4. 1) დაკლება (
˂და
˃უკლებს), შემცირება; to cut prices ფასების დაკლება / შემცირება; to cut costs ხარჯების შემცირება / შეკვეცა;
2) გზის მოჭრა (მოჭრის); we cut across the field გზის შესამოკლებლად პირდაპირ მინდორზე გადავიარეთ;
3) შემოკლება (ამოკლებს), ამოჭრა; to cut a manuscript ხელნაწერის შემოკლება;
5. 1) ამოჭრა (ამოჭრის); to cut one's initials on a tree ხეზე ინიციალების ამოჭრა;
2) (აგრ. out) გამოჭრა (გამოჭრის); his coat is well cut მისი პალტო კარგადაა გამოჭრილი;
3) კომპ. ამოჭრა (ამოჭრის) ფაილისა ან ტექსტის ნაწილისა სხვა ადგილას მის ჩასასმელად / ჩასაწერად;
6. 1) დარტყმა (˂და˃არტყამს); ტკენა; he cut the man across the face მან კაცს სახეში გაარტყა; that cuts at all my hopes ხატოვნ. ეს მთელს ჩემს იმედებს ამსხვრევს;
2) გულისტკენა (გულს ატკენს), წყენინება; what you say cuts me terribly შენი სიტყვები გულს მტკენს; to cut to the heart გულის მოკვლა;
7. გადაკვეთა (გადაკვეთს); the lines cut one another ხაზები ერთმანეთს კვეთენ; the path cuts the meadow diagonally ბილიკი დიაგონალურად კვეთს მდელოს; this cuts across all my principles ხატოვნ. ეს ჩემს შეხედულებებს / პრინციპებს ეწინააღმდეგება;
8. გადაღრღნა (გადაღრღნის), გამოღრღნა;
9. (აგრ. away, off) საუბ. გაქცევა (გაიქცევა); cut away now, I'm busy ახლა გაიქეცი, არ მცალია; the enemy began to run and we cut after him მოწინააღმდეგე უკუიქცა და ჩვენ დავედევნეთ; cut out and get some bread! გაიქეცი და ცოტა პური მოიტანე!
10. საუბ. 1) შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს); cut the noise! შეწყვიტეთ ხმაური! cut! კმარა! გამორთეთ კამერა! (რეჟისორის შეძახილი გადაღების დროს);
2) ამერ. პოლიტიკური მხარდაჭერის შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს); ხმის მიცემა ვინმეს წინააღმდეგ;
11. საუბ. იგნორირების გაკეთება (გაუკეთებს); I took off my hat to her but she cut me dead მე მას მივესალმე, მან კი თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერ შემამჩნია;
12. ბანქ. კარტის მოჭრა (მოჭრის);
13. ანტრაშას გაკეთება (˂გა˃აკეთებს) ცეკვებში;
14. ტექ. 1) მჭრელი ინსტრუმენტით დამუშავება (˂და˃ამუშავებს);
2) გაბურღვა (˂გა˃ბურღავს);
15. მშენ. თლა (თლის, ათლის);
16. ელექტრ. გამორთვა (გამორთავს);
17. ფერწ. გამოყოფა (გამოიყოფა), თვალში ცემა; colours that cut თვალში საცემი ფერები;
18. საუბ. დამთავრება (დაამთავრებს), დასრულება, დაბოლოება;
II ა
1. 1) ბალახის თიბვა (თიბავს); პურის მკა; მოსავლის აღება; to cut the crop მოსავლის აღება;
2) ʘ იძლევა (ნათიბს, მატყლს და ა.შ.); one acre of good grass will cut three tons of hay ერთი აკრი კარგი მინდვრიდან სამი ტონა თივა აიღება; this breed cuts heavy fleece ეს ჯიში კარგ მატყლს იძლევა;
2. გაჩეხა (˂გა˃ჩეხს) ტყისა; to cut clear ტყის მთლიანად გაჩეხა;
