1. არჩევანი, ა(მო)რჩევა, შერჩევა; to make a choice of smth. რისამე არჩევა / ამორჩევა; to make one's choice არჩევანის გაკეთება, რაიმეს არჩევა; to take one's choice რისამე საკუთარი ნება-სურვილით ა(მო)რჩევა; take your choice of rooms აირჩიეთ ნებისმიერი ოთახი / რომელი ოთახიც გსურთ; make a careful choice, be careful in your choice შერჩევისას წინდახედულობა გმართებთ, წინდახედულად ამოირჩიეთ; for choice საკუთარი ნება-სურვილით; ნებაყოფლობით / თავისი ნებით ამორჩევა;
2. არჩევანი, ასორტიმენტი; wide [poor] choice ფართო / მდიდარი [მწირი] არჩევანი;
3. ალტერნატივა; არჩევის / არჩევანის შესაძლებლობა / საშუალება; I have no choice in the matter (არანაირი) არჩევანი არა მაქვს, სხვა გზა არა მაქვს, იძულებული ვარ ასე მოვიქცე; he had no choice in the determination of his profession მას არა ჰქონდა პროფესიის არჩევის შესაძლებლობა; I have no choice but ... სხვა გზა / არჩევანი არა მაქვს, გარდა იმისა, რომ ...; იძულებული ვარ ...; he had no choice but to go იძულებული იყო / სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ წასულიყო;
4. 1) არჩეული, შერჩეული, ამორჩეული რამ; this is my choice ამას ვირჩევ, აი ეს ამოვირჩიე;
2) რჩეული (ადამიანი); he was the people's choice იგი ხალხის რჩეული იყო; everyone admires his choice ყველა მოხიბლულია მისი რჩეულით / საცოლით;
3) რჩეული, ნარჩევი, საუკეთესო რამ; here is the choice of the garden ესაა საუკეთესო, რაც კი რამ არის / მოიპოვება ამ ბაღში; the flower and choice (of) (სიამაყე და) მშვენება;
5. მოძვ. რაიმეში გარკვევის უნარი; გამჭრიახობა;
6. მოძვ. შეფასება;
◇ there is small choice in rotten apples ანდ. აქ ასარჩევიც არაფერია; ≅ რაც ალხანა, ის ჩალხანაო; გინდ მგელს შევუჭამივარ, გინდ მგლისფერ ტურასაო.