1. 1) ამოჭრა (ამოჭრის), ამოკვეთა (ხეზე, ძვალზე); the chest is finely carved ზარდახშაზე ნატიფი ჩუქურთმებია ამოჭრილი, კოლოფი ფაქიზად არის ამოტვიფრული; an ivory box carved with figures სპილოს ძვლის მოჩუქურთმებული ზარდახშა; wrinkles carved his skin გადატ. სახე ნაოჭებით ჰქონდა დაღარული;
2) (out of, in) გამოკვეთა (გამოკვეთს); გამოქანდაკება; to carve out of stone ქვისგან გამოკვეთა; carved in ivory სპილოს ძვლისაგან გამოთლილი / დამზადებული; to carve / out / a career ხატოვნ. კარიერის გაკეთება;
3) ამოკვეთა (ამოკვეთს), ამოჭრა, გრავირება;
2. 1) ჭრა (ჭრის), გაჭრა; to carve in two შუაზე გაჭრა;
2) მოხარშული და ა.შ. ხორცის თხელ ნაჭრებად დაჭრა (˂და˃ჭრის);
3. გაყოფა (ყოფს), დანაწევრება;
4. (through) გზის გაყვანა (გაიყვანს); გზის გაკაფვა;
5. თავის ნება-სურვილით მოქმედება (მოქმედებს);
6. საუბ. ვისიმე დანით ან სამართებლით დაჭრა (დაჭრის);
▭ to carve out 1) გამოჭრა (გამოჭრის);
2) იურ. ქონების, მამულის ნაწილის გამოყოფა (გამოყოფს);
3) მეტყ. ტყის გაკაფვა (გაკაფავს), ამოძირკვა; a small airport had been carved out of a pine forest ფიჭვნარი გაჩეხეს და მის ადგილზე პატარა აეროპორტი ააშენეს;
4) ძალით გაკაფვა (გაკაფავს, გაიკაფავს); გაყვანა; he carved out a passage on ბრძოლით გაიკაფა გზა;
5) მოპოვება (მოიპოვებს), შეძენა; he carved out a large fortune in a short time მან მალე დიდი ქონება დააგროვა, იშოვა;
to carve up 1) ნაწილებად / ნაჭრებად დაჭრა (˂და˃ჭრის);
2) საუბ. მოტყუება (˂მო˃ატყუებს), გაცურება.