3. 1) გაყვანა (გაიყვანს), გაჭრა (გზისა, გვირაბისა); to cut a tunnel through a mountain გვირაბის გაჭრა / გაყვანა მთაში; to cut one's way გზის გაკვლევა; to cut one's way through a crowd გზის გაკვლევა ხალხში; the ships cut their way slowly გემები ნელა მიიწევენ წინ;
2) გაკვეთა (გაკვეთს); გაპობა (ჰაერისა, წყლისა); ship cutting the waves გემი, რომელიც ტალღებს მიაპობს;
3) : to cut open გაპობა (˂გა˃აპობს); to cut smb.'s head open ვინმესთვის თავის გაპობა;
4. გამოკვეთა (გამოკვეთს), გამოჭრა; his features are finely cut მას დახვეწილი სახის ნაკვთები აქვს;
5. : to cut one's teeth კბილების ამოსვლა (ამოდის); the baby is cutting its teeth ბავშვს კბილები ამოსდის;
6. საუბ. გაზავება (˂გა˃აზავებს) ალკოჰოლური სასმელებისა, ნარკოტიკებისა და ა.შ.;
7. სპორტ. ბურთის ჩაჭრა (ჩაჭრის);
8. სპეც. დაკოდვა (დაკოდავს), კასტრირება;
▭ to cut back 1) უკან დაბრუნება (˂და˃ბრუნდება);
2) მოქმედებათა / მოვლენათა თანამიმდევრობის დარღვევა (˂და˃არღვევს);
3) კინ. წინა კადრების გამეორება (˂გა˃იმეორებს);
4) გასხვლა (˂გა˃სხლავს), შეჭრა (ტოტებისა, ფესვებისა და მისთ.);
5) შემცირება (˂შე˃ამცირებს), შეკვეცა; to cut back production [salary schedule] წარმოების [ხელფასის ფონდის] შეკვეცა;
to cut down 1) ხეების მოჭრა (˂მო˃ჭრის);
2) შემუსვრა (˂შე˃მუსრავს); they were ruthlessly cut down ისინი უმოწყალოდ ამოჟლიტეს;
3) დამოკლება (˂და˃ამოკლებს); to cut down trousers შარვლის ჩაკერვა / ტანზე მორგება;
4) შემცირება (˂შე˃ამცირებს), შემოკლება; to cut down expenses ხარჯების შემცირება; to cut down an article სტატიის შემოკლება; he cut his sleep down to five hours ხუთ საათზე მეტი არ სძინავს;
to cut in / into / 1) ჩარევა (˂ჩა˃ერევა) საუბარში და ა.შ.; შეწყვეტინება;
2) სხვისი სატელეფონო საუბრის ფარულად მოსმენა (˂მო˃უსმენს);
3) ტექ. ჩართვა (˂ჩა˃რთავს); მიერთება;
4) მანქანებს შორის შეჭრა (˂შე˃იჭრება); ქუჩაში შექმნილი უსაძრაობის / "საცობის" დროს გზის გაკვლევის ცდა;
5) ბანქ. გასული მოთამაშის ადგილის დაკავება (˂და˃იკავებს);
6) ცეკვის დროს პარტნიორი ქალის წართმევა (˂წა˃ართმევს);
to cut off 1) მოჭრა (˂მო˃ჭრის), მოკვეთა; to cut off smb.'s head ვინმესთვის თავის მოკვეთა; to cut off smb.'s limb ხელის ან ფეხის მოკვეთა / ამპუტაცია; to cut off a corner გზის მოჭრა, პირდაპირ წასვლა; to cut off an enemy's retreat მოწინააღმდეგისთვის უკან დასახევი გზის მოჭრა;
2) გათიშვა (˂გა˃თიშავს) სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირისა; the telephone operator cut us off before we had finished out conversation ტელეფონისტმა გაგვთიშა, სანამ საუბარს დავამთავრებდით;
3) გამორთვა (˂გამო˃რთავს), გადაკეტვა (ელექტრობისა, გაზისა, წყლისა და მისთ.);
4) დამთავრება (˂და˃ამთავრებს), შეწყვეტა; to cut off a debate დებატების შეწყვეტა; to cut off negotiations მოლაპარაკებების შეწყვეტა;
