1. რწმენა, ნდობა; to do credit to smb. ʘ ენდობა; to give credit to smth. რისამე დაჯერება; to lose credit ნდობის დაკარგვა; to put / to place / credit in hearsay ხმებს / მითქმა-მოთქმის აყოლა;
2. კარგი სახელი / რეპუტაცია; he is a man of credit ამ კაცს კარგი სახელი აქვს;
3. ღირსება, სახელი; to one's credit ვინმეს სასახელოდ; the boy is a credit to his family ოჯახის სასახელო ბიჭია; it is greatly to your credit that you have passed such a difficult examination ყოჩაღ, ასეთი ძნელი გამოცდა რომ ჩააბარე;
4. გავლენა; პატივისცემა; he resolved to employ all his credit in order to prevent the marriage მან გადაწყვიტა გამოეყენებინა მთელი თავისი გავლენა, რათა ამ ქორწინებისათვის ხელი შეეშალა;
5. 1) ჩათვლა (საგნისა);
2) საუბ. დადებითი შეფასება (გამოცდაზე);
3) კრედიტი (სწავლის ერთეული კოლეჯში და უნივერსიტეტში, მინიჭებული ამა თუ იმ საგნისათვის, ხარისხისათვის და მისთ.); the BSc degree in Chemistry requires a minimum of 180 credits to graduate საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად ქიმიაში საჭიროა მინიმუმ 180 კრედიტის დაგროვება;
6. ფინ. სესხი, კრედიტი; mortgage credit, credit on mortgage იპოთეკური სესხი; trade credit სავაჭრო / კომერციული კრედიტი; long(-term) [short(-term)] credit გრძელვადიანი [მოკლევადიანი] სესხი / კრედიტი; to apply for credit კრედიტის ასაღებად მიმართვა; to obtain [to establish] credit კრედიტის მიღება [გაფორმება]; to buy [to sell] on credit განვადებით / ნისიად ყიდვა [გაყიდვა]; repayment [non-repayment] of (the) credit კრედიტის / სესხის დაფარვა / გადახდა [დაუფარაობა / გადაუხდელობა]; no credit is given in this shop ამ მაღაზიაში ნისიად არ ვაჭრობენ;
7. ბუღ. 1) კრედიტი, გასავალი (საბუღალტრო დავთრის მარჯვენა მხარე); to place to the credit of an account ანგარიშის კრედიტში შეტანა;
2) შემოსავალზე ჩაწერილი თანხა;
8. pl კინ. ტიტრები (ფილმის მონაწილეთა და შემოქმედებითი ჯგუფის გვარებით);
⌇ credit amount ფინ. კრედიტის ოდენობა; credit standing კომერც. კრედიტუნარიანობა; credit student სრულუფლებიანი სტუდენტი (თავისუფალი მსმენელისგან განსხვავებით).