1. 1) თავის მოყრა (˂მო˃იყრის), მოგროვება; to crowd round smb., smth. ვინმეს, რაიმეს ირგვლივ მოგროვება;
2) გატენა (˂გა˃ტენის), გაჭედვა, გავსება (სივრცისა, შენობისა); the room was crowded with furniture ოთახი გაჭედილი იყო ავეჯით; the street was crowded with people ქუჩა სავსე იყო ხალხით; ქუჩა ხალხით გაიჭედა;
2. მიწოლა (˂მი˃აწვება); შევიწროება; don't crowd so, stand back! ნუ მაწვებით ასე, უკან დაიწიეთ!
3. ამერ. საუბ. გავლენის მოხდენა (˂მო˃ახდენს), დაწოლა; to crowd matters საქმის დაჩქარება, დაუყოვნებლივი მოქმედების მოთხოვნა; he crowded his debtor მოვალე დაახრჩო, ვალი დამიბრუნეო;
4. : to crowd (on) sail გემის აჩქარება (ააჩქარებს);
5. საუბ. : he is crowding thirty and still not married ოცდაათ წელს უკაკუნებს და კვლავ უცოლოა;
▭ to crowd into 1) ჩატენა (ჩატენის), ჩაჩურთვა; he crowded the books into a box წიგნები ყუთში ჩატენა;
2) გაჭირვებით შესვლა (შევა), შეტენა (ბევრი ხალხისა პატარა სივრცეში); they crowded into the hall ძლივს შევიდნენ დარბაზში;
3) : to crowd smb. into doing smth. ამერ. ვინმესთვის რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს);
to crowd out გამოდევნა (გამოდევნის), გა(მო)ძევება, გა(მო)გდება;
to crowd through გაძრომა (˂გა˃ძვრება); გაღწევა; to crowd through a gate ჭიშკარში გაძრომა;
to crowd together ერთად შეგროვება (˂შე˃გროვდება), მოგროვება; we were standing crowded together before the picture სურათის წინ მოვგროვდით;
to crowd upon : suspicions and alarms crowded upon him ეჭვმა და შიშმა აიტანა / მოიცვა; memories crowded in upon me მოგონებები შემომაწვა;
◇ to crowd the mourners ამერ. რაიმე საქმის დაჩქარება / რაიმეზე დაწოლა უპატიოსნო / უწესო / შეუფერებელი გზის გამოყენებით.