1. ჭუჭყიანი, უსუფთაო, ბინძური; ტალახით, ლაქებით და ა.შ. მოსვრილი, მოთხუპნილი; dirty hands ჭუჭყიანი / ბინძური ხელები; dirty street დანაგვიანებული ქუჩა; dirty clothes ჭუჭყიანი / ტალახით, ლაქებითა და ა.შ. დასვრილი ტანსაცმელი; dirty coal ტალახნარევი ქვანახშირი; dirty work ა) ჭუჭყიანი სამუშაო; ბ) შავი სამუშაო; repairing cars is a dirty job მანქანების შეკეთება შავი სამუშაოა;
2. ბინძური; ზნედაცემული, ბილწი; უპატიოსნო, უსინდისო (ითქმის ადამიანის ან მისი საქციელის შესახებ); dirty war ბინძური ომი; they've got some dirty players in their team გუნდში რამდენიმე უპატიოსნო მოთამაშეც ჰყავთ; dirty ideas ბინძური აზრები; to play a dirty trick on smb. ≅ უსინდისოდ მოექცა / ღორულად მოეპყრო ვინმეს;
3. 1) უწმაწური, უხამსი; blue movies and dirty books were banned პორნოგრაფიული ფილმები და ლიტერატურა აიკრძალა; dirty words უწმაწური / უშვერი სიტყვები; dirty jokes უწმაწური / უხამსი ანეკდოტები; dirty language უშვერი სიტყვები, გინება; dirty talk ბილწსიტყვაობა;
2) საშინელი, საზიზღარი, საძაგელი; you're a dirty liar საზიზღარი მატყუარა ბრძანდები;
4. საშინელი, წვიმიან-ტალახიანი, ქარიშხლიანი (
ითქმის ამინდის შესახებ); dirty night ავდრიანი ღამე; dirty weather ავდარი, უამინდობა; dirty sea ბობოქარი / მძვინვარე ზღვა;
5. 1) ჭუჭყიანი (ითქმის ფერის შესახებ); dirty green ჭუჭყიანი მწვანე (ფერი);
2) მუქი; dirty clouds მრუმე / ტყვიისფერი ღრუბლები;
6. 1) დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნალექების მქონე (უპირატ. ითქმის ატომური ბომბის შესახებ);
2) რადიოაქტიური;
◇ to do the dirty on smb. ვინმესთვის სისაძაგლის გაკეთება; ვისიმე მუხთლობა.