1. 1) რისამე ზომის, მოცულობისა და ა.შ. შემცირება (˂შე˃ამცირებს); დაპატარავება; შესუსტება; to diminish suspicions ეჭვის გაფანტვა / გაქარწყლება; to diminish tension დაძაბულობის შენელება; his illness diminished his strength ავადმყოფობამ დააუძლურა / ძალ-ღონე გამოაცალა; the passing years did not diminish their friendship წლებმა ვერაფერი დააკლო მათ მეგობრობას;
2) შემცირება (˂შე˃მცირდება), ʘ იკლებს (ზომაში, წონაში); სუსტდება და ა.შ.; to diminish in bulk ზომაში, წონაში დაკლება; the sound diminished ხმაურმა იკლო; the price diminished every day ფასი ყოველდღე ეცემოდა / იკლებდა;
2. ამერ. 1) ვინმეს ღირსების შელახვა (შელახავს);
2) რისამე მნიშვნელობის შემცირება (˂შე˃ამცირებს);
3. მუს. ინტერვალის ნახევარი ტონით შემცირება (˂შე˃ამცირებს).