1. გრუხუნით / ტკაცანით დაცემა (˂და˃ეცემა), დავარდნა; დანარცხება (განსაკ. ითქმის მყიფე / მტვრევადი საგნების შესახებ); the dishes crashed to the floor ჭურჭელი გრიალით დაცვივდა / დაიყარა იატაკზე; the avalanche crashed down the mountainside ზვავი გრიალით / ზათქით ჩამოდიოდა მთის ფერდობზე;
2. 1) ხმაურით ან გრუხუნით დამტვრევა (˂და˃ამტვრევს) / დამსხვრევა; გაფუჭება, ავარიის გამოწვევა; he went crashing the branches იგი ტოტების ლეწვით მიდიოდა; to crash a plane თვითმფრინავის ჩამოგდება;
2) გატყდომა (გატყდება), დამსხვრევა (დაცემისას); the vase crashed as it struck the floor ლარნაკი იატაკს დაენარცხა და დაიმსხვრა;
3) ʘ ავარია / კატასტროფა განიცადა (განსაკ. ითქმის თვითმფრინავის შესახებ); ავარიის შედეგად დამსხვრევა; the two cars met and crashed ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და დაიმტვრა;
3. 1) ხმაურით / გრუხუნით დაჯახება (დაეჯახება), შეტაკება; მინარცხება; the car crashed up against a wall ავტომანქანა გრუხუნით / ზათქით შეასკდა კედელს;
2) გზის გაკვლევა (გაიკვლევს), გავლა (დაბრკოლების დაძლევით); to crash a river on the run მდინარის გადალახვა შეუჩერებლად;
4. (
ხშ. out) გრგვინვა (გრგვინავს), გრუხუნი, გრიალი, ჭექა (
ითქმის ქუხილის, ხმამაღალი მუსიკისა და მისთ. შესახებ);
5. მარცხის / წარუმატებლობის / კრახის განცდა (განიცდის); გაკოტრება; the whole financial scheme crashed disastrously მთელი ფინანსური გეგმა ჩაიშალა / ჩაიფუშა;
6. კომპ. კრახის განცდა (განიცდის), ავარიულად მტყუნება; მუშაობის ავარიულად დასრულება (ითქმის სისტემის შესახებ);
7. ამერ. დაუპატიჟებლად მისვლა (მივა) წვეულებაზე და ა.შ.;
8. საუბ. ღამის გათევა (გაათევს) განსაკ. უფასოდ; we crash at friends' houses ღამეს მეგობრებთან ვათევთ; do you have a place I can crash? ღამეს გამათევინებთ?
9. სლ. (out) გამოფხიზლება (გამოფხიზლდება), გონს მოსვლა (ნარკოტიკების მიღების შემდეგ);
10. სლ. უგონოდ დათრობა (დათვრება), გალეშვა;
11. ზმნზ. მნიშვნ. ემოც.-გამაძლ. გრუხუნით, გრიალით, ზათქით, ტკაცუნით; crash went the plate! ბახ! – თეფში გატყდა!
▭ to crash into შევარდნა (შევარდება), შეჭრა; to crash into the defence სამხ. საუბ. დაცვის გარღვევა (გაარღვევს);
◇ to crash the gate ამერ. ა) დაუპატიჟებლად მისვლა (სადმე), ʘ დაუპატიჟებელი სტუმარია; ბ) უბილეთოდ შესვლა / შეპარვა (თეატრში, კინოში, კონცერტზე და ა.შ.).