარადას მიმსგავსებული კარი; to disguise one's voice ხმის შეცვლა; a face disguised by death სიკვდილისაგან შეცვლილი / დამახინჯებული სახე;
2. არასწორად წარმოდგენა (წარმოადგენს), გაყალბება; შერყვნა; to disguise truth სიმართლის დამახინჯება / გაყალბება;
3. ʘ ფარავს, მალავს, არ ამჟღავნებს; to be disguised with snow ʘ თოვლითაა დაფარული; to disguise one's feelings [intentions] ʘ საკუთარ გრძნობებს [განზრახვას / ზრახვებს] მალავს / არ ამხელს; to disguise one's sorrow beneath a cheerful manner სევდის / მწუხარების უდარდელობის ნიღაბქვეშ დამალვა;