1. დახურვა (˂და˃ხურავს; ˂და˃იხურება); to close a door [shutters, one's mouth, drawer] კარის [დარაბების, პირის, უჯრის] დახურვა [შდრ. აგრ. ◇]; to close a hole ნახვრეტის ამოვსება / ამოგლესა; to close a gap ხარვეზის / სიცარიელის შევსება; the window won't close ფანჯარა არ იხურება; many flowers close at night ღამით ბევრი ყვავილი პირს იკრავს / იხურება; the shops close at six მაღაზიები ექვს საათზე იკეტება; the wound closed ჭრილობამ პირი შეიკრა, ჭრილობა მოშუშდა;
2. შეერთება (˂შე˃აერთებს; ˂შე˃ერთდება); his arms closed tightly round her მკლავები შემოაჭდო (ქალს);
3. ელექტრ. შერთვა (˂შე˃რთავს), შეკვრა (წრედისა);
▭ to close down 1) დაკეტვა (˂და˃კეტავს), მუშაობის შეწყვეტა; the schools are closed down by the influenza epidemic სკოლები გრიპის ეპიდემიის გამო დახურეს;
2) დახურვა (˂და˃ხურავს; ˂და˃იხურება); ლიკვიდაციის მოხდენა (საწარმოსი); to close down a factory ფაბრიკის დახურვა; the theatre closes down თეატრი იხურება / წყვეტს არსებობას;
3) რეპრესიების ჩატარება (˂ჩა˃ატარებს); ჩახშობა;
to close up 1) დალუქვა (დალუქავს) წერილისა;
2) პირის შეკვრა (˂შე˃იკრავს), მოშუშება (ითქმის ჭრილობის შესახებ);
3) თავის მჭიდროდ დახურვა (˂და˃ახურავს), დაგმანვა;
4) ჩაკეტვა (ჩაკეტავს); გამოკეტვა; დალუქვა; the house has been closed up for several years უკვე რამდენიმე წელია სახლი გამოკეტილია;
◇ to close the door to / upon / smth. რაიმე საქმისათვის ხელის შეშლა / დაბრკოლებათა შექმნა; გზის გადაკეტვა [შდრ. აგრ. 1]; to close one's eyes to რაიმეზე თვალის დახუჭვა; to close one's parent's eyes მშობლისათვის თვალის დახუჭვა, მშობელთან ყოფნა მისი სიკვდილის წუთებში; to close smb.'s eye ვინმესთვის თვალის დაშავება / დალურჯება; to close one's ear (to) წაყრუება, რისამე უგულებელყოფა, ვისიმე თხოვნის, გასაჭირის და ა.შ. ყურად არღება; to close one's mouth ენისათვის კბილის დაჭერა, პირში წყლის ჩაგუბება, გატვრენა [შდრ. აგრ. 1]; to close one's purse (to) ვინმესთვის ფულის მიცემაზე უარის თქმა.