4. ʘ შეიცავს; აქვს; ჰყავს; the book carries many tables წიგნში ბევრი ცხრილია; to carry an analogy
ʘ ანალოგიურია; the hospital carries a good staff საავადმყოფოს კარგი მედპერსონალი ჰყავს; he carries a wound დაჭრილია; to carry one
მათ. ʘ ერთს ვინახავთ / ვიმახსოვრებთ; she carries insurance დაზღვეულია; it carries a price / a value / ღირს;
5. გაძლება (გაუძლებს), დაჭერა (ამა თუ იმ სიმძიმისა, დატვირთვისა და ა.შ.; აგრ. გადატ.); ʘ რაიმე უჭირავს, უკავია (ითქმის საყრდენის შესახებ); the road carries the traffic გზა უძლებს ტრანსპორტის მოძრაობას; he knows how to carry his liquor სასმელს კარგად იტანს, არ თვრება; the weight of the cathedral roof is carried by pillars საკათედრო ტაძრის სახურავი სვეტებს უჭირავს / ეყრდნობა;
6. განსაზღვრულ ადგილამდე მიყვანა (მიიყვანს); he carried a wall right round a field მთელ მინდორს ღობე შემოავლო;
7. მღერა (მღერის); დაკვრა; he carried the tenor ტენორის პარტიას ასრულებდა; only two men to carry the violins ვიოლინოს პარტიის მხოლოდ ორი შემსრულებელი (მამაკაცი);
8. შემოსავლის, მოგების მოტანა (მოიტანს);
9. თივის, პურის აღება (აიღებს); მინდვრიდან გატანა;
10. 1) სპორტ. ტარება (ატარებს); to carry a puck შაიბის ტარება (ჰოკეი);
2) დიალ. გაცილება (˂გა˃აცილებს); გაყოლა; he carried her to the party წვეულებაზე გაჰყვა;
11. მედ. პათოგენური მიკრობების, ინფექციური დაავადების ტარება (ატარებს), გადატანა; ʘ მატარებელია, გადამტანია (პათოგენური მიკრობებისა, ინფექციური დაავადებისა); malaria is a disease carried by mosquitoes მალარია ერთ-ერთი ისეთი დაავადებაა, რომელიც კოღოებს გადააქვთ;
12. ამერ. რაიმეთი ვაჭრობა (ვაჭრობს); გაყიდვა; this shop does not carry fruit ამ მაღაზიაში ხილი არ იყიდება; ეს მაღაზია ხილით არ ვაჭრობს;
II ა
1. 1) გატარება (გაატარებს), მიწოდება, გადაცემა (ელექტროდენისა, წყლისა და ა.შ.); pipes carry water წყალი მილებით მიეწოდება; wires carry sound ბგერა სადენებით გადაიცემა; the veins carry blood to the heart გულს სისხლი ვენებით / სისხლძარღვებით მიეწოდება;
2) ცნობების გადაცემა (გადასცემს), ახალი ამბის გავრცელება; he carried the news to everyone in the village მან ეს ამბავი მთელს სოფელს გააგებინა;
3) გაყვანა (გაიყვანს) ელექტრობისა;
4) გაყვანა (გაიყვანს), ჩაწყობა (მილებისა);
2. ამა თუ იმ ადგილამდე მიღწევა (მიაღწევს) ითქმის იარაღის, რადიოსიგნალის, ბგერის, სუნის და ა.შ. შესახებ; sound of the firing carried many miles სროლის ხმა მრავალი მილის მანძილზე ისმოდა; your voice doesn't carry very well თქვენი ხმა მაინცდამაინც კარგად არ ისმის; our guns wouldn't carry as far as the enemy ships ჩვენი ქვემეხები მოწინააღმდეგის გემებამდე ვერ აღწევდა;
3. 1) დაპყრობა (˂და˃იპყრობს), აღება, ხელში ჩაგდება; to carry the enemy position მოწინააღმდეგის პოზიციის დაკავება; to carry by storm შტურმით აღება; to carry a fortress ციხესიმაგრის აღება;
2) შეჯიბრებაში და ა.შ. გამარჯვება (გაიმარჯვებს); მოგება; მოპოვება (პრიზისა და ა.შ.); to carry an election არჩევნებში გამარჯვება; to carry a case იურ. საქმის (პროცესის) მოგება;
4. საკუთარი რწმენის, მრწამსის, პოზიციის და ა.შ. დაცვა (˂და˃იცავს), გატანა; to carry one's point საკუთარი პოზიციის დაცვა; I've carried my piont მე დავამტკიცე ჩემი სიმართლე;
5. 1) ჩვეულ. pass მიღება (მიიღებს), ოფიციალურად დამტკიცება / მოწონება (გადაწყვეტილებისა და ა.შ.); the bill [the resolution] was carried კანონპროექტი [რეზოლუცია] მიღებულ იქნა; to carry a motion by a large majority წინადადების მიღება ხმის უმრავლესობით;
2) გაყვანა (გაიყვანს) კანდიდატისა;
6. ფეხმძიმედ ყოფნა (არის); carried to full time დროზე / ვადაზე გაჩენილი (ითქმის ბავშვის შესახებ);
7. ბუღ. მეორე გვერდზე და ა.შ. გადატანა (გადაიტანს); to carry to the next column შემდეგ სვეტში გადატანა;
