1. გადმოტვირთვა, დაცლა; discharge of a ship გემის გადმოტვირთვა / დაცლა;
2. გასროლა, ზალპი; დაცლა (შაშხანისა, ქვემეხისა და მისთ.); the discharge of a rifle თოფის გასროლა / გასროლით დაცლა;
3. 1) ელექტრ. განმუხტვა (აკუმულატორისა და მისთ.);
2) ფიზ. განმუხტვა; electron discharge ელექტრონული განმუხტვა; globular discharge სფერული ელვა;
4. 1) გამოყოფა; გაშვება; დაცლა; discharge of water from a lake ტბიდან წყლის გაშვება; hidden discharge ფარული ჩამონადენი;
2) ფსიქოლ. განმუხტვა;
3) ფიზიოლ., მედ. გამოყოფა; გამოდინება; discharge of mucus ლორწოს გამოყოფა;
4) ფიზიოლ., მედ. სეკრეტი, გამონაყოფი; გამონადენი; discharge from a wound ჭრილობიდან გამონადენი;
5. 1) შესრულება, აღსრულება; discharge of one's duties სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; in discharge of one's functions სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
2) გადახდა, გასტუმრება (ვალისა); discharge of one's liabilities სავალო ვალდებულებათა გასტუმრება, ვალის გადახდა;
6. 1) სამსახურიდან / თანამდებობიდან განთავისუფლება / დათხოვნა; discharge from the army ჯარიდან დათხოვნა; honourable discharge სამხ. პენსიაზე პატივით გაშვება წოდებისა და წარჩინების ნიშნების შენარჩუნებით; discharge with disgrace სამხ. სამსახურიდან დათხოვნა წოდების, წარჩინების ნიშნებისა და პენსიის უფლების ჩამორთმევით;
2) სამსახურიდან განთავისუფლების / დათხოვნის მოწმობა; რეკომენდაცია (რომელიც სამსახურიდან დათხოვნილს ეძლევა);
7. 1) ვალდებულებათა შესრულებისაგან განთავისუფლება; ვალის გადახდისაგან განთავისუფლება;
2) ქვითარი, ხელწერილი; to give smb. his discharge ვინმესთვის ხელწერილის დაბრუნება;
8. იურ. 1) პატიმრობიდან განთავისუფლება;
2) სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა;
3) სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება;
9. საავადმყოფოდან გამოწერა;
10. მშენ. საყრდენი, საბჯენი; ხიმინჯი, ბოძი;
11. 1) ჰიდრ. ხარჯი (წყლისა); discharge of a river დებიტი (მდინარისა);
2) ტექ. მიწოდება; დაჭირხნა; discharge by gravity გრავიტაციული განტვირთვა ან მიწოდება;
12. ტექ. გამომშვები ხვრელი;
13. ფეიქრ. 1) ამოჭმა; ამოყვანა;
2) გამაუფერულებელი შედგენილობა;
⌇ discharge certificate სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების / დათხოვნის მოწმობა; discharge diagnosis დიაგნოზი ავადმყოფის საავადმყოფოდან გა(მო)წერისას; discharge pipe ტექ. გამომშვები / სარინი მილი; discharge cock / tap / ტექ. ჩამოსაშვები ონკანი.