1. ზრუნვა, მზრუნველობა; ზედამხედველობა, მეთვალყურეობა; მოვლა; in care of smb. ვინმეს ზედამხედველობის / მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი; ვინმეს ამარა / ანაბარა; the baby was left in Mary's care ბავშვი მერის დაუტოვეს მოსავლელად; ბავშვი მერის ანაბარა დარჩა; the child was returned to its mother's care ბავშვი დედას დაუბრუნეს (საავადმყოფოდან, მეურვეებისაგან და ა.შ.); I will leave this to your care ა) ამას თქვენ გიტოვებთ შესანახად; ამას თქვენს ანაბარა ვტოვებ; ბ) ამას თქვენ გავალებთ, ამაზე დღეიდან თქვენ აგებთ პასუხს; the library is under the care of Mr. Green ბიბლიოთეკას მისტერ გრინი განაგებს; to take care of smb., smth. ა) (აგრ. about) ვინმეზე, რაიმეზე ზრუნვა; ვინმესთვის, რაიმესთვის მიხედვა / ყურადღების მიქცევა; to take care of veterans ომის ვეტერანებზე ზრუნვა; ომის ვეტერანთა დახმარება / უზრუნველყოფა; the financing of the enterprise has been taken care of by the bank ამ დაწესებულების დაფინანსება ბანკმა თავის თავზე აიღო; don't worry, I'll take care of it არ იღელვო, ამაზე მე ვიზრუნებ; ბ) ევფ. ვინმესთვის ანგარიშის გასწორება; I'll take care of him მას მე გავუსწორდები; a formidable foe to take care of მრისხანე, ძნელად დასამარცხებელი მტერი;
2. სიფრთხილე; გულისყური, ყურადღება; you should take more care over / with / your work, you should give more care to your work სამუშაოს უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოთ; it needs to be handled with care ეს ფრთხილ მოპყრობას / გულისყურით მიდგომას საჭიროებს; glass – handle with care! ფრთხილად – მინაა! (წარწერა ყუთებზე); drive with care on icy roads მოყინულ გზებზე მანქანით ფრთხილად იარე; take care (that) you don't fall ფრთხილად იყავი, არ წაიქცე; take care not to wake the baby ფრთხილად, ბავშვი არ გააღვიძო; take care! ა) საუბ. კარგად იყავი; თავს გაუფრთხილდი (დამშვიდობებისას); take care! See you tomorrow! კარგად იყავი! ხვალ შევხვდებით! ბ) ფრთხილად! გაფრთხილდით! have a care! იყავით ფრთხილად! გაფრთხილდით!
3. ხშ. pl საზრუნავი; დარდი წუხილი; her face was worn with care მას დაღლილი / გატანჯული სახე ჰქონდა; care has made him look ten years older დარდისგან ათი წლით დაბერებული გეგონება; he was troubled by the cares of a large family დიდი ოჯახი აწვა მხრებზე; happy life, free from care ბედნიერი / უზრუნველი ცხოვრება; he doesn't have a care in the world მას სრულიად არაფერი ადარდებს; არანაირი საზრუნავი არა აქვს; უდარდელად ცხოვრობს; to forget all the cares of the day ყველა ცხოვრებისეული საზრუნავის დავიწყება;
4. მეთვალყურეობა (
ექიმისა და ა.შ.); მოვლა (
ავადმყოფისა, მანქანისა და ა.შ.); under the care of a physician ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ; you'll have the best of care in this hospital ამ საავადმყოფოში თქვენ საუკეთესო მკურნალობა და მოვლა გექნებათ;
5. (for, of) სიყვარული, მიდრეკილება;
◇ care of ვინმეს სახელზე, ვინმესთვის გადასაცემად (წარწერა ამა თუ იმ დაწესებულებაში და ა.შ. დროებით მყოფ პირისთვის გაგზავნილ საფოსტო გზავნილზე; აბრევ. c/o); Mr. Smith c/o Brown & Co ფირმას "ბრაუნი და კომპანია" მისტერ სმითისათვის გადასაცემად; send me the bill care of my solicitor გადმომიგზავნეთ ანგარიში ჩემი რწმუნებულის სახელზე; I wrote to you care of Tatler Hotel სასტუმრო "ტატლერის" მისამართზე მოგწერეთ; in care აღსაზრდელად მყოფი (ითქმის ბავშვთა სახლისთვის და ა.შ. მიბარებული ბავშვის შესახებ); their children are taken into care მათი ბავშვები სხვა ოჯახებს გადასცეს აღსაზრდელად; care and maintenance ა) კონსერვაცია (ქარხნისა და ა.შ.); დროებითი დახურვა (საწარმოსი და ა.შ.); ბ) მატერიალური ნაწილის მოვლა-შენახვა; care killed the / a / cat ანდ. მოძვ. კატა დარდმა მოკლაო, ≅ კაცს დარდი კლავს და არა შრომაო.