8. ამერ. 1) გაზეთში მოთავსება (˂მო˃ათავსებს); დაბეჭდვა, გამოქვეყნება; to carry a large amount of advertising (გაზეთის ფურცლებზე) ბევრი განცხადების მოთავსება; newspapers carry weather reports გაზეთებში ბეჭდავენ ცნობებს ამინდის შესახებ / ამინდის პროგნოზს;
2) რადიოთი ან ტელევიზიით გადაცემა (გადასცემს);
9. ამერ. პოლიგრ. სერიული გამოცემის ფორმით გამოშვება (˂გა˃მოუშვებს);
10. იურ. რითიმე დასჯა (ისჯება); ʘ ამა თუ იმ სასჯელს ითვალისწინებს; this crime carries a heavy penalty ეს დანაშაული მკაცრად ისჯება;
11. სიმპათიის, მხარდაჭერის და ა.შ. მოპოვება; the government carried the country and won the election მთავრობამ ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა და გაიმარჯვა არჩევნებში;
II ბ
1. to carry smth. to a certain condition რისამე რაიმე მდგომარეობამდე მიყვანა (მიიყვანს); to carry to extremes უკიდურესობამდე მიყვანა; to carry smth. to excess / too far / უკიდურესობამდე მისვლა;
2. to carry smth. with oneself გატაცება (გაიტაცებს), დაპყრობა; to carry one's audience with one(self) ʘ აუდიტორია დაიპყრო;
3. to carry oneself in a certain way 1) ტანის დაჭერა (დაიჭერს); carry yourself better, don't slouch! გასწორდი, ნუ იხრები! she carries herself well ტანი სწორად / მოხდენილად უჭირავს; he carries himself like a soldier ჯარისკაცივით გამართულია;
2) მოქცევა (იქცევა); თავის დაჭერა; he carried himself bravely (მას) თავი ვაჟკაცურად ეჭირა;
▭ to carry about ქროლა (დაქრის); carried about with every wind ბიბლ. რომელთაც არყევს და აქეთ-იქით აქანებს (მოძღვრების) ყოველი ქარი;
to carry along გატაცება (გაიტაცებს), დაპყრობა, დატყვევება; we were all carried along by his speech მისმა გამოსვლამ ყველანი დაგვატყვევა;
to carry away 1) გატაცება (გაიტაცებს); the storm carried away the sails ქარიშხალმა იალქნები გაიტაცა;
2) გატაცება (გაიტაცებს), დაუფლება (ითქმის გრძნობების შესახებ); he was carried away by the music მუსიკამ მთელი მისი არსება მოიცვა; he was carried away by temptation ცდუნებას ვერ გაუძლო;
to carry back 1) უკან დაბრუნება (˂და˃აბრუნებს);
2) ʘ ფიქრებით წარსულში აბრუნებს; აგონებს, ახსენებს (რაიმეს); that carries me back to my youth ეს ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს 3) : to carry smth. back to a remote past ʘ რისამე შორეულ წარსულს მიკუთვნება;
to carry down ქვევით წაღება (წაიღებს); the hat was carried down by the stream დინებამ ქუდი ქვევით წაიღო, გაიტაცა;
to carry forward 1) საქმის წინ წაწევა (წაწევს);
2) = to carry over 3);
3) წინ წაწევა (წაიწევს), დაწინაურება, წარმატების ქონა; to carry forward the advance სამხ. შეტევის გაშლა;
to carry off 1) წაღება (წაიღებს); წაყვანა, მოტაცება, შეპყრობა; to carry off a sentry სამხ. გუშაგის შეპყრობა;
2) მოკვლა (მოკლავს); he was carried off by avian influenza იგი ფრინველის გრიპისგან გარდაიცვალა;
3) თამაშის მოგება (მოიგებს); პრიზის მოპოვება; a film that carried off five Oscars ფილმი, რომელმაც ხუთი "ოსკარი" მოიპოვა;
4) რაიმესთვის თავის გართმევა (გაართმევს), რაიმეს დაძლევა; რაიმეს გაძლება, ატანა; she was glad to be offered the job but wasn't sure if she could carry it off იგი ნასიამოვნები იყო იმით, სამუშაო რომ შესთავაზეს, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ მისთვის თავის გართმევას შეძლებდა; he carries it off საუბ. არ ნებდება; he carried it off very cleverly საუბ. ძალიან მოხერხებულად გამოძვრა;
to carry on 1) (with) განგრძობა (განაგრძობს), გაგრძელება (რაიმეს კეთებისა, სიარულისა და ა.შ.); she moved to Birmingham to carry on her work თავისი სამუშაოს გასაგრძელებლად იგი ბირმინგემში გადავიდა საცხოვრებლად; they carried on with their conversation მათ თავიანთი საუბარი განაგრძეს; carry on! ა) განაგრძეთ მუშაობა! ბ) სამხ. განაგრძეთ მეცადინეობა!
