Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

care I noun
[kɛə(r)]
Print

1. ზრუნვა, მზრუნველობა; ზედამხედველობა, მეთვალყურეობა; მოვლა; in care of smb. ვინმეს ზედამხედველობის / მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი; ვინმეს ამარა / ანაბარა; the baby was left in Mary's care ბავშვი მერის დაუტოვეს მოსავლელად; ბავშვი მერის ანაბარა დარჩა; the child was returned to its mother's care ბავშვი დედას დაუბრუნეს (საავადმყოფოდან, მეურვეებისაგან და ა.შ.); I will leave this to your care ა) ამას თქვენ გიტოვებთ შესანახად; ამას თქვენს ანაბარა ვტოვებ; ბ) ამას თქვენ გავალებთ, ამაზე დღეიდან თქვენ აგებთ პასუხს; the library is under the care of Mr. Green ბიბლიოთეკას მისტერ გრინი განაგებს; to take care of smb., smth. ა) (აგრ. about) ვინმეზე, რაიმეზე ზრუნვა; ვინმესთვის, რაიმესთვის მიხედვა / ყურადღების მიქცევა; to take care of veterans ომის ვეტერანებზე ზრუნვა; ომის ვეტერანთა დახმარება / უზრუნველყოფა; the financing of the enterprise has been taken care of by the bank ამ დაწესებულების დაფინანსება ბანკმა თავის თავზე აიღო; don't worry, I'll take care of it არ იღელვო, ამაზე მე ვიზრუნებ; ბ) ევფ. ვინმესთვის ანგარიშის გასწორება; I'll take care of him მას მე გავუსწორდები; a formidable foe to take care of მრისხანე, ძნელად დასამარცხებელი მტერი;

2. სიფრთხილე; გულისყური, ყურადღება; you should take more care over / with / your work, you should give more care to your work სამუშაოს უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოთ; it needs to be handled with care ეს ფრთხილ მოპყრობას / გულისყურით მიდგომას საჭიროებს; glass – handle with care! ფრთხილად – მინაა! (წარწერა ყუთებზე); drive with care on icy roads მოყინულ გზებზე მანქანით ფრთხილად იარე; take care (that) you don't fall ფრთხილად იყავი, არ წაიქცე; take care not to wake the baby ფრთხილად, ბავშვი არ გააღვიძო; take care! ა) საუბ. კარგად იყავი; თავს გაუფრთხილდი (დამშვიდობებისას); take care! See you tomorrow! კარგად იყავი! ხვალ შევხვდებით! ბ) ფრთხილად! გაფრთხილდით! have a care! იყავით ფრთხილად! გაფრთხილდით!

3. ხშ. pl საზრუნავი; დარდი წუხილი; her face was worn with care მას დაღლილი / გატანჯული სახე ჰქონდა; care has made him look ten years older დარდისგან ათი წლით დაბერებული გეგონება; he was troubled by the cares of a large family დიდი ოჯახი აწვა მხრებზე; happy life, free from care ბედნიერი / უზრუნველი ცხოვრება; he doesn't have a care in the world მას სრულიად არაფერი ადარდებს; არანაირი საზრუნავი არა აქვს; უდარდელად ცხოვრობს; to forget all the cares of the day ყველა ცხოვრებისეული საზრუნავის დავიწყება;

card swipe care II

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0148