1. 1) მორალური, ემოციური დათრგუნვილობა, უგუნებობა; დეპრესია; სულიერი ძალების გამოლევა / დაქვეითება; nervous depression ნერვული მოშლილობა; fit of depression მელანქოლიის შეტევა;
2) დასუსტება, შესუსტება, მოდუნება; depression of strength ფიზიკური ძალის დაქვეითება, ძალ-ღონის გამოცლა;
2. ეკონ. 1) დეპრესია; ჩაკვდომა, უძრაობა (ეკონომიკისა); depression in / of / industry უძრაობა / დეპრესია მრეწველობაში, მრეწველობის ჩაკვდომა / ერთ წერტილზე გაყინვა; in a state of depression დაკნინებულ / დაქვეითებულ მდგომარეობაში;
2) კრიზისი; the Depression ამერ. "დიდი დეპრესია" (1929-33 წწ. კრიზისი; აგრ. the Great Depression);
3. 1) შემცირება (ინტენსივობისა); depression of the voice ხმის დაწევა;
2) (და)კლება, შემცირება (რაოდენობისა);
4. ტაფობი, ღრმული;
გეოლ. აგრ. დეპრესია; a slight depression in the ground
მცირე ღარტაფი;
5. მეტეორ. 1) წნევის დაწევა / დაკლება; ვერცხლისწყლის სვეტის (და)ვარდნა;
2) დეპრესია, დაბალი ატმოსფერული წნევის არე; ციკლონი;
6. დაწევა, დონის დადაბლება; depression of track რკ.-გზ. ლიანდაგის დაჯდომა / დაწევა;
7. ფიზ. გაუხშოება, ვაკუუმი, დეპრესია;
8. ასტრ. დახრილობა (მნათობისა);
9. სამხ. ქვემეხის დახრილობა;
10. ტექ. ანაბეჭდი, ჩაწნევის კვალი;
⌇ depression tank ავტ. ვაკუუმ-ავზაკი.