2) რაიმეს წარმოება (აწარმოებს), კეთება; ʘ რაიმეს ეწევა; to carry on a business ʘ ბიზნესს აწარმოებს, კომერციულ საქმიანობას ეწევა; to carry on a conversation საუბრის წარმოება; ʘ საუბრობს; to carry on a political dialogue with smb. ვინმესთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება;
3) ვინმეს მტრობა (უმტრობს);
4) (with) საუბ. არშიყობა (ეარშიყება);
5) თავშეუკავებლად მოქცევა (მოიქცევა); don't carry on so! წესიერად მოიქეცი!
to carry out 1) ბრძანების და ა.შ. შესრულება (შეასრულებს); to carry out one's instructions მიღებული მითითებების შესრულება; they are only carrying out their orders ისინი უბრალოდ მათთვის მიცემულ ბრძანებებს ასრულებენ;
2) რაიმეს განხორციელება (განახორციელებს), სისრულეში მოყვანა, რეალიზება; რაიმეს ჩატარება; to carry out (one's) revenge შურისძიების განხორციელება / აღსრულება; to carry out a threat მუქარის შესრულება / სისრულეში მოყვანა; to carry out tests ცდების ჩატარება; he carried out his promise საკუთარი დანაპირები შეასრულა;
3) მიცვალებულის გამოსვენება (გამოასვენებს);
to carry over 1) გადაზიდვა (გადაზიდავს);
2) სიტყვის მეორე სტრიქონზე გადატანა (გადაიტანს);
3) ბუღ. სხვა გრაფაში, წიგნში, ანგარიშზე გადატანა (გადაიტანს), გადაყვანა;
4) თავის მხარეზე გადაყვანა (გადაიყვანს), გადაბირება; his arguments carried over his opponents მან თავისი არგუმენტებით ოპონენტები თავის მხარეზე გადაიბირა / მოიმხრო;
5) ვადის გაგრძელება, პროლონგირება;
to carry through 1) განხორციელება (˂გან˃ახორციელებს); დასრულება; to carry through with the business საქმის დასრულება, დაგვირგვინება;
2) დახმარება (˂და˃ეხმარება); მხარის დაჭერა; მხარში დგომა; his courage will carry him through მამაცობა დაეხმარება მას (გაიმარჯვოს, თავისი გაიტანოს და ა.შ.);
to carry up 1) აღმართვა (აღმართავს), აშენება;
2) წარმომავლობის / წარმოშობის დადგენა (დაადგენს); მიკუთვნება (რაიმე მოვლენისა გარკვეული ეპოქისათვის);
3) = to carry over 3);
◇ to carry all / everything / before one ა) ყველა დაბრკოლების დაძლევა / გადალახვა; ბ) დიდი წარმატების ქონა / მოპოვება; ყველას გულის მონადირება; to carry into execution განხორციელება, შესრულება; to carry coals იხ. coal I ◇; to carry it away მოწინააღმდეგის დაძლევა, დამარცხება; to carry the day გამარჯვების მოპოვება; to carry too far ʘ შორს შეტოპა, მეტისმეტი ქნა, წრეს გადავიდა; to fetch and carry / for / ხელზე მოსამსახურედ ყოფნა; მორბედობა; to carry too many guns for smb. ʘ მას შესწევს ძალა გააკეთოს ეს; საკმაოდ ჭკვიანია; კვალიფიცირებულია; to carry / hold / (big) guns ʘ გავლენიანია, ძლიერია; გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს; to carry conviction ʘ სარწმუნოა, დამაჯერებელია; to carry weight ა) ʘ საბუთიანია, წონიანია (ითქმის არგუმენტის შესახებ); ბ) ʘ გავლენიანია (ითქმის ადამიანის შესახებ); to carry smb. high (and dry) ამერ. ვისიმე გამოჯავრება / დაცინვა; carry me out! ხუმრ. წარმოუდგენელია, დაუჯერებელია; რომ მომკლათ, მაინც ვერ დავიჯერებ!