1. საათი (მაგიდისა, კედლისა, კოშკისა); hanging [standing] clock დასაკიდი [დასადგმელი] საათი; the face of a clock საათის ციფერბლატი; the clock is fast [slow] საათი წინ მიდის [უკან რჩება]; the clock gains [loses] საათი წინ მიდის [უკან რჩება]; to wind (up) a clock საათის მომართვა; to put the clock on [back] საათის ისრების გადაწევა წინ [უკან];
2. : what o'clock is it? (მოძვ. what of the clock?) რომელი საათია?; It is five o'clock ხუთი საათია;
3. ვულგ. სახე, "სიფათი"; he sat there with a grin all over his clock გაღიმებული სიფათით იჯდა; I'll hit you in your clock სიფათში ჩაგაფარებ;
4. საუბ. 1) ტაქსომეტრი, ტაქსის მრიცხველი;
2) სპიდომეტრი (ავტომობილისა);
3) ოდომეტრი (ავტომობილისა);
◇ grandfather('s) clock კარადა-საათი (ძველებური ქანქარიანი საათი); clock watcher საუბ. დაუდევარი / ზარმაცი მუშაკი, რომელიც ნიადაგ საათს დასცქერის (სამუშაო დღის დამთავრების მოლოდინში); to watch the clock დამცრ. საუბ. გამუდმებით იმაზე ფიქრი, თუ როდის დამთავრდება სამუშაო დღე (ითქმის ზარმაცი მუშაკის შესახებ); like a clock პუნქტუალურად, ზუსტად; like one o'clock საუბ. გამაძლ. ა) ძალზე სწრაფად, გამალებით; he ran down the street like one o'clock ≅ წამში / თვალის დახამხამებაში გაირბინა ქუჩა; ბ) დიდი ხალისით, მონდომებით, სიამოვნებით; will you come to the theatre tonight? – like one o'clock! წამოხვალთ ამ საღამოს თეატრში? – დიდი სიამოვნებით; გ) ძლიერ, მეტისმეტად; დ) დიდებულად, ჩინებულად; to get on like one o'clock დალხინებულად ცხოვრება; around / round / the clock თორმეტი / ოცდაოთხი საათის განმავლობაში; when his clock strikes როცა მისი საათი ჩამოჰკრავს; როდესაც მისი სიკვდილის ჟამი დადგება; to set / turn / back the clock ʘ ა) მოვლენათა მსვლელობას ამუხრუჭებს; ისტორიის ჩარხის უკან დაბრუნებას ლამობს; ბ) დროის შესაბამისად არ იქცევა; to know [to find] what o'clock it is საქმის ნამდვილი ვითარების ცოდნა [გამორკვევა]; to sleep the clock round სულ ცოტა თორმეტი საათი ძილი.