5) შეწირვა (შეიწირავს), დაღუპვა; the war cut off many men in their prime ომმა ბევრ ახალგაზრდას მოუსწრაფა სიცოცხლე; his father was cut off at the age of twenty-five მამამისი ოცდახუთი წლის ასაკში დაიღუპა;
6) მემკვიდრეობის ჩამორთმევა (˂ჩამო˃ართმევს) აგრ. to cut smb. off with a shilling;
to cut on ʘ ჩქარობს, მიიჩქარის;
to cut out 1) ამოჭრა (ამოჭრის) ჟურნალიდან, გაზეთიდან; to cut out pictures სურათების ამოჭრა;
2) გამოჭრა (გამოჭრის); she could cut out men's shirts მას მამაკაცის პერანგების გამოჭრა შეეძლო;
3) უკან დახევინება (˂და˃ახევინებს), შევიწროება;
4) ჩამოშორება (ჩამოიშორებს) მოწინააღმდეგისა; to cut smb. out with his girl ვინმესთვის მეგობარი ქალიშვილის წართმევა;
5) საუბ. გადაშლა (˂გადა˃შლის), ამოღება; the editor cut out the last paragraph რედაქტორმა უკანასკნელი აბზაცი გადაშალა;
6) რისამე კეთებისათვის თავის დანებება (˂და˃ანებებს); the doctor said I must cut tobacco right out ექიმმა მითხრა სიგარეტს დაუყოვნებლივ უნდა დაანებო თავიო; I had to cut out meat იძულებული გავხდი ხორცის ჭამაზე ხელი ამეღო; cut out the nonsense! მორჩი სისულელეების ლაპარაკს! cut it out! ამერ. საუბ. მორჩი! კმარა!
7) მომზადება (˂მო˃ამზადებს); დაგეგმვა;
8) : to be cut out for smth. : he is cut out for the job ამ საქმისთვისაა დაბადებული;
9) საკუთრების ჩამორთმევა (˂ჩამო˃ართმევს); 10) ტექ. გამორთვა (˂გამო˃რთავს);
11) ამერ. ცხოველის ნახირიდან ჩამოშორება (ჩამოშორდება);
12) ავსტრალ. ცხვრების პარსვის დამთავრება (˂და˃ამთავრებს);
to cut under საუბ. კონკურენტ ფირმებთან შედარებით იაფად გაყიდვა (˂გა˃ყიდის);
to cut up 1) ნაწილებად დაჭრა (˂და˃ჭრის);
2) გაკრიტიკება (˂გა˃აკრიტიკებს); to cut up a book [a play, a speech] წიგნის [პიესის, გამოსვლის] გაკრიტიკება;
3) დამწუხრება (˂და˃ამწუხრებს), დადარდიანება; he was badly cut up by his son's death შვილის სიკვდილმა დიდად დაამწუხრა;
4) დამარცხება (˂და˃ამარცხებს); to cut up the enemy's forces მოწინააღმდეგის დამარცხება;
5) ამერ. ძარცვა (ძარცვავს);
◇ to cut loose განთავისუფლება; აშვება, ახსნა; to cut a boat loose ნავის ახსნა; to cut oneself loose from one's family ოჯახიდან წასვლა; you just ought to see him when he cuts loose ის მაშინ უნდა ნახოთ, როცა აიწყვეტს; to cut short უეცრად შეწყვეტა; to cut smb. short გაწყვეტინება; to cut a speech short სიტყვის უეცრად შეწყვეტა; to cut a long story short მოკლედ რომ ვთქვათ; to cut a joke ʘ იხუმრა, იოხუნჯა; to cut a loss / one's losses / არასარფიანი საქმის დროულად შეწყვეტა; to cut the record ახალი რეკორდის დამყარება; to cut faces სახის მანჭვა, სიფათების შეკერვა; to cut a figure ა) სპორტ. ფიგურის შესრულება (ფიგურულ სრიალში); ბ) შთაბეჭდილების მოხდენა; ʘ წარმოსადეგია; გამოირჩევა; she cuts a conspicuous figure გამორჩეულია; she cuts a poor figure საცოდავია, უბადრუკია, უმნიშვნელოა; he cuts no figure უპირატ. ამერ. უმნიშვნელოა, არაფერს არ წარმოადგეს; to cut a dash ა) ʘ წარმოსადეგია; თვალადია; ბ) ʘ თავს იწონებს, იპრანჭება; to cut a swathe / a gash / ამერ. თავის მოწონება; ʘ თავი მოაქვს [შდრ. აგრ. swathe¹ ◇]; to cut high shines ამერ. სლ. რაიმე არაჩვეულებრივის ჩადენა; to cut the string თავისუფლად / მოურიდებლად მოქცევა; to cut ice მნიშვნელობის / გავლენის ქონა; to cut no / not much / ice ა) ʘ უმნიშვნელოა; ბ) ʘ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია; არაფერი გამოუვიდა; to cut the hair წვრილმანებზე კამათი; to cut the mustard ʘ ყოველმხრივ შესაფერისია, იმედებს ამართლებს; to cut one's own throat თავის დაღუპვა; საკუთარი თავის საზიანოდ მოქმედება; to cut each other's / one another's / throat ერთმანეთის მტრობა; ʘ დანასისხლად არიან; to cut one's own fodder ამერ. ʘ ლუკმაპურის ფულს თვითონ შოულობს, თავს თვითონ ირჩენს; to cut both ways ʘ ორლესულია; to cut one's wisdom teeth / eye teeth / ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენა; ≅ დაჭკვიანება, ჭკუაში ჩავარდნა; to cut one's eye ამერ. ალმაცერად შეხედვა; to cut the bag open ამერ. წამოცდენა, საიდუმლოს გაცემა; to have one's work cut out (for one) ʘ ძალიან დაკავებულია, აუარებელი საქმე აქვს; to cut and run, to cut one's lucky / one's stick / გაქცევა; our attack was so sudden that the enemy cut and ran ჩვენი შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მოწინააღმდეგე უკუიქცა; to cut and thrust კრიჭაში დგომა; to cut and contrive შემოსავლის კვალობაზე ცხოვრება; ʘ თავს ძლივს ირჩენს, კაპიკს კაპიკზე აწებებს; to cut to bits / to pieces / განადგურება; გაკრიტიკება [შდრ. აგრ. I 1 1)]; to cut up rough აღშფოთება; გაბრაზება; to cut up savage გაბრაზება ʘ გაცოფება; to cut up well / fat / სიკვდილის შემდეგ დიდი ქონების დატოვება; to cut the comb of smb. ვინმესთვის დიდგულობის / ყოყლოჩინობის მოშლევინება; to cut it fine ა) რისამე ზუსტად გაანგარიშება (დროში); ბ) უკანასკნელ წუთს / წამს მისწრება; to cut it too fat გადამლაშება, გადამეტება, ზომას გადასვლა; to cut the (Gordian) knot (გორდიას) კვანძის გაჭრა; რთული საკითხის ერთი ხელის დაკვრით გადაწყვეტა; to cut the ground from under smb. / smb.'s feet / ვინმესთვის ფეხქვეშ ნიადაგის გამოცლა; ვისიმე გეგმების ჩაშლა; cut the / your / coat according to the / your / cloth ანდ. ≅ საბანი როგორც გაგწვდეს, ფეხი ისე გაჭიმეო; to cut / slice / the melon დამატებითი დივიდენდების, მოგების ან ნადავლის განაწილება (მეპაიეებს, ბანქოს მოთამაშეებს და მისთ. შორის); to cut a record [a tape] ფირფიტაზე [მაგნიტოფონის ფირზე] ჩაწერა.